ლგბტ უფლებები ყირგიზეთში
ლგბტ უფლებები ყირგიზეთში — ყირგიზეთში ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) პირები ისეთ იურიდიულ გამოწვევებს განიცდიან, რომლებსაც არ განიცდიან ჰეტეროსექსუალი მაცხოვრებლები. ყირგიზეთში კანონიერია როგორც მამრობით, ასევე ქალ, ერთნაირსქესიანთა სქესობრივი აქტივობა, მაგრამ ერთნაირსქესიან წყვილებს და ოჯახებს არ აქვთ უფლება მიიღონ იგივე სამართლებრივი დაცვა, როგორც საწინააღმდეგო სქესის დაქორწინებულ წყვილებს. ლგბტ ადამიანები ქვეყანაში ხშირად განიცდიან დისკრიმინაციას და შევიწროებას. ჰომოფობია ყირგიზეთში ფართოდ არის გავრცელებული და მას ხშირად თან ახლავს ძალადობა. ყირგიზეთი აღწერილია, როგორც მტრული გარემო, როდესაც საქმე ეხება ლგბტ უფლებებს. [1]
ყირგიზეთში ლეგალურია როგორც მამრობით, ასევე ქალ ერთნაირსქესიანთა სექსუალური აქტივობა, მაგრამ 2016 წლიდან კონსტიტუციაში ერთნაირსქესიანთა ქორწინება არ არის აღიარებული და აშკარად აკრძალულიც კი არის. ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანები კვლავ აწყდებიან არასათანადო მოპყრობას, გამოძალვასა და დისკრიმინაციას სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორების მხრიდან. [2]
სხვადასხვა ნაციონალისტური ჯგუფი 2019 წლის დემონსტრაციების დროს დაემუქრა ლგბტ ჯგუფებს. პარლამენტის რამდენიმე წევრმა გამოხატა ზიზღი ერთნაირსქესიანი წყვილების მიმართ: ერთმა წევრმა თქვა, რომ ლგბტ ადამიანები „არა მხოლოდ წყევლას, არამედ ცემასაც იმსახურებენ“. [2]
ტრანსგენდერებს უფლება აქვთ შეიცვალონ სქესი ყირგიზეთში, მაგრამ ამისათვის მათ სჭირდებათ სქესის შეცვლის ოპერაციის გაკეთება. პირველი ასეთი ოპერაცია ჩატარდა ბიშკეკში 2014 წლის იანვარში. [3] ლგბტ ადამიანებს სამხედრო სამსახურში ღიად მსახურობის უფლება არ აქვთ.
კანონი ერთნაირსქესიანთა სექსუალური აქტივობის შესახებ
რედაქტირებაყირგიზეთში 1998 წლიდან კანონიერია სექსუალური ქმედებები ერთი და იმავე სქესის პირებს შორის.
ერთნაირსქესიანთა ურთიერთობების აღიარება
რედაქტირებაყირგიზეთი არ ცნობს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას ან სამოქალაქო კავშირებს, თუმცა სექსუალური აქტივობა ლეგალურია.
2016 წლიდან ყირგიზეთის კონსტიტუციამ მკაფიოდ აკრძალა ერთნაირსქესიანთა ქორწინება. [4]
გენდერული იდენტობა და გამოხატვა
რედაქტირებატრანსგენდერებს უფლება აქვთ შეიცვალონ სქესი ლეგალურად ყირგიზეთში, მაგრამ მათ სჭირდებათ სქესის შეცვლის ოპერაციის გაკეთება. პირველი ასეთი ოპერაცია ჩატარდა ბიშკეკში 2014 წლის იანვარში. [5]
საცხოვრებელი პირობები
რედაქტირებაყირგიზეთის საზოგადოება სოციალურად კონსერვატულია. ჰომოსექსუალობა განიხილება, როგორც ამორალური ან არასასურველი. შედეგად, ლგბტ ადამიანები გრძნობენ, რომ საჭიროა იმოქმედონ სიფრთხილით და საიდუმლოდ დაიცვან თავიანთი სექსუალური ორიენტაცია. ყირგიზეთის ინდიგოს, ადგილობრივი ლგბტ ადვოკატირების ჯგუფის, 2017 წელს ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ლგბტ ყირგიზთა 84% განიცდიდა ფიზიკურ და 35% სექსუალურ ძალადობას.
2010-იან წლებამდე, ლგბტ უფლებების უცოდინარობამ გარკვეულწილად „ლიბერალური“ სცენარი და უსაფრთხო თავშესაფარი შექმნა ლგბტ ადამიანებისთვის, განსაკუთრებით დედაქალაქ ბიშკეკში . 2014 წელს, მთავრობამ დაიწყო სამართლებრივი რეფორმების სერია, მათ შორის „ანტიგეი პროპაგანდისტული კანონი“. ამან გამოიწვია ლგბტ საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოქცევა და ლგბტ ადამიანებზე თავდასხმების დაახლოებით 300% -იანი ზრდა. [6]
ბიშკეკის ერთადერთი გეი ბარი, ლონდონი, 2017 წელს უნდა დახურულიყო. [4]
2018 წლის ანგარიშების თანახმად, პოლიციის ოფიციალური პირები აშანტაჟებენ ლგბტ ადამიანებს სოციალურ მედიასა და გაცნობის საიტებზე. არსებობს მუქარისა და თანხის გამოძალვის შემთხვევები. [1]
გამოხატვის თავისუფლება
რედაქტირება2014 წელს პარლამენტში შეიტანეს კანონპროექტი გამოხატვის კრიმინალიზაციის შესახებ, რომელიც ქმნის „პოზიტიურ დამოკიდებულებას არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების მიმართ, მედიის ან ინფორმაციისა და სატელეკომუნიკაციო ქსელების გამოყენებით“. [7] 15 ოქტომბერს, კანონპროექტი პირველი მოსმენით, 79-7 ხმით მიიღეს. მას ფართო საერთაშორისო წინააღმდეგობა მოჰყვა და რამდენჯერმე გადაიდო. 2016 წელს მეორე მოსმენის ეტაპი გადალახა. ახლა ის ელოდება მესამე საბოლოო მოსმენით. [6]
შემაჯამებელი ცხრილი
რედაქტირებაერთნაირსქესიანთა სექსუალური აქტივობა ლეგალურია | (1988 წლიდან) |
სექსუალური ცხოვრების დაწყების ასაკი | (1988 წლიდან) |
ანტიდისკრიმინაციული კანონები მხოლოდ დასაქმების დროს | |
ანტიდისკრიმინაციული კანონები საქონლისა და მომსახურების მიწოდებაში | |
ანტიდისკრიმინაციული კანონები ყველა სხვა სფეროში (მათ შორის, არაპირდაპირი დისკრიმინაცია, სიძულვილის ენა) | |
ერთნაირსქესიანთა ქორწინება | |
ერთნაირსქესიანი წყვილების აღიარება | |
შვილად აყვანა ერთნაირსქესიანი წყვილების მიერ | |
ერთნაირსქესიანი წყვილების მიერ ერთობლივად შვილის აყვანა | |
ლგბტ ადამიანებს სამხედრო სამსახურში ღიად მსახურობის უფლება აქვთ | |
სქესის შეცვლის იურიდიული უფლება | (ქირურგიული ოპერაციის შემდეგ) |
ლესბოსელების IVF-ზე წვდომა | |
კომერციული სუროგაცია გეი მამაკაცი წყვილებისთვის | |
მსმ-ებს სისხლის დონაციის უფლება აქვთ |
აგრეთვე იხილეთ
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Exclusive: Police are ‘blackmailing gay and bisexual men’ in Kyrgyzstan
- ↑ 2.0 2.1 Kyrgyzstan, events of 2019.
- ↑ First Kyrgyz Sex-Change Surgery A 'Success'.
- ↑ 4.0 4.1 Curtain Falls On Bishkek's Lone LGBT Club Amid Worsening Atmosphere
- ↑ First Kyrgyz Sex-Change Surgery A 'Success'
- ↑ 6.0 6.1 Katie Arnold. (19 October 2017) 'All of us will be victims at some point': why Bishkek's only gay club closed. The Guardian.
- ↑ Kyrgyzstan Considers 'Gay Propaganda' Ban