ლევ ვლადიმიროვი
ლევ ალექსანდრეს ძე ვლადიმიროვი (დ. 23 დეკემბერი [ძვ. სტ. 10 დეკემბერი], 1903, ქ. ალექსანდროპოლი, ახლანდელი გიუმრი, სომხეთი, — გ. 10 იანვარი, 1989, თბილისი, საქართველო) — საბჭოთა გეოგრაფი. საქართველოს ჰიდროლოგიის ცნობილი მკვლევარი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი (1966). საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1976).
ლევ ვლადიმიროვი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 10 (23) დეკემბერი, 1903 |
დაბ. ადგილი | გიუმრი, ერევნის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდ. თარიღი | 10 იანვარი, 1989 (85 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია სსრკ |
საქმიანობა | გეოგრაფი |
ალმა-მატერი | სომხეთის სახელმწიფო პოლიტექნიკური უნივერსიტეტი |
განთქმული მოსწავლეები | გივი გიგინეიშვილი |
სამეცნიერო ხარისხი | გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი |
ჯილდოები | საქართველოს სახელმწიფო პრემია, საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე და ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია |
1931 წელს დაამთავრა ერევნის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1945–1958 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, 1958–1980 წლებში — ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, 1980–1989 წლებში — პროფესორ-კონსულტანტი. ვლადიმიროვმა დაამუშავა მთიანი მხარეების მდინარეთა ჩამონადენის, საზრდოობის, წყლის ბალანსის გაანგარიშებისა და ჰიდროლოგიური დარაიონების მეთოდები, მოგვცა საქართველოს კარსტული წყლების კლასიფიკაცია. აღსანიშნავია ვლადიმიროვის მეთოდური ხასიათის მონოგრაფიები: „საქართველოს მდინარეთა საშუალო ჩამონადენი“, „საქართველოს მდინარეთა საზრდოობა და ჩამონადენის შიგაწლიური განაწილება“ (1962, 1964).
საქართველოს ატლასის (1964) შედგენაში მონაწილეობისათვის მიენიჭა საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემია (1971). 1993 წელს, გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის პრემია. აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოებასთან.
თხზულებები
რედაქტირება- Питание рек и внутригодовое распределение речного стока на територии Грузии, тб., 1964;
- Водный баланс Большого Кавказа, Тб., 1970; Водный баланс Грузии, Тб., 1974.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 437.