ლევან ჩუბინიძე
ლევან ვარლამის ძე ჩუბინიძე (დ. 1 სექტემბერი, 1916, როდინაული, ზესტაფონის მუნიციპალიტეტი — გ. 19 ოქტომბერი, 1943, კიევი) — უფროსი ლეიტენანტი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე,საბჭოთა კავშირის გმირი (1943).
ლევან ჩუბინიძე | |
---|---|
დაბადების სახელი | ლევან ვარლამის ძე ჩუბინიძე |
დაბადების თარიღი |
1 სექტემბერი, 1916 როდინაული, ზესტაფონის მუნიციპალიტეტი |
გარდაცვალების თარიღი |
19 ოქტომბერი, 1943 კიევი |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | საქართველო |
მშობლები | მამა: ვარლამ ჩუბინიძე |
ჯილდოები |
ბიოგრაფია
რედაქტირებალევან ვარლამის ძე ჩუბინიძე დაიბადა 1916 წლის 1 სექტემბერს სოფელ როდინაულში. იგი იყო უფროსი ლეიტენანტი. 112-ე მსროლელი დივიზიის 385-ე პოლკის 1-ლი ბატალიონის მეთაური.
მოწინააღმდეგის ავიაციისა და არტილერიის ცეცხლქვეშ გადაიყვანა თავისი ბატალიონი მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე. პლაცდარმის გაფართოებისათვის ბრძოლაში ბატალიონმა მოსპო 160 მტრის ჯარისკაცი და ოფიცერი. წარმატებით მოიგერია მტრის 12 კონტრიერიში. 1943 წლის 17 ოქტომბერს მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მდინარე დნეპრის გადალახვისათვის წარმოებულ ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის.