ლაჰორის ტერაქტი (2016)
ლაჰორის ტერაქტი — 2016 წლის 27 მარტს გულშან-ი-იქბალის პარკის მთავარ შასასვლელთან მომხდარი ტერაქტი, სადაც არანაკლებ 73 ადამიანი დაიღუპა და 340-ზე მეტი დაშავდა. ტერაქტი ჩაიდინა თვითმკვლელმა ტერორისტმა პაკისტანის ერთ-ერთ უდიდეს პარკში.[3][4] ტერაქტის მიზანი იყო პაკისტანელი ქრისტიანები, რომლებიც აღნიშნავდნენ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. დაზარალებულების უმრავლესობას შეადგენენ ქალები და ბავშვები.[5] პასუხისმგებლობა თავდასხმაზე აიღო ტერორისტულმა ორგანიზაციამ ჯამაათ-ულ-აჰრარიმ, რომელიც შედის პაკისტანის თალიბანის დაჯგუფებაში.
ლაჰორის ტერაქტი (2016) ინგლ. 2016 Lahore suicide bombing | |
---|---|
პარკის რუკა, სადაც ტერაქტი მოხდა | |
ინფორმაცია ტერაქტზე | |
მდებარეობა |
31°30′59″N 74°17′25″E / 31.51625° ჩ. გ. 74.29032° ა. გ.ლაჰორი პაკისტანი |
თარიღი |
27 მარტი, 2016 18:30 (UTC+05:00) |
სამიზნე | ქრისტიანი სამოქალაქო პირები |
თავდასხმის ტიპი | თვითმკვლელი ტერორისტი |
თავდასხმის იარაღები | შაჰიდის ქამარი |
მსხვერპლი | 73 (აქედან 29 ბავშვი)[1] |
დაშავდა | 340 (უმეტესობის მდგომარეობა კრიტიკულია)[2] |
თავდამსხმელები | ტერორისტული ორგანიზაცია ჯამაათ-ულ-აჰრარი |
ისტორია
რედაქტირებაპაკისტანის თალიბანი მუშაობს, როგორც ქოლგა სხვადასხვა ისლამისტური ორგანიზაციების დაჯგუფებებისთვის. მათი თავდასხმის აქტიური სამიზნე არის რელიგიური უმცირესობები. ქრისტიანები, რომლებიც შეადგენენ პაკისტანის მოსახლეობის 2%-ს, ხშირად არიან ტერორისტების სამიზნე.[5]
2013 წლის ტერაქტის დროს დაიღუპა 75 ადამიანი.[6][7] 2015 წლის მარტის ტერაქტის დროს, რომელიც მოხდა ლაჰორის ეკლესიაში დაიღუპა 15 ადამიანი.[8] პასუხისმგებლობა ტერაქტზე თალიბანმა აიღო და გააფრთხილა მომდევნო ტერაქტების შესახებ.[8]
პაკისტანის თალიბანის ერთ-ერთ ფრაქციას წარმოადგენს სეპარატისტული ორგანიზაცია ჯამაათ-ულ-აჰრარი, რომელიც გაერთიანდა 2015 წლის მარტში.[5][9][10] ასევე ჯამაათ-ულ-აჰრარიმ განახორციელა 2014 წლის ნოემბერში ვაგაჰის სასაზღვროზე თავდასხმა, სადაც 60-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა.[11]
რეაქციები
რედაქტირებასაერთაშორისო
რედაქტირება- გაერო: გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნმა დაგმო თავდასხმა და მოუწოდა ისლამაბადს დაიცვას რელიგიური უმცირესობები.[12]
- ავსტრალია: ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯულია ბიშოპმა გაავრცელა განცხადება, სადაც დაგმო თავდასხმა.[13]
- ინდოეთი: ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ გამოხატა მწუხარება ტერაქტის გამო და სოლიდარობა გამოუცხადა პაკისტანელ ხალხს.[13]
- რუმინეთი: რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა გაავრცელა განცხადება, სადაც გამოხატა მწუხარება და დაგმო ტერაქტი.[14]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Carnage on Easter Sunday. The Express Tribune (28 March 2016). ციტირების თარიღი: 28 March 2016.
- ↑ Nation in mourning after suicide blast in Lahore kills 72, including 29 children. The Express Tribune (27 March 2016). ციტირების თარიღი: 28 March 2016.
- ↑ Suicide blast kills at least 72 in Lahore park. The Express Tribune (27 March 2016).
- ↑ „72 killed, over 300 injured in Lahore suicide blast“. The News. 27 March 2016. ციტირების თარიღი: 27 March 2016.
- ↑ 5.0 5.1 5.2 Los Angeles Times. (27 March 2016) Taliban says it targeted Christians in a park on Easter Sunday, killing 65. latimes.com.
- ↑ Orders fresh probe into church attack SC rues poor investigation in sensitive cases | Newspaper. Dawn.Com (2010-12-24). ციტირების თარიღი: 2013-02-18.
- ↑ New York Times: "Suicide Attack at Christian Church in Pakistan Kills Dozens" by ISMAIL KHAN and SALMAN MASOOD 22 September 2013
- ↑ 8.0 8.1 Raja, Adeel; Shah, Zahir; Mullen, Jethro. „In Pakistan, Taliban's Easter bombing targets Christians; 67 people killed“. CNN. ციტირების თარიღი: 28 March 2016.
- ↑ „Pakistan Taliban faction announce split, new leader“. Agence France-Presse. 4 September 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ნოემბერი 2014. ციტირების თარიღი: 11 November 2014.
- ↑ „Pakistani splinter group rejoins Taliban amid fears of isolation“. Reuters. 12 March 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 დეკემბერი 2018. ციტირების თარიღი: 13 March 2015.
- ↑ Farooq, Umar; Shah, Zahir; Riaz, Wasim. „TTP splinter groups claim Wagah attack; 60 dead“. ციტირების თარიღი: 19 March 2015. ციტატა: „At least 60 people were killed on Sunday in a blast near the Wagah border, the responsibility of which was claimed separately by the outlawed Jundullah and TTP-affiliated Jamaat-ul-Ahrar outfits“
- ↑ Manila Bulletin. Pakistan suicide blast targeted Christians: Taliban. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-14. ციტირების თარიღი: 2016-03-28.
- ↑ 13.0 13.1 13.2 Sophia Saifi, CNN. (27 March 2016) Pakistan bombing: Taliban targets Christians, kills 69 - CNN.com. CNN.
- ↑ Ana Maria Lazăr. (28 March 2016) Iohannis, despre atentatele din Pakistan: Sunt revoltat de acest act de cruzime.