ლეონ მახარაძე

ქართველი გამომგონებელი, ინჟინერი და ელექტრომექანიკოსი
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ლეონ მახარაძე (დ. 3 აგვისტო, 1938, თბილისი — გ. 11 დეკემბერი, 2022) — ქართველი გამომგონებელი, ინჟინერი და ელექტრომექანიკოსი. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1985), პროფესორი (1986).

ლეონ მახარაძე
დაბადების თარიღი 3 აგვისტო, 1938
გარდაცვალების თარიღი 11 დეკემბერი, 2022
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა დროშა: სსრკ სსრკ
დროშა: საქართველო საქართველო
განათლება საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი, სამთოელექტრომექანიკა სპეციალობით. საქართველოს მეცნიერებათ აკადემიისს გრიგოლ წულუკიძის სამთო მექანიკის ინსტიტუტი.
პროფესია ტექნიკის მეცნიერების პროფესორი, გამომგონებელი, ინჟინერი, მეცნიერი, ელექტრომექანიკოსი, ლექტორი.
რელიგია მართმადიდებლური ქრისტიანობა

ბიოგრაფია

რედაქტირება

ლეონ მახარაძე დაიბადა, 3 აგვისტოს, 1938 წელს, ქალაქი თბილისიში და გარდაიცვალა 11 დეკემბერს, 2022 წელს. 1961 წელს, დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი, სპეციალობით სამთოელექტრომექანიკა,ასევე 19661968 წლებში, დაამთავრა საქართველოს მეცნიერებათ აკადემიისს გიორგი წულუკიძის სამთო მექანიკის ინსტიტუტი, და 19821985 წლებში სწავლობდა მოსკოვის სამთო ინსტიტუტში. 1962 წლიდან მუშაობა დაიწყო გ.წულუკიძის სახელობის სამთო ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობებზე: ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში. 19892012 წლებში მუშაობდა ტრანსპორტის სპეციალური სახეობების, საიმედოობის და დიაგნოსტიკის განყოფილების ხელმძღვანლად.[1] 2012 წლიდან - კომპლექსური მექანიზაციის ლაბორატორიის ხელმძღვანელიც იყო. ასევე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არპირანტი, 19631966 წლებში. ლეონ მახარაძე იყო სამთო მანქანების, მაღროს სტაციონალური დანადგარებიდა და ტრანსპორტის კათდრის დოცენტი 19741986 წლებში. 2012 წლიდან - კომპლექსური მექანიზაციის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. ლეონ მახარაძემ, ჩამოაყალიბა და განავითარა საპრობლემო სამეცნიერო მიმართულებები: მაგისტრალური და ტექნოლოგიური დანიშნულების მილსადენი ჰიდროსატრანსპორტო სისტემების გარდამავალი რეჟიმები და დაუმყარებელი პროცესები მათი წარმოქმნისა და განვითარების განსხვავებული პირობებისათვის. მრავალფაზიანი ჰიდროაერონარევების ჰიდროაეროდინამიკა, ჰიდრავლიკური დარტყმები მილსადენებში მრავალფაზიანი თხევადი მასების ტრანსპორტირებისას, ჰიდრავლიკური დარტყმების მადემპფირებული ეფექტური საშუალებების დამუშავება, მათი გაანგარიშების თეორია და კომპიუტერული პროგრამები, ეფექტიანობის დადგენა და ანალიზი; ცენტრიდანული ტუმბოების, მილსადენების, სამილსადენო არმატურის ჰიდროაბრაზიული ცვეთის თეორია. იდროაბრაზიული ცვეთის საწინააღდეგო ეფექტური ხერხების და საშუალებების დამუშავება და რეალიზების სფეროების დადგენა. მილსადენი ჰიდროსატრანსპორტო სისტემების საიმედოობის ამაღლებისა და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების ამაღლების ღონისძიების დამუშავება და რეალიზება. მაგისტრალური და ტექნოლოგიური დანიშნულების მილსადენი ჰიდროსატრანსპორტო სისტემების ტექნიკური დიაგნოსტიკა და რეაბილიტაციის ღონისძიებების დამუშავება. მის მიერ შესრულებული თეორიული კვლევის შედეგები შეტანილია "სითხის მექანიკის ენციკლოპედიაში", რომელიც გამოიცა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ლეონ მახარაძის ძირითადი მონაცემები სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ შეტანილია "სამთო მექანიკის ენციკლოპედია"-ში, რომელიც გამოიცა უკრაინაში 2008 წელს.

ჯილდოები

რედაქტირება

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლეონ_მახარაძე“-დან