ლესლი აბერკრომბი
ლესლი პატრიკ აბერკრომბი (ინგლ. Sir Leslie Patrick Abercrombie; დ. 6 ივნისი, 1879 — გ. 23 მარტი, 1957) — ინგლისელი არქიტექტორი, ქალაქთმშენებლობის თეორეტიკოსი და პრაქტიკოსი, რაიონული დაგეგმარების ერთ-ერთი პიონერი დასავლეთ ევროპაში. ლივერპულის (1915-1935) და ლონდონის (1935-1946) უნივერსიტეტების პროფესორი. არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტი (1946).
ლესლი აბერკრომბი | |
---|---|
პირადი ინფორმაცია | |
დაბ. თარიღი | 6 ივნისი, 1879[1] [2] [3] [4] [5] [6] |
დაბ. ადგილი | Ashton upon Mersey |
გარდ. თარიღი | 23 მარტი, 1957[1] [2] [3] [4] [5] (77 წლის) |
გარდ. ადგილი | Aston Tirrold |
ნამუშევრები და მიღწევები | |
საქმიანობა | არქიტექტორი, ქალაქთმშენებელი და პოეტი |
მოქალაქეობა | გაერთიანებული სამეფო |
ალმა-მატერი | Uppingham School |
ჯილდოები | სამეფო ოქროს მედალი და რაინდი-ბაკალავრი |
ბიოგრაფია
რედაქტირებასწავლობდა აპინგემის სკოლაში. დიდი ქალაქის ფუნქციურ ზონებად დაყოფის, ქალაქ-თანამგზავრთა მშენებლობისა და ტრანსპორტის ერთიანი სისტემის შექმნის საფუძველზე დაამუშავა რეკონსტრუქციის კომპლექსური მეთოდი, რომელმაც ფართო გამოყენება პოვა და ხელი შეუწყო თანამედროვე ქალაქთმშნებლობის განვითარებას. შეადგინა დუბლინის (1913), დონკასტერის (1921-1922), აღმოსავლეთ კენტის (1922), შეფილდის (1931), ლონდონის საგრაფოს (1943), „დიდი ლონდონის“ (1944), პლიმუთის (1943), ადის-აბების (1956) და სხვა ქალაქების რეკონსტრუქციის პროექტები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 27.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 Dictionary of Scottish Architects
- ↑ 5.0 5.1 Manno A. Abercrombie, Sir (Leslie) Patrick // Grove Art Online / J. Turner — [Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2017. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T000112
- ↑ Artists of the World Online, Allgemeines Künstlerlexikon Online, AKL Online / Hrsg.: A. Beyer, B. Savoy — B: K. G. Saur Verlag, Verlag Walter de Gruyter, 2009. — ISSN 2750-6088 — doi:10.1515/AKL