ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ლეკა II ზოგუ (ალბ. Leka Zogu II), სრული სახელი — ლეკა ანვარ ზოგ რეზა ბაუდოუინ მსიზივე ზოგუ (ალბ. Leka Anwar Zog Reza Baudouin Msiziwe Zogu); დ. 26 მარტი, 1982, იოჰანესბურგი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) — ალბანეთის ტიტულარული მეფე 2011 წლის 30 ნოემბრიდან; ყოფილი მეფის, ლეკა I ზოგუს და სიუზან კალენ-ვარდის ერთადერთი ვაჟი.

ლეკა II ზოგუ
Leka Zogu II
ალბანეთის მეფე
მმართ. დასაწყისი: 30 ნოემბერი, 2011
მმართ. დასასრული: დღემდე
წინამორბედი: ლეკა I ზოგუ
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 26 მარტი, 1982 (1982-03-26) (42 წლის)
დაბ. ადგილი: იოჰანესბურგი
მეუღლე: ელია ზაჰარია
შვილები: ჯერალდინა ზოგუ
დინასტია: ზოგუ
მამა: ლეკა I ზოგუ
დედა: სიუზან კალენ-ვარდი
ხელმოწერა:
პრინცის გერბი

ამჟამად არის ალბანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩინოვნიკი. წარსულში მუშაობდა ალბანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ალბანეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

ლეკა I-ის გარდაცვალების შემდეგ ალბანელი მონარქისტები მეფედ მის შვილს, ლეკა II-ს მიიჩნევდენ. 2011 წლის 30 ნოემბერს პრინცმა მამამისის ადგილი დაიკავა. გახდა ერთგულების ორდენისა და სკანდერბეგის ორდენის მეთაური.

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

დაიბადა იოჰანესბურგში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა. მისი დაბადების დროს სამხრეთ აფრიკის მთავრობამ სამშობიარო განყოფილება ალბანეთის ტერიტორიად გამოაცხადა, რათა ლეკა ალბანეთის მიწაზე დაბადებულიყო. სახელი დაერქვა ბაბუის — ალბანეთის მეფის, ზოგუ I-ის, ირანის შაჰის — მოჰამედ რეზა ფეჰლევის და ბელგიის მეფის, ბოდუენ I-ის პატივსაცემად.

ლეკა არის ზოგუს სამეფო დინასტიის წარმომადგენელი და გეგების საგვარეულოს მემკვიდრე.

განათლება და საქმიანობა

რედაქტირება

საშუალო განათლება იოჰანესბურგის წმინდა პეტრეს კოლეჯში მიიღო. 2006 წლის დეკემბერში დაამთავრა სენდჰერსთის სამხედრო აკადემია (დიდი ბრიტანეთი), სადაც „აკადემიის საუკეთესო უცხოელი სტუდენტი“ გახდა. სწავლობდა პერუჯის უცხოელთა უნივერსიტეტში (იტალია). სწავლა დაასრულა ალბანეთის სკანდერბეგის სამხედრო აკადემიაში.

2003 წლის სექტემბერში პრინცი ამერიკული ჟურნალის, „Vanity Fair“-ის "Young and Royal"-ის გარეკანზე გამოსახეს.

2004 წლის აპრილში ზოგუმ თავისი გარდაცვლილი ბებიის, დედოფალ ჯერალდინას სახელით, მისი ჰუმანიტარული საქმიანობისთვის, დედა ტერეზას მედალი მიიღო.

მუშაობს ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან და მხარს უჭერს ჰუმანიტარული ძალისხმევის ფართო სპექტრს ალბანეთში. აცხადებს, რომ აქტიურად ემხრობა პროექტს „დაეხმარე საკუთარ თავს“, რომელიც ალბანეთის და კოსოვოს ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას ემსახურება. თანამშრობლობს ალბანურ გაზეთ „Sot“-თან.

პრინცი მხარს უჭერს კოსოვოს დამოუკიდებლობას და მჭიდრო კავშირები აქვს კოსოვოს ლიდერებთან. სწორედ მისი ხელმძღვანელობის ქვეშ ფუნქციონირებს სამეფო კოლეჯები „Iliria“ პრიშტინასა და ტირანაში.

მან დააარსა მამიმისის მიერ 2005 წელს შექმნილი ეროვნული განვითარების მოძრაობის ახალგაზრდული ფილიალი.

2007 წლის 21 აგვისტოს ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლულზიმ ბაშამ განაცხადა, რომ ლეკა მის სამინისტროში სახელმწიფო მოხელედ დაინიშნა. ორი წლის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიყვანეს. 2012 წელს, ალბანეთის პრეზიდენტად ბუიარ ნიშანის არჩევის შემდეგ, ზოგუ პრეზიდენტის პოლიტიკურ მრჩევლად დანიშნეს.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ცხოვრობს ქალაქ ტირანაში, საუბრობს ალბანურ და ინგლისურ ენებზე, ასევე, ცოტა ზულუს და იტალიურს. ჰყავს მოკრივე ძაღლი. უყვარს საბრძოლო ხელოვნება, ფრენბურთი და ცურვა. დაინტერესებულია ველური ბუნებით, მთამსვლელობით და მიზანში სროლით.

2010 წლის 10 მაისს პრინცი ალბანელ მსახიობსა და მომღერალზე, ელია ზაჰარიაზე დაინიშნა,[1] რომლის ოჯახსაც არისტოკრატული ფესვები აქვს. 2016 წლის 8 ოქტომბერს ტირანაში ქორწილი შედგა.[2] 2020 წლის 22 ოქტომბერს დაიბადა მათი ქალიშვილი ჯერალდინა.[3] 2024 წლის 17 იანვარს წყვილი განქორწინდა.[4][5]

ტიტულები

რედაქტირება
  • 1982 წლის 26 მარტი — 2011 წლის 30 ნოემბერი — მისი უმაღლესობა ალბანეთის მემკვიდრე პრინცი
  • 2011 წლის 30 ნოემბერი — დღემდე — მისი უდიდებულესობა ალბანელთა მეფე

საპატიო წოდებები და ჯილდოები

რედაქტირება
  • სკანდერბეგის ორდენი;
  • სიმამაცის ორდენი;
  • ქალაქ ბურელის საპატიო მოქალაქე (2012);
  • ქალაქ ბერდიცეს საპატიო მოქალაქე (2012).
დინასტიური ჯილდოები
  1. Помолвка кронпринца албанского Леки დაარქივებული 2016-09-11 საიტზე Wayback Machine. , 10 мая 2010 года, Станислав Павлов
  2. Wedding of Crown Prince Leka of Albania. The Royal Watcher (2016-10-08). ციტირების თარიღი: 2016-10-09.
  3. У Короля Албании Леки II родилась дочь | Газета "МОНАРХИСТ". ციტირების თარიღი: 2020-11-09.
  4. Royal Couple Announces Divorce After 8 Years of Marriage in Separate Statements. ციტირების თარიღი: 2024-01-20
  5. readJanuary 18, Reilly SullivanDigital Reporterless than 2 min; 2024 - 11:30am. (2024-01-17) Half-Australian Prince one of Europe’s most eligible bachelors. ციტირების თარიღი: 2024-01-20
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლეკა_II_ზოგუ“-დან