ლაჰემაის ეროვნული პარკი
ეროვნული პარკი ჩრდილოეთ ესტონეთში
(გადამისამართდა გვერდიდან ლაჰემაას ეროვნული პარკი)
ლაჰემაა — ეროვნული პარკი ჩრდილოეთ ესტონეთში, დედაქალაქ ტალინიდან 70 კმ-ით აღმოსავლეთით. მოიცავს 725 კმ² ტერიტორიას. შეიქმნა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, 1971 წელს. ფართობის მხრივ უდიდესია ესტონეთში და ერთ-ერთი უდიდესი ევროპაში. ძირითადი დანიშნულებაა დაცვა, კვლევა და ჩრდილოეთევროპული ლანდშაფტის, ეკოსისტემების, ბიომრავალფეროვნებისა და ეროვნული საგანძურის ხელშეწყობა.
ლაჰემაის ეროვნული პარკი
Lahemaa rahvuspark | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
მდებარეობა | ესტონეთი |
კოორდინატები | 59°34′16″ ჩ. გ. 25°48′01″ ა. გ. / 59.57111° ჩ. გ. 25.80028° ა. გ. |
ფართობი | 725 კმ² |
დაარსდა | 1971 |
ლაჰემაა ესტონეთის ერთ-ერთი უმთავრესი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა. მისი 70%-ზე მეტი ტყეებითაა დაფარული, მდიდარია ფლორა და ფაუნა; მრავლადაა ჭაობი. გაყვანილია ტურისტული ბილიკები.
გალერეა
რედაქტირება-
კიასმუს ნახევარკუნძული
-
ვირუს ჭაობი, მდებარეობს პარკის სამხრეთ ნაწილში
-
ვირუს ჭაობი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- ადმინისტრაციის საიტი დაარქივებული 2007-02-16 საიტზე Wayback Machine.
- Lahemaa article at Estonica დაარქივებული 2008-01-01 საიტზე Wayback Machine.