ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ლაურა ბასი (იტალ. Laura Bassi; დ. 31 ოქტომბერი, 1711, ბოლონია — გ. 20 თებერვალი, 1778, იქვე) — იტალიელი ფიზიკოსი და აკადემიკოსი. მან მიიღო დოქტორის ხარისხი ფილოსოფიაში ბოლონიის უნივერსიტეტში, 1732 წლის მაისში[10].

ლაურა ბასი
იტალ. Laura Maria Caterina Bassi Veratti
დაბ. თარიღი 29 ოქტომბერი, 1711(1711-10-29)[1] [2] [3]
დაბ. ადგილი ბოლონია, პაპის ოლქი
გარდ. თარიღი 20 თებერვალი, 1778(1778-02-20)[4] [5] [6] [7] [2] [8] (66 წლის)
გარდ. ადგილი ბოლონია, პაპის ოლქი
დასაფლავებულია Corpus Domini, Bologna
მოქალაქეობა პაპის ოლქი
საქმიანობა ფიზიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი, მათემატიკოსი, ანატომი, professor of philosophy, ფილოსოფოსი და ბიოლოგი[9]
მუშაობის ადგილი ბოლონიის უნივერსიტეტი[5]
ალმა-მატერი ბოლონიის უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები Lazzaro Spallanzani
სამეცნიერო ხარისხი ფილოსოფიის დოქტორი[5]
მეუღლე Giovanni Giuseppe Veratti[5]
მამა Giuseppe Bassi[5]

ბიოგრაფია

რედაქტირება

ლაურა ბასი დაიბადა 1711 წლის 31 ოქტომბერს ბოლონიაში, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის[10][11][12], ბოლონიის უნივერსიტეტის პროფესორის, ჯუზეპე ბასის ოჯახში. დაწყებითი განათლება მას მიღებული აქვს ოჯახში. მან ადრეულ ასაკშივე გამოამჟღავნა საკუთარი გონებრივი შესაძლებლობები: მოახერხა და შეისწავლა ევრუპული ენები, ასევე ფიზიკა და მათემატიკა. საშუალო განათლების მიღების შემდგომ ჩააბარა მისაღები გამოცდები, რის შემდეგაც ჩაირიცხა ბოლონიის უნივერსიტეტში. 1732 წელს 17 აპრილს ოცდაერთი წლის ასაკში დაენიშნა მისი სადოქტორო დისერტაციის საჯარო დაცვა. მატიანე მოგვითხრობს, რომ ლაურა ბასის დისერტაციის დაცვაზე დასასწრებად ქალაქ ბოლონიის მოსახლეობა მოზღვავდა და დარბაზში ტევა არ იყო. სამეცნიერო საბჭოს თემაზე ბასიმ დაამტკიცა შვიდი ფილოსოფიური თეზისი და აგრეთვე მოყვა ნიუტონის სინათლის კორპულსკულური თეორიის შესახებ, რაც იმდროინდელ მეცნიერებაში სიახლედ ითვლებოდა. შემდგომ მას უამრავი შეკითხვა დაუსვეს რაზეც ბასი ამომწურავად და უყოყმანოდ პასუხობდა. საბოლოოდ მას „დოქტორის ბერეტი“ დაახურეს და ტრადიციის მიხედვით მეცნიერებაში გზა დაულოცეს.

21 წლის ფიზიკოსი ქალი რომელიც მეცნიერებათა დოქტორის სტატუსს ატარებდა რამდენიმე საუკუნის მანძილზე არ მოვლენია იმდროინდელ სამყაროს. აღსანიშნავია რომ მის პატივსაცემად გამოიცა ლექსების ორი კრებული; გამოუშვეს ბასის სამახსოვრო მედალი, რომლის ერთ მხარეს გამოსახული იყო ბასის პროფილი ხოლო მეორე მხარეს რომაელი ქალღმერთი მინევრა (მასწავლებელთა, მეცნიერთა, მხატვართა და სხვათა მფარველი), რომელსაც პატარა გოგონას თავზე ხელში ჩირაღდანი ეჭირა. ნახსენებ მედალს ლათინური ასოებით ეწერა „მხოლოდ ღირსეული დაინახავს მინევრას“.

ერთი თვის გასვლის შემდეგ ბასის დაუმტკიცდა დისერტაცია და მიწვეულ იქნა ბოლონიის უნივერსიტეტში გამოყენებითი ფიზიკის კურსის წასაკითხად.

1733 წელს ლაურა ბასი გათხოვდა ჯიოვანე-ჯუზეპე ვერატიზე. მათ 12 შვილი ჰყავდათ.

ლაურა ბასის სამეცნიერო ინტერესები მკვეთრად გაფართოვდა დისერტაციის დაცვის შემდგომ. ბასმა ამავე პერიოდში დაიწყო მათემატიკისა და ასტრონომიის შესწავლა. ასევე მკვეთრად გაიზარდა მისი მეცნიერული ავტორიტეტი. იგი ფიზიკის ლექციების კურსის წასაკითხად მიწვეული იყო ლონდონისა და პარიზის უნივერსიტეტეში, მაგრამ ოჯახური პირობების გამო მან ამ ქალაქებში გამგზავრება ვერ მოახერხა.

ლაურა ბასის ლექციების მოსასმენად სტუდენტები მთელი ევროპიდან ჩამოდიოდნენ. მისი ლექციები იყო უაღრესად გასაგები, საინტერესო და მიმზიდველი. აღსანიშნავია, რომ ბასი აგრეთვე გატაცებული იყო მსოფლიო ლიტერატურით[13]. აგრეთვე ცნობილია, რომ იგი წერდა ლექსებს. ფიზიკაში გამოცემულია მისი ოთხი ნაშრომი, რომლებიც ეხებოდნენ მექანიკას, პნევმატიკას და ჰიდრავლიკას. ფიზიკაში მას ამგვანებენ გალილეო გალილეისა და ევანჯელისტა ტორიჩელის. ცნობილია, რომ ლაურა ბასი სილამაზითაც განსაკუთრებული მანდილოსანი იყო, აგრეთვე პატიოსანი და შრომისმოყვარე.

ლაურა ბასი გარდაიცვალა 1778 წლის 20 თებერვალს. იგი დაკრძალულია ბოლონიაში ლუიჯი გალვანის გვერდით.

მადლიერმა იტალიელებმა ლაურას ბოლონიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის შენობის წინ დაუდგეს ძეგლი[10].

ლიტერატურა

რედაქტირება
  • პარკაძე ვ., ფიზიკოსი ქალები, გვ. 12-14, თბ., 1988.
  1. Ogilvie M. B. The Biographical Dictionary of Women in Science: Pioneering Lives From Ancient Times to the Mid-20th CenturyRoutledge, 2003. — Vol. 1. — P. 89. — 798 p. — ISBN 978-1-135-96342-2
  2. 2.0 2.1 Dizionario Biografico degli Italiani — 1970. — Vol. 7.
  3. http://web.archive.org/web/20210419002136/https://www.unibo.it/it/ateneo/chi-siamo/la-nostra-storia/personaggi-celebri-ospiti-e-allievi-illustri/laura-bassi-1/laura-bassi
  4. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  6. Gregersen E. Encyclopædia Britannica
  7. SNAC — 2010.
  8. FemBio database
  9. Czech National Authority Database
  10. 10.0 10.1 10.2 Findlen, Paula. "Science as a Career in Enlightenment Italy : The Strategies of Laura Bassi." Isis, vol. 84, no. 3, 1993: 441–469.
  11. Elena, Alberto. "'In lode della filosofessa di Bologna': An Introduction to Laura Bassi." Isis, vol. 82, no. 3, 1991: 510-518.
  12. Logan, Gabriella Berti. "Women and the Practice and Teaching of Medicine in Bologna in the Eighteenth and Early Nineteenth Centuries". Bulletin of the History of Medicine 77.3 (2003): 506–535. History of Science, Technology & Medicine. Web. 3 June 2013.
  13. Frize, Monique (2013).Laura Bassi and Science in 18th Century Europe : the Extraordinary Life and Role of Italy's Pioneering Female Professor. Berlin: Springer. p. 55. ISBN 9783642386855. Retrieved 31 January 2018.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლაურა_ბასი“-დან