ლაშიჭალა
ლაშიჭალა — ადგილობრივი მნიშვნელობის ბალნეოლოგიური კურორტი ცაგერის მუნიციპალიტეტში, მდინარე ლაჯანურას ხეობაში, ზღვის დონიდან 800-900 მ. ჰავა რბილია, იცის თოვლიანი ზამთარი და ზომიერად ნოტიო ზაფხული. ძირითადი სამკურნალო ფაქტორია ნახშირმჟავა-ჰიდროკარბონატული მაგნიუმ-კალციუმიანი მინერალური წყალი. წყლის მინერალიზაცია — 0,8-1,2 გ/ლ, ტემპერატურა 13-15 °C, საერთო დებიტი — დაახლოებით 12 000 ლ დღე-ღამეში. იყენებენ სასმელად და აბაზანებისათვის. სამედიცინო ჩვენება — საჭმლის მომნელებელ ორგანოთა ქრონიკული დაავადებანი. ლაშიჭალაში არის სააბაზანო შენობა, საექიმო პუნქტი. სეზონი — ზაფხულის თვეები.
ლიტერატურა
რედაქტირება- უშვერიძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 148.