ლევან ვარდოსანიძე (მოქანდაკე)

ლევან ნოდარის ძე ვარდოსანიძე (დ. 10 სექტემბერი, 1957, თბილისი) — ქართველი მოქანდაკე.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი (1982), მოსკოვის სახვითი ხელოვნების აკადემიასთან არსებული ქ. თბილისის შემოქმედებითი სახელოსნო (1986). მნიშვნელოვანი ნამუშევრებია: სოფიკო ჭიაურელის (2009, თბილისი, სიონის სკვერი), ნატო ვაჩნაძის (2017, თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი) და ოთარ მეღვინეთუხუცესის (2015, თბილისი, 9 აპრილის ბაღი) ძეგლები, ქანდაკება „დიჯეი“ (2011, თბილისი, ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორია), საქართველოს ოლიმპიურ ჩემპიონთა მემორიალი (2014, თბილისი, ივანე მაჩაბლის ქუჩა), ქანდაკებები „ბედნიერება“ (2019) და „თავისუფალი მოქალაქე“ (2021, ორივე — თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი) და სხვ. ვარდოსანიძეს ეკუთვნის აგრეთვე ნატო ვაჩნაძის, ნიკოლოზ შენგელაიას, სოფიკო ჭიაურელის, გურამ საღარაძის, მიხეილ ჭიაურელის, ვერიკო ანჯაფარიძის, იაკობ ტრიპოლსკის, ზეინაბ ბოცვაძის, თეიმურაზ ჩირგაძის მემორიალური დაფები. ვარდოსანიძის ნამუშევრები დაცულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კერძო კოლექციებსა და მუზეუმებში, მ. შ. საერთაშორისო ოლიმპიურ მუზეუმში (ლოზანა).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება