ლერი ზამბახიძე
ლერი ზამბახიძე (დ. 10 მარტი, 1961, ნიგორზღვა) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი და პედაგოგი.
ლერი ზამბახიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 10 მარტი, 1961 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ალმა-მატერი | საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1978 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია.
1978-1987 წლებში მუშაობდა სახელმწიფო საპროექტო უნივერსიტეტ „საქქალაქმშენსახპროექტში“ ინჟინერ-კონსტრუქტორად, უფროს ინჟინრად; 1987-1993 წლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მასალათა გამძლეობისა და დრეკადობის თეორიის კათედრაზე ლაბორანტად; იყო ამავე კათედრის ასპირანტი; დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა აკადემიური დოქტორის სამეცნიერო ხარისხი; 1993 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სამშენებლო ფაკულტეტის, სამშენებლო მექანიკისა და ტექნიკური ექსპერტიზის მიმართულების პროფესორი, აკადემიური საბჭოს წევრი; 2002-2006 წლებში იყო შპს „მშენებლობის პროექტების სახელმწიფო ექსპერტიზის მთავარი სამმართველოს“ მიწვეული ექსპერტი; 2010 წლიდან საქართველოს საინჟინრო აკადემიის „სტრატეგიული ობიექტების უსაფრთხოების საინჟინრო პრობლემების“ განყოფილების უფროსი; მონაწილეობდა არაერთი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი, ინფრასტრუქტურული და სპორტული დანიშნულების ობიექტის დამუშავებაში, მათ შორის: შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის, კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრისა და ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის შენობების რეკონსტრუქციის, ასევე ი. ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის შენობის რეკონსტრუქციისა და თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის რეკონსტრუქციის, საბავშვო გასართობი პარკის „ციცინათელა“-ს დაბა შეკვეთილში და ქ. ბათუმის დელფინარიუმის კონსტრუქციული ნაწილის; აგრეთვე საერთაშორისო სკოლის (QSI) შენობების ქალაქ თბილისში, ქ. ერევანში (სომხეთი), ქ. ბაქოში (აზერბაიჯანი) და ქ. ტირანაში (ალბანეთი), რაგბის სტადიონის დიდ დიღომში, ფეხბურთის სტადიონის ქ. ფოთში და სხვა; ავტორია 58 სამეცნიერო სტატიის, 3 სახელმძღვანელოს და 4 გამოგონების. მონაწილეობდა 10 სამეცნიერო კონფერენციაში.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- სამშენებლო ტექნიკური ექსპერტიზა : სახელმძღვ. სტუ-ს სამშენებლო სპეც. სტუდ. (ავტორი), თბ., ტექნ. უნ-ტი, 2009, გვ. 211 — ISBN: 9789941144523
- რღვევის მექანიკა : დამხმ. სახელმძღვ. (თანაავტორი), თბ., ტექნ. უნ-ტი, 2003, გვ. 100 — ISBN: 9992894423
ჯილდოები
რედაქტირება- ღირსების ორდენი
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2, თბ., 2021, გვ. 124-125