ლევან თარხნიშვილი
ლევან თარხნიშვილი (დ. 1 სექტემბერი, 1971, თბილისი) — ქართველი ინჟინერი, პოლიტიკოსი, სოციოლოგი, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე 2007-2010 წლებში.[1][2]
ლევან თარხნიშვილი | |
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2007 – 2010 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
წინამორბედი | ალექსანდრე ღონღაძე (მ/შ) |
მემკვიდრე | ზურაბ ხარატიშვილი |
დაბადებული | 1 სექტემბერი, 1971 თბილისი |
მოქალაქეობა | სსრკ → საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
საქმიანობა | ინჟინერი, პოლიტიკოსი, სოციოლოგი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1992 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი სატყეო მეურნეობის ფაკულტეტი და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი სოციოლოგის კვალიფიკაციით. 1987-2012 წლებში მუშაობდა საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში; 1993-1999 წლებში ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში; 1995-1997 წლებში იყო UNDP და საქართველოს მთავრობის პროგრამა „რეფორმების მხარდამჭერი ჯგუფის“ უფროსი კონსულტანტი; 1997-1999 წლებში CASE-POLAND-ის მრჩეველი; 1999-2002 წლებში ევრაზიის ფონდის სამხრეთ კავკასიის თანამშრომლობის პროგრამის კორდინატორი; 2002-2007 წლებში კავკასიის კვლევების რესურსცენტრის დირექტორი; 2005-2006 წლებში ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელი; 2005-2013 წლებში მუშაობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტურანტურაში; 2005-2007 წლებში იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე; 2006-2009 წლებში ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტი პროფესორი; 2009-2013 წლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტი პროფესორი; 2010-2012 წლებში მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პრეზიდენტის მრჩევლად; 2013 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. 2015-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ლევან თარხნიშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ლევან თარხნიშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ცესკოს ახალი თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი გახდა. civil.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-13. ციტირების თარიღი: 14 იანვარი, 2019.
- ↑ ცსკ-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე თარხნიშვილი დასახელდა. civil.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-13. ციტირების თარიღი: 14 იანვარი, 2019.