ლეილა უშანგის ასული ერაძე (დ. 14 თებერვალი, 1933, თბილისი, — გ. 5 თებერვალი, 1998, იქვე) — ქართველი მთარგმნელი, მწერალი და პოეტი.

დაიბადა ქალაქ თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1953 წელს. 1995-1998 წლებში იყო საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი აზერბაიჯანში, ატაშე კულტურის საკითხებში, საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრობისა და თანამშრომლობის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი. მუშაობდა, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში, საქართველოს ტელე-რადიო კომიტეტში, ჟურნალ „დილას“ რედაქციაში. იგი არის სამეცნიერო ნაშრომების, პოეტური და საბავშვო ლექსების კრებულების ავტორი.

ლეილა ერაძის ლექსები ნათარგმნია აზერბაიჯანულ, რუსულ, იტალიურ და სლოვაკურ ენებზე. მან თარგმნა და ცალკე წიგნებად გამოსცა აზერბაიჯანელ ავტორთა - სამედ ვურღუნის, ნაბი ხაზრის, ნარიმან ჰასანზადეს, ისმაილ შიხლის, მირზა იბრაჰიმოვის და სხვა ოცდაათზე მეტი პოეტური და პროზაული ნაწარმოებები, რომანები. უმთავრესად თარგმნიდა აზერბაიჯანელ მწერალთა ლექსებს და მოთხრობებს. 1957 წელს წიგნად გამოსცა პირველი ნათრგმნი „აზერბაიჯანული მოთხრობები“. დაჯილდოვდა პენკლუბის საერთაშორისო ლიტერატურული პრემიით 1995 წელს, ხოლო 1996 წელს რასულ რზას სახელობის პრემიით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება


რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება