ლეტიცია ჯეიმზი
ლეტიცია ჯეიმზი (ინგლ. Letitia A. "Tish" James, 18 ოქტომბერი, 1958, ნიუ-იორკი, აშშ) — ნიუ-იორკის მოქმედი გენერალური პროკურორი 2019 წლიდან, მეოთხე საჯარო ადვოკატი ნიუ-იორკში, პირველი აფროამერიკელი ქალი, რომელმაც თანამდებობა დაიკავა ნიუ-იორკის მთავრობაში. ამერიკელი იურისტი, აქტივისტი, პოლიტიკოსი და დემოკრატიული პარტიის წევრი. წარსულში მსახურობდა ნიუ-იორკის საქალაქო საბჭოში, სადაც წარმოადგენდა ბრუკლინის 35-ე ოლქს. ლეტიცია ჯეიმზი თავმჯდომარეობდა ეკონომიკური განვითარების კომიტეტს, მუშაობდა პარკებისა და დასვენების, მცირე ბიზნესის, ტექნოლოგიების, ვეტერანთა საქმეთა და ქალთა საქმეთა კომიტეტებში.[1][2][3]
ლეტიცია ჯეიმზი | |
ლეტიცია ჯეიმზი—2019 წელი | |
ნიუ-იორკის 67-ე გენერალური პროკურორი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 2019 წლის 1 იანვარი |
წინამორბედი | ენდრიუ კუომო |
მემკვიდრე | ქეთლინ ჰოჩული |
ნიუ-იორკის მე-4 საზოგადოებრივი ადვოკატი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 იანვარი 2014 – 31 დეკემბერი 2018 | |
წინამორბედი | ბილ დე ბლეზიო |
მემკვიდრე | კორეი ჯონსონი (მოქმედი) |
დაბადებული | 18 ოქტომბერი 1958 (63 წლის) ბრუკლინი, ნიუ-იორკი, აშშ |
მოქალაქეობა | აშშ |
პოლიტიკური პარტია | დემოკრატიული პარტია (აშშ) |
განათლება | ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჰოვარდის უნივერსიტეტი |
საქმიანობა | პოლიტიკოსი, იურისტი აქტივისტი, საზოგადოებრივი ადვოკატი |
2013 წელს ჯეიმზმა იყარა კენჭი ნიუ-იორკის საზოგადოებრივი ადვოკატის თანამდებობაზე და მიიღო 36% დემოკრატიული პარტიის პრაიმერიში, რამაც მას არ მისცა საშუალება თავი აერიდებინა მეორე ტურისთვის, რომელშიც ჯეიმზმა მიიღო 59% და გახდა პარტიის კანდიდატი "ნიუიორკელების დამცველის" პოსტზე. მთავარ არჩევნებში, 2013 წლის ნოემბერში, მან დაამარცხა რესპუბლიკელი ოპონენტი და მიიღო ხმების 83%.[4]
ადრეული წლები და განათლება
რედაქტირებალეტიცია ჯეიმზი დაიბადა ბრუკლინში, ნიუ-იორკში, ნელი და რობერტ ჯეიმზების ოჯახში. გოგონა სწავლობდა ნიუ-იორკის საჯარო სკოლებში. მიიღო ბაკალავრის ხარისხი ნიუ-იორკის საქალაქო უნივერსიტეტში 1981 წელს. [5]
ჯეიმზმა დაამთავრა ჰოვარდის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა 1986 წელს. შემდეგ ჩააბარა ნიუ-იორკის შტატის ადვოკატების გამოცდა 1989 წელს. იგი სწავლობს მაგისტრატურაში საჯარო ადმინისტრირების განხრით კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო და საზოგადოებრივ საქმეთა სკოლაში.[6]
კარიერა
რედაქტირებალეტიცია ჯეიმზი მუშაობდა სახალხო დამცველად იურიდიული დახმარების ორგანიზაციაში. მან აგრეთვე დააარსა აფრო-ამერიკული პროფესიული ორგანიზაციების კოალიცია, რათა დახმარებოდა ახალგაზრდებს განათლების მიღებაში. ამის შემდეგ მას პატარა თანამდებობები ეკავა შტატის მთავრობაში. მისი პირველი საქალაქო საბჭოს კამპანია 2001 წელს წარუმატებელი აღმოჩნდა, განსხვავებით 2003 წლის კამპანიისგან, როდესაც ის აირჩიეს მშრომელთა ოჯახების პარტიიდან და გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც 1977 წლიდან ნიუ-იორკის შტატში აირჩიეს რაიმე თანამდებობაზე მესამე პარტიიდან.
2005 წელს ჯეიმზმა მოიგო არა მხოლოდ მშრომელთა ოჯახების პარტიის, არამედ დემოკრატიული პარტიის ნომინაციაც. 2013 წელს გაიმარჯვა საზოგადოებრივი ადვოკატის არჩევნებში ქალაქის მნიშვნელოვანი პროფკავშირებისა და გაზეთების მხარდაჭერით.[7][8]
ნიუ-იორკის შტატის გენერალური პროკურორი
რედაქტირება2018 წლის არჩევნები
რედაქტირება2018 წლის მაისში ჯეიმზმა, რომელიც თავდაპირველად გეგმავდა კენჭისყრას ნიუ-იორკის მერის პოსტზე 2021 წელს, თავისი კანდიდატურა ნიუ-იორკის გენერალური პროკურორის პოსტზე წარადგინა და მოიგო 2018 წლის 13 სექტემბერს დემოკრატიული პრაიმერი ხმების 40,6%-ით; მან დაამარცხა ზეფირ ტიჩუტი (31%) და კიდევ ორი კანდიდატი. 2018 წლის 6 ნოემბერს ის აირჩიეს გენერალურ პროკურორად, დაამარცხა რესპუბლიკელი კეიტ ვოფფორდი.[9]
პროკურორის თანამდებობაზე
რედაქტირებაჯეიმზმა გენერალური პროკურორის მოვალეობის შესრულებას შეუდგა 2019 წლის 1 იანვარს და შეცვალა ბარბარა ანდერვუდი, რომელიც პირველად დაინიშნა ერიკ შნაიდერმანის გადადგომის შემდეგ.
სახელმწიფო სამოქალაქო სარჩელი იარაღის ეროვნული ასოციაციის (NRA) წინააღმდეგ
რედაქტირება2020 წლის 6 აგვისტოს, სატელევიზიო გადაცემაზე, ჯეიმზმა განაცხადა, რომ მან შეიტანა სამოქალაქო სარჩელი ნიუ-იორკის უზენაეს სასამართლოში იარაღის ეროვნული ასოციაციის (NRA) წინააღმდეგ, რომლის მიხედვით NRA დეპარტამენტის ოთხი ხელმძღვანელი თანაბრალდებულებად დასახელდა. NRA-მ შეიტანა სარჩელი ჯეიმზის წინააღმდეგ, მოტივად 2018 წლის კამპანიის დროს ლეტიცია ჯეიმზის მიერ გაკეთებული განცხადებები დაასახელა. 2022 წლის 2 მარტს ნიუ-იორკის მოსამართლე ჯოელ კოენმა შეაჩერა საქმე, მაგრამ დაუშვა სარჩელი უეინ ლაპიერის წინააღმდეგ.
ანგარიში ენდრიუ კუომოს მხრიდან სექსუალური შევიწროების შესახებ
რედაქტირება2021 წლის 3 აგვისტოს ჯეიმზის ოფისმა გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც ნათქვამია, რომ ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორ ენდრიუ კუომოს მხიდან არაერთხელ ჰქონდა ადგილი სექსუალურ შევიწროებას.
2022 წლის დემოკრატიული პრაიმერი გუბერნატორის პოსტზე
რედაქტირება2021 წლის 29 ოქტომბერს ჯეიმზმა გამოაცხადა თავისი განზრახვა კენჭი ეყარა ნიუ-იორკის გუბერნატორის თანამდებობაზე 2022 წლის დემოკრატიული პრაიმერის დროს. არჩევის შემთხვევაში ჯეიმზი გახდებოდა პირველი შავკანიანი ქალი გუბერნატორი რომელიმე შტატში. დეკემბერში, მან უარი განაცხადა კენჭისყრაზე მას შემდეგ, რაც მუდმივი კენჭისყრა უწევდა მოქმედ გუბერნატორს, ქეთი ჰოჩულს, ხოლო ჯეიმზმა არჩია ხელახლა წარედგინა საკუთარი კანდიდატურა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე.[10][11]
ტრამპის სასამართლო პროცესი ნიუ-იორკში
რედაქტირებაჯეიმზმა, როგორც ნიუ-იორკის გენერალურმა პროკურორმა, შეიტანა სამოქალაქო სარჩელი ტრამპის ორგანიზაციის წინააღმდეგ და მუშაობდა მანჰეტენის ოლქის პროკურორთან ერთად ამ ორგანიზაციის საქმიანობის სისხლის სამართლის გამოძიებაზე.
2022 წლის არჩევნები
რედაქტირებამას შემდეგ, რაც ჯეიმზმა განაცხადა არჩევნებში ხელახლა მონაწილეობის შესახებ, ყველა წინა დემოკრატმა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა და მხარი დაუჭირა ჯეიმზს.[12][13]
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაჯეიმზი ცხოვრობს ბრუკლინის კლინტონ ჰილის უბანში და არის ემანუელის ბაპტისტური ეკლესიის წევრი.[14][15]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Wall Street Journal
- ↑ Westerman, Ashley (January 1, 2019). "N.Y. Swears In New Attorney General After A Tumultuous Year For The Office". NPR. Archived from the original on January 1, 2019. Retrieved January 1, 2019.
- ↑ Larson, Erik (February 4, 2021). "New York Versus the World: Letitia James Is Picking Big Fights". Bloomberg News. Retrieved February 18, 2021.
- ↑ Kravitz, Derek (August 22, 2013) "Candidates Age Often Listed Incorrectly" The Wall Street Journal. Archived from the original on March 21, 2015. Retrieved January 2, 2014.
- ↑ "Person of the Year: Letitia James". December 27, 2018.
- ↑ "Distinguished CUNY Alumnae". The City University of New York. Archived from the original on August 17, 2009. Retrieved May 7, 2009.
- ↑ "About Tish". Letitia James 2013. Archived from the original on September 15, 2013. Retrieved September 16, 2013.
- ↑ "'It's a Kill Shot':[მკვდარი ბმული] How Tish James Holds Cuomo's Future in Her Hands". Politico.
- ↑ "Letitia James Makes History by Winning Attorney General Primary in New York". Archived from the original on September 14, 2018. Retrieved September 15, 2018.
- ↑ Velasquez, Josefa (October 27, 2021)." Attorney General Letitia James Poised to Announce Run for Governor, Sources Say"[მკვდარი ბმული] THE CITY. Retrieved October 27, 2021.
- ↑ "New York Attorney General Letitia James announces run for governor" by Amy B Wang, Tyler Pager and Josh Dawsey The Washington Post, October 29, 2021. Retrieved October 31, 2021.
- ↑ "My full statement on my campaign is below, but most importantly, thank you, New York".
- ↑ "Now that NYS Attorney General @TishJames has decided not to run for Governor and will run for re-election, AG candidate and Senator Shelley Mayer drops out of the AG race".
- ↑ Mena, Kelly (January 9, 2019) State AG “Tish” James Brings It Home To God And Community Kings County Politics. Retrieved February 18, 2021.
- ↑ Manskar, Noah (August 30, 2019). "Local Legend: NY's Top Lawyer Tish James Talks Clinton Hill"[მკვდარი ბმული]. Patch. Retrieved February 18, 2021.