ლატიფ ქერიმოვი
ლატიფ ქერიმოვი (აზერ. Lətif Hüseyn oğlu Kərimov; 4 ნოემბერი, 1906, შუშა, ელიზავეტპოლის გუბერნია, რუსეთის იმპერია — 8 სექტემბერი, 1991, ბაქო, აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანელი ორნამენტული მხატვარი, ხალიჩების მწარმოებელი, ხელოვნების ისტორიკოსი[1].
ლატიფ ქერიმოვი აზერ. Lətif Kərimov | |
---|---|
მშობლიური სახელი | აზერ. Lətif Hüseyn oğlu Kərimov |
დაბადების თარიღი |
4 ნოემბერი, 1906 შუშა, ელიზავეტპოლის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი |
8 სექტემბერი, 1991 ბაქო, აზერბაიჯანი |
დაკრძალულია | საპატიო დაკრძალვის ხეივანი ბაქოში |
საქმიანობა | ხალიჩების მწარმოებელი, ხელოვნებათმცოდნე |
მეუღლე(ები) | შოვქათ ხანუმი |
მშობლები |
მამა: მაშადი ჰუსეინი დედა: თელი ხანუმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებალატიფ ქერიმოვი დაიბადა 1906 წლის 4 ნოემბერს (17 ნოემბერს) შუშაში, რუსეთის იმპერიის ელიზავეტპოლის გუბერნიაში. მამამისი, მაშადი ჰუსეინი, მექუდე იყო, დედამისი, თელი, ხალიჩების მქსოველი. 1910 წელს ოჯახი საცხოვრებლად ირანში, ქალაქ მეშჰედში გადავიდა და ყარაბაღულ კვარტალში დასახლდა. 14 წლის ასაკში ადგილობრივი მედრესეს დამთავრების შემდეგ, ლატიფ ქერიმოვმა დედის გზას გაჰყვა და დაიწყო მუშაობა ხალიჩების მაღაზიაში. ისწავლა ხალიჩების ქსოვის ხელოვნება[2].
ქერიმოვი თეირანში საბჭოთა საკონსულომ მიიწვია რუსეთის კულტურული კლუბის წევრად, სადაც შემდგომში ითამაშა უზეირ ჰაჯიბეკოვის პიესებში და დააარსა აზერბაიჯანის მრავალხმიანი გუნდი[3].
1929 წელს ლატიფ ქერიმოვმა მიიღო საბჭოთა მოქალაქეობა და ირანის მთავრობამ მას საბჭოთა კავშირში გადასვლის შესაძლებლობა მისცა. სსრკ-ში ჩასვლისთანავე ის მშობლიურ ქალაქ შუშაში დასახლდა და ცოლად შეირთო გოგონა, სახელად შოვქათი. ის დაინიშნეს იმპორტის ინსტრუქტორად ხალიჩების ქარხანაში. გარდა ამისა, მან დააარსა და ჩაატარა ხალიჩების ქსოვის კურსები ირანული მეთოდით, რაც იმ მომენტამდე უცნობი იყო ყარაბაღელი მქსოველებისთვის. მოგვიანებით მან გახსნა მსგავსი კურსები ყუბასა და ბაქოში. ამ პერიოდის განმავლობაში, ლატიფ ქერიმოვმა მოამზადა მრავალი სახელმძღვანელო ხალიჩების ქსოვის ტექნოლოგიაზე, გააუმჯობესა მანქანური ხალიჩების ქსოვის ტექნიკა; შეიმუშავა ფუნდამენტურად ახალი სტილის ორნამენტები და ხალიჩების შეღებვის ტექნიკა[4].
ხალიჩების გარდა, ქერიმოვი წარმატებით მუშაობდა სამკაულებზე, ხის კვეთაზე და შენობების დეკორატიულ ინტერიერზე.
1940-იან წლებში ქერიმოვი დაკავებული იყო ნიზამი განჯევის სახელობის აზერბაიჯანული ლიტერატურის მუზეუმი ინტერიერის მორთვით[5].
1945 წელს დაინიშნა აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის არქიტექტურისა და ხელოვნების ინსტიტუტის სახვითი ხელოვნების განყოფილების გამგედ[5].
1954 წელს მოაწყო თავისი პირველი პერსონალური გამოფენა, რომელშიც შედიოდა ხალიჩები, არქიტექტურული დეკორაციები, ხის ჩუქურთმები, ფაიფურის ვაზები, სამკაულები და გრაფიკული ელემენტები[5].
1955 წელს მიენიჭა „აზერბაიჯანის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის“ წოდება. მისი ძალისხმევითა და მისი ენთუზიაზმით 1967 წელს ქალაქ ბაქოში დაარსდა აზერბაიჯანის ხალიჩისა და ხალხური გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, მსოფლიოში პირველი ასეთი მუზეუმი[6]. მუზეუმს მისი სახელი მიენიჭა 1991 წელს[7].
ქერიმოვის მიერ ნაქსოვი ხალიჩების ნაწილი ინახება ანკარას, სტამბოლისა და თეირანის მუზეუმებში.
ლატიფ ქერიმოვი გარდაიცვალა 1991 წლის 8 სექტემბერს ბაქოში. დაკრძალულია საპატიო დაკრძალვის ხეივანში ბაქოში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Latif Karimov - Azerbaijan National Carpet Museum