ლეგენდა მაძიებელზე (ეპიზოდების სია)
„ლეგენდა მაძიებელზე“ (ინგლ. Legend of the Seeker) — ფანტასტიკური ჟანრის სათავგადასავლო ტელესერიალი, რომელიც დაფუძნებულია ტერი გუდკაინდის წიგნების სერიაზე „ჭეშმარიტების მახვილი“
სერიალი ეთერში პირველად გავიდა 2008 წლის 1 ნოემბერს. მეორე სეზონი დასრულდა 2010 წლის 22 მაისს. რის შემდეგაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ სერიალი დაიხურა და მესამე სეზონი აღარ გამოვა.[1]. ამ ინფორმაციამ გამოიწვია პროტესტი სერიალის ფანებისა, რომლებმაც წამოიწყეს კამპანია ლოზუნგით „გადავარჩინოთ ჩვენი მაძიებელი“ (ინგლ. save our seeker) [2][3].
სეზონი | ეპიზოდი | გამოსვლის თარიღი | |
---|---|---|---|
სეზონის პრემიერა | სეზონის ფინალი | ||
1 | 22 | 1 ნოემბერი 2008 | 23 მაისი 2009 |
2 | 22 | 7 ნოემბერი 2009 | 22 მაისი 2010 |
ეპიზოდების სია
რედაქტირებაპირველი სეზონი (2008–2009)
რედაქტირებაპირველ სეზონში რიჩარდ საიფერი იგებს, რომ ის არის მაძიებელი და წინასწაემეტყველების მიხედვით მან უნდა დაამარცხოს ტირანი დარკენ რალი. ამ მისიის შესრულებაში მას ეხმარებიან აღმსარებელი კალან ამნელი და პირველი რანგის ჯადოქარი ზედიკუს ზულ ზორანდერი
# | სახელი | სცენარის ავტორი | რეჟისორი | გამოშვების თარიღი | # სულ | |
---|---|---|---|---|---|---|
1 | „წინასწარმეტყველება“ | ჯონ შიბანი კენ ბილერი სტივენ ტოლკინი |
მარკ ბისლი | 1 ნოემბერი, 2008 | 1 | |
კალან ამნელი თავის დასთან ერთად ცდილობს საზღვრის გადალახვას. მათ მოსდევენ დაჰარის მებრძოლები, რომელთაც დარკენ რალისგან დავალებული აქვთ ხელში ჩაიგდონ მაგიური წიგნი, რომელიც მას თავისი მმართველობის გაძლიერებაში დაეხმარება. კალანი იძულებულია მარტო განაგრძოს გზა, რადგან მის დას მძიმედ ჭრიან. ის ახერხებს საზღვრის გადალახვას, თუმცა დაჰარიანელები საზღვრის მეორე მხარესაც აგრძელებენ დევნას და ცდილობენ კალანის მოკვლას, მაგრამ მას ეხმარება ახალგაზრდა მეტყევე, სახელად რიჩარდ საიფერი. კალანი პოულობს ზედს და თხოვს აჩვენოს მაძიებელი. ამ დროს მათთან მიდის რიჩარდი და ზედი ამბობს, რომ სწორედ ისაა მაძიებელი, რომელმაც წინასწარმეტყველების თანახმად უნდა დაამარცხოს დარკენ რალი. დაჰარიანელი — ფეინი კლავს რიჩარდის მამას და იტაცებს წიგნს. | ||||||
2 | „ბედისწერა“ | კენ ბილერი ბარი სქოლნიკი |
მარკ ბისლი | 1 ნოემბერი 2008 | 2 | |
რიჩარდი ცდილობს ხელი შეუშალოს ფეინს, რომელიც აპირებს გადასცეს წიგნი დარკენ რალს. დარკენ რალი კი ამასობაში ცდილობს გაარღვიოს მაგიური ბარიერი, რომელიც ყოფს ვესტლანდიას შუამიწეთისგან. რიჩარდს ეხმარება მისი მეგობარი ჩეიზი, მაგრამ ფეინი იტაცებს ჩეიზის შვილს და შოულობს ქვას, რომლითაც შესაძლებელია ბარიერის გადალახვა. რიჩარდი ეწევა მას, კლავს და იბრუნებს წიგნს, მაგრამ ამ დროს დაჰარიანელები ახერხებენ ბარიერის გარღვევას და ცდილობენ მაძიებლის მოკვლას. რიჩარდი იძულებულია დაწვას წიგნი, რათა ის არ მოხვდეს დარკენ რალის ხელში. კალანი და რიჩარდი ერთად ამარცხებენ დაჰარიანელებს და ზედთან ერთან კვეთავენ საზღვარს. | ||||||
3 | „ჯილდო“ | ჩედ ფაივიში ჯეიმზ სტოტერო |
ჯესი უორნი | 8 ნოემბერი 2008 | 3 | |
დარკენ რალი აწესებს ჯილდოს მაძიებლის დაჭერაზე. რიჩარდს, კალანსა და ზედს თავს ესხმიან ჯილდოს ხელში ჩაგდების მსურველები. მათ აქვთ ჯადოსნური რუკა, რომელიც აჩვენებს რიჩარდის ადგილმდებარეობას. გოგო, სახელად ლილია, სთხოვს რიჩარდს დაეხმაროს მის ძმას, რომელსაც თავს დაესხა შადრინი (მითური არსება). რიჩარდი და კალანი მიყვებიან მას, ზედი კი ეძებს რუკის შემქმნელს. აღმოჩნდება, რომ ლილიამ მოატყუა ისინი და სინამდვილეში მისი ძმა დაჭერილი ჰყავთ დაჰარიანელებს. ზედი პოულობს კარტოგრაფს და აფრთხილებს, რომ მეტი აღარ დაამზადოს მაგიური რუკები მაძიებლის საპოვნელად. ლილია აპირებს გაცვალოს მაძიებელი თავის ძმაში, მაგრამ ზედი ბრუნდება და ეხმარება მას. რიჩარდი ათავისუფლებს ლილიას ძმას პატიმრობიდან. | ||||||
4 | „ბრენიდონი“ | ერინ მაჰერი კეი რეინდლი |
ჯონათან ბრო | 15 ნოემბერი 2008 | 4 | |
კალანი, როგორც აღმსარებელი, არჩევს მოსახლეობის კომფლიქტებს, ზედი ხვდება ძველ მეგობარს, რომელიც ამტკიცებს, რომ ზედი მისი შვილის მამაა. რიჩარდი მიდის სანადიროდ და შემთხვევით მოხვდება ბრენიდონში — ქალაქში, სადაც დაიბადა. ის ეხმარება ქალს, რომელსაც სიკვდილით დასჯას უპირებენ. ჯარისკაცები იცნობენ რა მაძიებელს, ცდილობენ მის შეპყრობას, მაგრამ რიჩარდი ახერხებს გაქცევას და ხვდება ქალს, რომელიც ამტკიცებს რომ მისი დედაა. იგი მალავს რიჩარდს თავის სახლში, მაგრამ მისი უმცროსი შვილი ატყობინებს დაჰარიანელებს. რიჩარდი ასწრებს გაქცევას, ქალს კი იჭერენ მაშინ, როდესაც საჯაროდ აცხადებს რომ მაძიებლის დედაა. რიჩარდი ამ ქალის შვილთან ერთად მოიფიქრებს გეგმას მის გასათავისუფლებლად. იგი ჩაბარდება, მაგრამ სწორედ მაშინ, როდესაც მის დასჯას აპირებენ, იგი თავს ესხმის დაჰარიანელებს. სწორედ ამ დროს მის დასახმარებლად მოდიან ზედი და კალანი. ზედის მოსვლისას ირკვევა, რომ ქალი, რომელიც თავს რიჩარდის დედად ასაღებდა, სინამდვილეში მხოლოდ იცნოდბა დედამისს, ხოლო მისმა ნამდვილმა დედამ დიდი ხნის წინ დატოვა ბრენიდონი. ზედი უმხელს კალანს რომ რიჩარდი მისი შვილიშვილია, მაგრამ უკრძალავს რიჩარდისთვის ამის თქმას. | ||||||
5 | „მსმენელი“ | სტივენ ტოლკინი | მარკ ბისლი | 22 ნოემბერი 2008 | 5 | |
რიჩარდი, კალანი და ზედი ხედავენ, როგორ ყიდულობენ დაჰარიანელები ბიჭს, რომელსაც ფიქრების წაკითხვა შეუძლია და გადაწყვეტივენ მის გათავისუფლებას. ზედი მაგიის დახმარებით იცვლის გარეგნობას და ატყუებს ჯარისკაცებს, რათა მათ დარკენ რალთან მიიყვანონ. რიჩარდი და კალანი კი ამასობაში აპარებენ ბავშვს. რემი (ასე ჰქვია ბავშვს) თავიდან არ ენდობა რიჩარდს და კალანს, მაგრამ შემდეგ რწმუნდება, რომ ისინი კარგი ადამიანები არიან. თავისი უნარის წყალობით რენი იგებს, რომ რიჩარდსა და კალანს უყვართ ერთმანეთი და თითოეულს ცალ-ცალკე ეუბნება ამის შესახებ. რენი მიყვება მამამისს. მან იცის, რომ იგი მის კვლავ გაყიდვას აპირებს, მაგრამ არ უნდა რიჩარდისა და კალანის საფრთხეში ჩაგდება. ზედს დაიჭერენ მას შემდეგ, რაც იგი ეხმარება ჯარისკაცს, რომელსაც სიკვდილით დასჯას უპირებდნენ. რიჩარდი და კალანი პოულობენ და ათავისუფლებენ მათ, რის შემდეგაც მიჰყავთ რენი სინათლის დებთან. | ||||||
6 | „ელექსირი“ | მაიკ სუსმანი | ჩარლი ჰასკელი | 29 ნოემბერი 2008 | 6 | |
რიჩარდი, კალანი და ზედი ეძებენ თავიანთ ცხენებს. ბარმენი რიჩარდს სასმელში უმატებს მაგიურ საშუალებას რომლის წყალობითაც იგი პოულობს ქურდს. ქურდი აღმოჩნდება ახალგაზრდა ბიჭი სახელად ჯეკი. ის აღიარებს რომ მათი ცხენები მიყიდა მაგიით მოვაჭრეებს. ირკვევა რომ ქალაქში მასობრივად ვაჭრობენ მაგიით. ზედი ცდილობს იპოვოს ჯადოქარი, რომელიც ამზადებს ამ მაგიას. აღმოჩნდება, რომ იგი ზედის ყოფილი მოსწავლეა. მისი დავალებით ზედს იტაცებენ. ის აპირებს წაართვას ზედს მისი მაგია, მაგრამ რიჩარდი და კალანი პოულობენ და ანთავისუფლებენ მას. | ||||||
7 | „პიროვნულობა“ | ჩედ ფაივიში ჯეიმზ სტოტერო |
გართ მაქსველი | 6 დეკემბერი 2008 | 7 | |
რიჩარდი, კალანი და ზედი აპირებან გაიტაცონ დემინა ნასა - დარკენ რალის მარჯვენა ხელი. ჯადოქარი შოტა აფრთხილებს რიჩარდს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და ურჩევს ხელი აიღოს ამ გეგმაზე, თუმცა რიჩარდი არ ითვალისწინებს მის რჩევას. შოტა ადებს ჯადოს რიჩარდს და ვაჭრის შვილს - გრიფს, რის შედეგადაც ნებისმიერი ვინც უყურებს რიჩარდს ხედავს გრიფს და პირიქით. კალანი და ზედი მიდიან გრიფთან ერთად, რიჩარდი კი იძულებულია, გრიფის საცოლეზე იქორწინოს. გზაში კალანი გრიფს (რომელიც რიჩარდი გონია) ეუბნება რომ მათი ერთად ყოფნა შეუძლებელია კალანის უნარის გამო. ისინი შედიან ნასას კარავში, სადაც პოულობენ დოკუმენტს, მაგრამ გრიფი ვერ ახერხებს მის წაკითხვას. კალანი ხვდება რომ ის რიჩარდი არ არის. მათ თავს ესხმიან ჯარისკაცები რომელთაც გრიფი მაძიებელი გონიათ და მის მიკვლას ცდილობენ. ამ დრომ მოდის ნამდვილი რიჩარდი და ეხმარება მას. რიჩარდი კითხულობს დოკუმენტს, საიდანაც ირკვევა რომ დარკენ რალი ეძებს ოდენის ზარდახშებს. ამ დროს კვლავ გამოჩნდება შოტა, რომელიც ამბობს რომ კალანი უღალატებს რიჩარდს | ||||||
8 | „დენნა“ | კენ ბილერი მაიკ სუსმანი |
მაიკლ ჰორსთი | 10 იანვარი 2009 | 8 | |
კალანი იმის შიშით რომ შოტას წინასწარმეტყველება შეიძლება ახდეს, გადაწყვეტს დატოვოს რიჩარდი და მიემართება სხვა აღმსარებლის საძებნელად. დარკენ რალი აგზავნის მორდ-სითს სახელად დენა რიჩარდის შესაპყრობად. მორდ-სითს შეუძლია მის წინააღმდეგ მიმართული მაგია უკან შეუბრუნოს მოწინააღმდეგეს. ამის გამო ზედი ვერ ახერხებს რიჩარდის დაცვს და მას იჭერენ. დენა აწამებს რიჩარდს რათა აიძულოს დაემორჩილოს დარკენ რალს. კალანი ამასობაში პოულობს თავის ნაცნობ აღმსარებელს და სთხოვს მაძიებლის მისიაში მონაწილეობას, მაგრამ იგებს რომ მან თავისი ძალით დაიმორჩილა სოფლის მთელი მოსახლეობა. ზედი ატყობინებს კალანს რომ რიჩარდი დაჭერილია. კალანი მიდის დენასთან მოსალაპრაკებლად, მაგრამ მას იჭერენ. დენა ცდილობს აიძულოს რიჩარდს კალანის მოკვლა, მაგრამ რიჩარდი კლავს დენას და კალანთან ერთად გარბის. მათი წასვლის შემდეგ სხვა მორდ-სითი აცოცხლებს დენას. | ||||||
9 | „მეთოჯინე“ | ნიკი პალუგა | მარკ ბისლი | 17 იანვარი 2009 | 9 | |
დარკენ რალი აპირებს იყიდოს ოდენის მესამე ზარდახშა დედოფალ მილენასგან. ზედი იგებს პრინცესა ვიოლეტას დაბადების დღე აქვს და თავს მეთოჯინედ ასაღებს. რიჩარდი და კალანი კი ამაშობაში ცდილობენ შეაფერხონ რალის წარგზავნილები და გებულობენ რომ დარკენ რალი პირადად აპირებს წამოსვლას. ზედი ათი წლის გოგონას - რეიჩელის და მზარეულ მარტას დახმარებით ახერხებს სასახლიდან ზარდახშის გამოტანას. რალი მათ დაჭერას ცდილობს, მაგრამ უშედეგოდ. განრისხებული დარკენ რალი კლავს დედოფალს. მარტა იშვილებს რეიჩელს. | ||||||
10 | „მსხვერპლი“ | ჩედ ფაივიში ჯეიმზ სტოტერო |
მაიკლ ჰორსთი | 24 იანვარი 2009 | 10 | |
რიჩარდი, კალანი და ზედი ხვდებიან აღმსარებელთა ჯგუფს, რომლებიც მიემართებიან კუნძულ ვალერიაზე დარკენ რალისგან დასამალად. კალანი იგებს რომ მისი და ცოცხალია. იგი თავს ასაღებს მორდ-სითად და აღწევს ციხეში იმ საბაბით, თითქოს მაძიებელი დააპატიმრა. ის და რიჩარდი ერთად ანთავისუფლებენ კალანის დას - დენის. აღმოჩნდება რომ დენი ორსულადაა. ის მშობიარობს და ჩენს ვაჟს. ტრადიციის მიხედვით მამაკაცი აღმსარებელი ითვლება ძალიან საშიშად და დაბადებიდთანავე უნდა მოკლან. რიჩარდი იცავს ბავშვს და არ ანებებს რიტუალის ჩატარების საშუალებას. დედა-აღმსარებელი - სერენა იმორჩილება ზედს და აპირებს ბავშვის მოკვლას. რიჩარდი, კალანი და დანარჩენი აღმსარებლები ცდილობენ ხელი შეუშალონ მას. დენის ქმარი შვილის გადასარჩენად კლავს სერენას. დენი ქმართან და შვილთან ერთად მიდის კუნძულ ვალერიაზე, დანარჩენი აღმსარებლები კი რჩებიან და დედა-აღმსარებლად ირჩევენ კალანს. | ||||||
11 | „აღსარება“ | ბარრი სქოლნიკი | გართ მაქსველი | 31 იანვარი 2009 | 11 | |
წინანაღმდეგობი მოძრაობის ორი წევრი გაურკვეველ ვითარებაში იღუპება. კონორი (მოძრაობის ლიდერი) დახმარებას კალანს სთხოვს. ზედი მიდის სახლში, რათა თავის ძმას გამოართვა გასაღები აკლდამისა სადაც ის აპირებს "ოდენის" დამალვას. რიჩარდი და კალანი მიდიან კონორთან, მაგრამ ის მოკლული ხვდებათ. ქურდი სახელად ნაილსი კალანთან აღიარებს რომ მან მოკლა კონორი. მას ჩამოახრჩობენ, მაგრამ მოგვიანებით ირკვევა რომ მკვლელობა მას არ ჩაუდენია. მალე ნაილსის დასაც კლავენ და რიჩარდი დარწმუნებულია რომ ეს მან ჩაიდინა. კონორის მეგობარი დეკლანი ამტკიცებს რომ დამნაშავე კონორის ცოლია, მაგრამ კალნი არკვევს რომ სინამდვილეში იგი მკვლელი და რომ მან მაგიის დახმარებით გადასცა თავისი მოგონებები ჯერ ნაილსს, შემდეგ რიჩარდს. ზედი აშორებს რიჩარდს მოგონებებს მკვლელობის შესახებ. | ||||||
12 | „შინ“ | სტივენ ტოლკინი | ჩარლი ჰასკელი | 21 თებერვალი 2009 | 12 | |
დარკენ რალი თავის ჯადოქარ გილერთან ერთად ახერხებს რიჩარდის მოჯადოებას. რიჩარდს ძინავს და ესიზმრება რომ კვლავ თავი ოჯახშია, ძმასა და მამასთან ერთად. დარკენ რალი ცდილობს აფიქრებინოს რიჩარდს თითქოს ყველაფერი რაც მას, კალანს და ზედს გადახდათ სიზმარი იყო და ათქმევინოს სად დამალა ოდენის ზარდახშა. ზედი და კალანი უშედეგოდ ცდილობენ რიჩარდის გაღვიძებას. კალანი ეუბნება რიჩარდს რომ უყვარს. სწორედ ამ დროს რიჩარდი ხედავს დარკენ რალს და მაშინვე იღვიძებს. | ||||||
13 | „აჩრდილი“ | ერინ მაჰერი კეი რინდლი |
ჯეფრი ქაუტფორნი | 28 თებერვალი 2009 | 13 | |
ზედს მიჰყავს რიჩარდი და კალანი წინა მაძიებლის, კირანის აკლდამაში, სადაც აპირებს ოდენის ზარდახშის დამალვას დარკენ რალისგან. მოულოდნელად აკლდამის კარი იკეტება, სარკოფაგი კი აღმოჩნდება ცარიელი. რიჩარდს გამოეცხადება კირანის აღმსარებელი - ვივიანი, რომელიც აჩვენებს მათ კირანის სამარხს. მას შემდეგ რაც ზედი მოხსნის კირანს ჯადოს რომელიც მის სულს იჭერდა, კირანი ჩასახლდება რიჩარდის სხეულში და აგდებს ზედს ოთახიდან. კირანი იძახებს ვივიანის სულს და ასახლებს კალანში. ზედი ხვდება ამფორტასს (კირანის ჯადოქარს) , რომელიც უყვება მას კირანისა და ვივიანის ისტორიას და ეხმარება კარის გაღებაში. ზედი აიძულებს კირანს და ვივიანს დატოვონ რიჩარდის და კალანის სხეულები. ზედი გადაწყეტს რომ აკლდამაა არ არის საკმარისად საიმედო ოდენის ზარდახშის შესანახად. | ||||||
14 | „ჰართლენდი“ | მაიკ სუსმანი | მარკ ბისლი | 7 მარტი 2009 | 14 | |
რიჩარდი და კალანი ტყეში ხვდებიან ჩეიზს, რომელიც ატყობინებს მათ რომ ჰართლენდი დაიპყრეს დ'ჰარიანელებმა. ისინი მიდიან ჰართლენდში და გებულობენ რომ ჯარისკაცები იტაცებენ ადამიანებს და ჭმევენ მათ გარებს. რიჩარდის ძმას თავიდან არ სძერა მისი, მაგრამ დარწმუნდება მის სიმართლეში და ეხმარება მას. კომენდანტი იგებს რომ მაძიებელი ქალაქშია და აპირებს გაანადგუროს ერთადერთი გასასვლელი მაგიურ ბარიერში, რათა მაძიებელმა ვერ შეძლოს შუამიწეთში დაბრუნება. რიჩარდი, კალანი, მაიკლი, ჩეიზი და ანნა (რიჩარდის მეგობარი) თავს ესხმიან დ'ჰარიანელებს. კალანი იმორჩილებს მათ მეთაურს. მაიკლი ბრძოლაში იღუპება. რიჩარდი, კალანი და ჩეიზი ბრუნდებიან შუამიწეთში. კომენდანტი ანადგურებს გასასვლელს და ატყობინებს დარკენ რალს რომ მაძიებელი დაიღუპა. | ||||||
15 | „გარდაქმნა“ | ჩედ ფაივიში ჯეიმზ სტოტერო |
ენდრიუ მერიფილდი | 14 მარტი 2009 | 15 | |
ჯადოქარი გილერი ცდილობს შექმნას აღმსარებელი და ატარებს ცდებს ტყვეებზე, მათ შორისაა ჩეიზის ცოლიც. რიჩარდი, კალანი და ჩეიზი ანთავისუფლებენ ტყვეებს. დარკენ რალი აპირებს პირადად შეამოწმოს გილერის ცდა. რიჩარდი და კალანი აპირებენ მის მოკვლას, მაგრამ აღმოჩნდება რომ გილერზე აღმსარებლის ძალა არ მოქმედებს და მათ შეიპყრობენ. გილერი ცდილობს წაართვას კალანს მისი ძალა და გადასცეს დარკენ რალს, რომელიც ამბობს რომ უპირველეს ყოვლისა ამ ძალას გამოიყენებს რიჩარდზე. კალანს ეწყება "კონდარი", ის იმორჩილებს რალის მსახურებს. დარკენ რალი იძულებულია გაიქცეს. ლაბორატორია ნადგურდება. რიჩარდი და კალანი იღებენ წერილს ზედისგან, სადაც იგი სთხოვს მათ შეხვედრას. | ||||||
16 | „Bloodline“ | ნიკოლ პალუგა | გართ მაქსველი | 21 მარტი 2009 | 16 | |
ზედმა მოათავსა ოდენის მესამე ზარდახშა ველზე სადაც ოდესღაც ჯადოქართა ომი მოხდა. მან შემოავლო ამ ადგილს მაგიური ბარიერები რათა დარკენ რალმა ვერ შეძლოს მისი ხელში ჩაგდება. დარკენ რალი ავალებს დენას გაიტაცოს გოგო სახელად ჯენსენი, რომელზეც არ მოქმედებს არანაირი მაგია. რიჩარდი ზედი და კალანი ანთავისუფლებენ ჯენსენს, თუმცა დენა იტაცებს მის დედას. ჯენსენი ეუბნება რიჩარდს რომ მისი დაა, გატაცებული ქალი კი დედამისია. ზედი ადასტურებს მის ნათქვამს და აღიარებს რომ მათი ბაბუაა. რიჩარდი ცდილობს დენასთან მოლაპალაკებას და პირდება რომ მისცემს მესამე ზარდახშას თუ სანაცვლოდ ის დაეხმარება პირველი ორის მოპარვაში. დენა თანხმდება და აძლევს სასახლის გეგმას. ჯენსენი შეიპარება სასახლეში და იპარავს ზარდახშებს. დენა კლავს რიჩარდის დედას და ცდილობს მის მოკვლას, მაგრამ რიჩარდი ასწრებს შეაერთოს სამივე ზარდახშა ერთად, იძენს მაგიურ ძალას და აიძულებს ჯარისკაცებს იარაღის დაყრას. ის უბრძანებს კალანს სასიკვდილოდ სცემოს დენა და აიძულებს ჯარისკაცებს ერთმანეთის დახოცვას. როდესაც ჯენსენი ხედავს თუ როგორ იმოქმედა მაგიამ რიჩარდზე, ის შლის ოდენის ზარდახშებს. მათგან ორი მიაქვს ჯენსენს, ხოლო ერთს ინახავს ზედი. | ||||||
17 | „სიცრუე“ | რაფ გრინ | კრის მარტინ-ჯონსი | 28 მარტი 2009 | 17 | |
რიჩარდი და კალანი გებულობენ რომ დარკენ რალმა შექმნა ახალი იარაღი რომლითაც გაანადგურა რამდენიმე სოფელი. ისინი ხვდებიან გადარჩენილების ჯგუფს და მათთან ერთად ცდილობენ გაარკვიონ სად ინახება ეს ახალი იარაღი. რიჩარდი სხვისი სახელით აღწევს დ'ჰარიანელთა რაზმში და იგებს რომ რომელი გზით მოაქვთ იარაღის ახალი პარტია. მისი თანამებძოლები ხელში იგდებენ იარაღს. კალანი იგებს რომ ისინი აპირებენ ეს იარაღი გამოიყენონ იმ სოფლების წინააღმდეგ, რომელთა მოსახლეობა დარკენ რალს ემხრობა. კალანი ამის შესახებ აფრთხილებს რიჩარდს, ისინი ერთად ახერხებენ მათ შეჩერებას და ანადგურებენ იარაღს. | ||||||
18 | „სარკე“ | მაიკლ შიტერი | ჯონათან ბრო | 25 აპრილი 2009 | 18 | |
ქურდები კლერი და ფრიცი ჯადოსნური სარკის გამოყენებით თავს რიჩარდად და კალანად ასაღებენ და მათ სახელს იყენებენ მოსახლეობის გასაძარცვად. ისინი იპარავენ ჭეშმარიტების მახვილს. მათი თანამზრახველი - გვილდერი, რომელიც თავს ასაღებს დ'ჰარიანელ კაპიტნად იჭერს მათ და ცდილობს მაძიებლის დაჭერაზე გამოცხადებული ჯილდოს მიღებას. ისინი გარბიან ციხიდან და გადაეყრებიან ზედს, რომელიც უცბად ხვდება რომ ისინი თაღლითები არიან. ამასობაში გვილდერის საყვარელი ბიანკა ატყუებს რიჩარდს და კალანს და მათ იჭერენ. ზედი იყენებს სარკეს რათა დაემგვანოს ბიანკას და გამოიხსნის მეგობრებს ციხიდან. | ||||||
19 | „წყევლა“ | ჩედ ფაივიში ჯეიმზ სტოტერო |
მარკ ბისლი | 2 მაისი 2009 | 19 | |
მაძიებლის მოკავშირე მეფე გრეგორი დარკენ რალის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას სთხოვს შოტას. შოტა დადადებს მას ჯადოს, რომლის გამოც იგი ყოველ ღამე იქცევა კელტროპად- სისხლისმსმელ ურჩხულად. დ'ჰარიანელები უკან იხევენ, კელტროპი კი იწყებს უდანაშაულო ხალხის დახოცვას. შოტა უარს ამბობს ჯადოს მოხსნაზე და ამტკიცებს რომ ეს დარკენ რალისგან თავდაცვის ერთადერთი საშუალებაა. მაძიებელი კლავს კელტროპს და ტახტს იკავებს პრინცესა კორა. დ'ჰარიანელები როგორც კი იგებენ რომ კელტროპი მკვდარია, მაშინვე შეტევაზე გადმოდიან და იჭერენ მაძიებელს. ირკვევა რომ პრინცესა კორამ მამისგან მემკვიდრეობით სამეფო ტახტის გარდა კელტროპიც მიიღო. ზედი და შოტა მაგიის გამოყენებით იწვევენ მზის დაბნელებას, რითიც ანთავისუფლებენ კელტროპს. დ'ჰარიანელები გარბიან. ზედი შოტასგან იგებს რომ არსებობს "ჩრდილების წიგნის" ასლი. | ||||||
20 | „Sanctuary“ | მაიკ სუსმანი | გართ მაქსველი | 9 მაისი 2002 | 20 | |
ზედი, კალანი და რიჩარდი მიდიან ბიბლიოთეკაში, სადაც "ჩრდილების წიგნის" ასლია დამალული. წიგნის არსებობის შესახებ იგებს დარკენ რალიც და ისიც მიემართება ბიბლიოთეკაში. ამ ქალაქში მცხივრები მხატვარი იყენებს მაგიას რათა გადაიტანოს თავის სურათში ბიბლიოთეკა, შიგნით მყოფ ზედდთან ერთად. მას ასევე გადაყავს სურათში რიჩარდი, კალანი და ბოლოს საკუთარი თავი. წიგნს პოულობენ, მაგრამ მხატვარს არ სურს მათი გაშვება, რადგან თვლის რომ ისინი აქ უსაფთხოდ იქნებიან. დარკენ რალი პოულობს სურათს და წვავს მას. მხატვარი ასწრებს და გამოყავს სურათიდან ყველა, საკუთარი თავის გარდა. | ||||||
21 | „ციებ-ცხელება“ | ნიკი პალუგა | მჯონათან ბრო | 16 მაისი 2009 | 21 | |
დარკენ რალი პოულობს ჯენსენს და ცდილობს წაართვას ოდენის ზარდახშები, მაგრამ ჯენსენი ასწრებს მათ დამალვას. ჯარისკაცები სასტიკად სცებენ მას რის შედეგადაც იგი კარგავს მეხსიერებას. დარკენ რალი ცდილობს გამოიყენოს ეს და განაწყოს ჯენსენი რიჩარდის წინააღმდეგ. ამასობაში ზედი მკურნალობს სოფლის მოსახხლეობას. რიჩარდთან შეხვედრისას ჯენსენს უბრუნდება მეხსიერება. | ||||||
22 | „საზღაური“ | კენ ბილერი სტივენ ტოლკინი |
მაიკლ ჰორსთი | 23 მაისი 2009 | 22 | |
რიჩარდი აპირებს შეაერთოს ოდენის ზარდახშები, ამავდროულად კალანი მოქმედებს მასზე თავისი ძალით. მათ თავს დაესხმებიან დარკენ რალის გამოგზავნილი მორდ-სითები. როდესაც მათი წინამძღოლი კარა შეახებს რიჩარდს ეიჯილს, ხდება მაგიური აფეთქება. რიჩარდი და კარა აღმოჩნდებიან 58 წლით მომავალში. ზედს კლავენ, კალანი კი აღმოჩნდება დარკენ რალის ტყვეობაში. ის შოტასგან იგებს რომ რიჩარდი მომავალშია და რომ უკან დასაბრუნებლად მას სჭირდება შეკრიბოს ერთად სამივე მაგია: ოდენი, აღმსარებელი და მორდ-სითი. კალანი თანხმდება გახდეს დარკენ რალი ცოლი და აჩენს მისგან შვილს იმ იმედით რომ მისი შვილი დაეხმარება რიჩარდს დაბრუნდეს თავის დროში. მას უჩნდება ვაჟი, რომელიც ხდება სასტიკი ტირანი და ხოცავს საკუთარ მშობლებს. მომავალში კარა და რიჩარდი გადაწყვეტენ მის მოკვლას. მათ ხვდება შოტა და უხსნის ტუ როგორ შეუძლიათ უკან დაბრუნება. ისინი ახერხებენ უკან დაბრუნებას. კარა, რომელმაც ნახა თუ რა შეიძლება მოყვეს დარკენ რალის მმართველობას, გადაწყეტს დაეხმაროს რიჩარდს. დარკენ რალი იღუპება როდესაც შლის ოდენის ზარდახშებს ჭეშმარიტების მახვილით.
წინასწარმეტყველება შესრულდა. | ||||||
მეორე სეზონი (2009–2010)
რედაქტირებამაძიებელმა დაამარცხა დარკენ რალი, თუმცა მას ახალი მტერი გამოუჩნდა ქვესკნელის მბრძანებლის სახით. მის დასამარცხებლად მაძიებელმა უნდა იპოვოს "ცრემლების ქვა".
მეორე სეზონში მაძიებლის გუნდს უერთდება კარა - მორდ-სითი, რომელიც მანამდე დარკენ რალს ემსახურებოდა.
სქოლიოს სია
რედაქტირება- ↑ Ausiello, Michael; Patrick, Andy. Exclusive: 'Legend of the Seeker' canceled. 'The Ausiello Files, (April 26, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 22, 2012. ციტირების თარიღი: April 29, 2010.
- ↑ LEGEND OF THE SEEKER Fans to Buy a "Thank You/Please Reconsider" Ad in a Trade Publication| TheTorchOnline.com
- ↑ The Renewal Warwagon. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-27. ციტირების თარიღი: 2013-01-19.