ლაუნგიეკუდლი
ლაუნგიეკუდლი (ისლ. Langjökull — „გრძელი მყინვარი“) — ყინულქუდი ისლანდიაში. ვატნაიეკუდლის შემდეგ სიდიდით ისლანდიის მეორე მყინვარია. ფართობი 953 კმ², სიგრძე ~ 50 კმ. მდებარეობს ისლანდიის პლატოს დასავლეთ ნაწილში, ჰეიკადალურის ხეობის ჩრდილოეთით. ლაუნგიეკუდლის ყინულების ქვეშ მოქცეულია ორი ვულკანური სისტემა: დასავლური და აღმოსავლური. დასავლური სისტემა იმყოფება ვულკან პრესტაჰნუკურის რაიონში, აღმოსავლური — ტოფადალურის რაიონში. უკანასკნელი შედის ჰვარაველირის მაღალტემპერატურული გეოთერმული მონაკვეთის ფარგლებში კიელურის ტრასაზე. მყინვარს ჰკვეთს აგრეთვე იარლჰეტურის სერი, რომელიც კარგად მოჩანს ჰაუკადალურის ხეობიდან. შედარებით ადვილად მყინვართან მისვლა შესაძლებელია კალდიდალურის ხეობიდან და აგრეთვე კიელურის ტრასიდან, რომელიც გადებულია მყინვარებს ლაუნგიეკუდლსა და ჰოფსიეკუდლს შორის.
ლაუნგიეკუდლი
| |
---|---|
Langjökull | |
ლაუნგიეკუდლი | |
კოორდინატები: 64°45′ ჩ. გ. 19°59′ დ. გ. / 64.750° ჩ. გ. 19.983° დ. გ. | |
ქვეყანა | ისლანდია |
ფართობი | 953 კმ² |
სიგრძე | ~ 50 კმ |