ლელოვნის ეკლესია
ლელოვნის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელოვნის აღმოსავლეთით, 1,5 კილომეტრზე, ყარელაანთ ტყეში, მშრალი ხევის მარჯვენა ნაპირზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (9,1 x 6 მეტრი), ნაგებია ნატეხი ქვით. თითქმის მთლიანად დანგრეულია. შემორჩენილია აღმოსავლეთ კედელი აფსიდთან ერთად (სიმაღლე 2,8 მეტრი) და გვერდითი კედლების ნაწილი. ნახევარწრიულ აფსიდში, სარკმლის ორივე მხარეს, თითო მაღალი თაღოვანი ნიშია. ეკლესიას ორი შესასვლელი ჰქონია - სამხრეთით და დასავლეთით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბაქრაძე ზ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 389.