ჟოგორკუ-კენეში
ჟოგორკუ-კენეში (ყირგ. Жогорку Кеңеш, უზენაესი საბჭო) — ყირგიზეთის საკანონმდებლო ორგანო.
ჟოგორკუ-კენეში | |
---|---|
ტიპი | |
ორგანოს ტიპი | ერთპალატიანი |
ხელმძღვანელები | |
სპიკერი | ტალანტ მამიტოვი |
ოპოზიციის ლიდერი |
ფელიქს ყულოვი, არ-ნამისი 2011-დან |
სტრუქტურა | |
წევრები | 120 დეპუტატი |
პოლიტიკური ჯგუფები |
ათა-ჟურტი (28)
სდპ (26)
არ-ნამისი (25)
რესპუბლიკა (23)
ათა-მეკენი (18) |
არჩევნები | |
ბოლო არჩევნები | 4 ოქტომბერი, 2015 |
სხდომების ადგილი | |
საიტი | |
www.kenesh.kg |
პირველ ჟოგორკუ-კენეშად ითვლება ყირგიზეთის სსრ-ის მე-12 მოწვევის უზენაესი საბჭო. მას არ გააჩნია მოწვევის რიგითობა და უბრალოდ მოიხსენიებენ როგორც „ლეგენდარული პარლამენტი“[1].
1995-2000 წლებში ჟოგორკუ-კენეში შედგებოდა ორი პალატისაგან: საკანონმდებლო კრება (60 დეპუტატი) და სახალხო წარმომადგენელთა კრება (45 დეპუტატი). დეპუტატებს ირჩევდნენ მაჟორიტარული სისტემის საფუძვლზე. 2005 წელს პარლამენტი გახდა ერთპალატიანი და მისი წევრების რაოდენობა შემცირდა 75-მდე. ყველას ირჩევდნენ კვლავ მაჟორიტარული წესით. 2010 წლის კონსტიტუციის მიხედვით პარლამენტის წევრთა რაოდენობა გაიზარდა 120-მდე, რომელთაც ირჩევდნენ 5 წლის ვადით პარტიული სიების მიხედვით.