ლაშა გოცირიძე (დ. 30 ოქტომბერი, 1975) — ქართველი ეკონომისტი.

დაიბადა ქალაქ სოხუმში. 1997 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1998-1999 წლებში იყო პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის წამყვანი სპეციალისტი. 2000-2003 წლებში კი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განყოფილების უფროსის მოადგილე და დეპარტამენტის უფროსი. 2004 წელს შპს „საქართველოს რკინიგზის“ კორპორაციული მართვის დირექტორი, ხოლო 2004-2007 წლებიდან საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე. არის საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი 2007 წლიდან. 2009 წელს დაინიშნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მინისტრის მოადგილედ. იყო აგრარული უნივერსიტეტის რექტორი 2016 წლამდე. ლაშა გოცირიძე არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის თანაავტორი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, თბ., 2006, გვ. 135

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება