ლელა ქებურია

ქართველი პოლიტიკოსი

ლელა ქებურია (დ. 21 სექტემბერი, 1976, ზუგდიდი) — ქართველი პოლიტიკოსი და ფილოლოგი.

ლელა ქებურია
დაბადების თარიღი 21 ოქტომბერი, 1976 (1976-10-21) (47 წლის)
დაბადების ადგილი ზუგდიდი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თსუ
ეროვნება ქართველი
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (ყოფილი)
ევროპული საქართველო
საქმიანობა პოლიტიკოსი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1976 წლის 21 სექტემბერს ქალაქ ზუგდიდში. 1997 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1998-2012 წლებში იყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ზუგდიდის №2 საჯარო სკოლაში. 2012 წელს იყო ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. 2013 წლიდან — ზუგდიდის №2 საჯარო სკოლის უფროსი მასწავლებელი. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. 2017 წლის 27 მაისს გახდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი.

იყო საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება