ლედ ზეპელინის 1969 წლის ევროპული ტურნე
1969 წელს ლედ ზეპელინმა მოაწყო ევროპული ტურნე. ტურნე დაიწყო 3 ოქტომბერს და დასრულდა 12 ოქტომბერს. პირველი საკონცერტო გამოსვლა გაიმართა ნიდერლანდებში, ხოლო უკანასკნელი ინგლისში. ევროპული ტურნეს ფარგლებში ლედ ზეპელინმა ერთი საკონცერტო გამოსვლა გამართა პარიზში. ტურნეს დასრულების შემდგომ, იმავე წელს, ჯგუფმა გამოუშვა მეორე სტუდიური ალბომი სახელწოდებით Led Zeppelin II.
ევროპა 1969 | ||||
---|---|---|---|---|
პოსტერი გაკეთდა ლონდონში. 1969 წლის ევროპული ტურნეს დროს | ||||
ტურნე, გამართული ლედ ზეპელინი მიერ | ||||
ჩატარების ადგილი | ევროპა | |||
დაწყების თარიღი | 3 ოქტომბერი, 1969 | |||
დასრულების თარიღი | 12 ოქტომბერი, 1969 | |||
კონცერტების რაოდენობა | 5 | |||
ლედ ზეპელინი კონცერტების ქრონოლოგია | ||||
|
სეტლისტი
რედაქტირებაევროპული ტურნეს ფარგლებში ჯგუფმა პირველად შეასრულა სიმღერები Heartbreaker და What Is and What Should Never Be, ეს სიმღერები ჯგუფის მეორე სტუდიურ ალბომში შევიდა. ამ ტურნირის ფარგლებში ჯონ პოლ ჯოუნსმა სიმღერები ორღანზე შეასრულა.
- Good Times Bad Times (ბონემი, ჯოუნსი, პეიჯი)
- Communication Breakdown (ბონემი, ჯოუნსი, პეიჯი)
- I Can't Quit You Baby (დიქსონი)
- Heartbreaker (ბონემი, პეიჯი, პლანტი)
- You Shook Me (დიქსონი, ლენუა)
- What Is and What Should Never Be (პეიჯი, პლანტი)
- Dazed and Confused (პეიჯი)
- How Many More Times (ბონემი, ჯოუნსი, პეიჯი)
ტურნეს გრაფიკი
რედაქტირება- 03/10/1969 Circus Theatre - სხევენინგენი, ნიდერლანდები
- 04/10/1969 De Doelen - როტერდამი, ნიდერლანდები
- 05/10/1969 კონცერტგებაუ - ამსტერდამი, ნიდერლანდები
- 10/10/1969 Olympia - პარიზი, საფრანგეთი
- 12/10/1969 Lyceum Ballroom - ლონდონი, ინგლისი