ლატინუმი
ლატინუმი არის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ავსტრიასა და შვეიცარიაში ლათინური ენის ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, რომელიც გაიცემა სახელმწიფო გამოცდის ჩაბარების საფუძველზე. ლატინუმის გამოცდაზე ირკვევა გამოსაცდელი პირის უნარი თავი გაართვას ლათინურ ენაზე დაწერილ ტექსტს, რომლის წინაპირობაცაა ამ ენის ლექსიკის, მორფოლოგიისა და სინტაქსის დაუფლება გარკვეულ დონეზე. ლატინუმი მომდინარეობს examen Latinum-დან და ნიშნავს „ლათინურ გამოცდას“, ან „გამოცდას ლათინურში“.
გერმანია
რედაქტირება1979 წლიდან მოყოლებული გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ზოგ მხარეში ე.წ. მცირე და დიდი ლატინუმი შეცვალა ლატინუმმა. მრავალ მხარეში პარალელურად არსებობდა შესაძლებლობა დიდი და მცირე ლათინუმის ჩაბარებისა.
საუნივერსიტეტო ლატინუმი
რედაქტირებამრავალი ჰუმანიტარული დარგის შესწავლისას გერმანულ უნივერსიტეტებში მოითხოვენ ლათინური ენის ცოდნას, ან ამ ცოდნის დამადასტურებელ ოფიციალურ საბუთს, რომელსაც ლატინუმი ეწოდება. ეს მოთხოვნა ვრცელდება არა მარტო თეოლოგიასა და არქეოლოგიაზე, არამედ მრავალი ინდოევროპული ენის ფილოლოგიაზე, როგორიცაა ანგლისტიკა, გერმანისტიკა, სკანდინავისტიკა, სლავისტიკა, რომანისტიკა, ასევე ფილოსოფიასა და ისტორიაზე.
ეს რამდენიმე წელია ლათინუმის ქონა სავალდებულო აღარაა ჰუმანური და ვეტერინარული მედიცინის, ანდა სამართალმცოდნოების უნივერსიტეტში შემსწავლელთათვის, თუმცა უკვე ამ სპეციალობებშიაც არსებობს არგუმენტირებული მოსაზრებები, რომელთა მიხედვითაც (კელნის უნივერსიტეტი, ჰალეს უნივერსიტეტი) ლათინურის ცოდნის გარეშე წარმოუდგენელია კარგ სპეციალისტად ჩამოყალიბება. პროფესორ-მასწავლებლები არგუმენტაციისას განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ მომავალი სპეციალისტები ხშირად მცდარად (არასწორი ფორმით, მნიშვნელობით, ან მართლწერით) გამოიყენებენ დარგობრივ ტერმინოლოგიას.
საზოგადოდ, ვისაც ლათინური ენის ცოდნის დამადასტურებელი ოფიციალური ცნობა ჯერ კიდევ სკოლაში არ აუღია, შეუძლია მოსწავლეთა, ან მშობელთა შეკრებაზე მოითხოვოს იგი, რის შედეგადაც სკოლა მოიწვევს შესაბამისი კვალიფიკაციის მასწავლებელს და ე.წ. ლატინუმის მოპოვება აბიტურიუმის ფარგლებში გახდება შესაძლებელი. უნივერსიტეტში ლათინური ენის კურსები, რომლებიც მიზნად ისახავენ ამ ენის შემსწავლელთათვის ლათინუმის მოსაპოვებელი ცოდნის მიცემას, ორი სავალდებულო სემესტრისაგან შედგება.
ლათინუმის მოსაპოვებელი გამოცდა უნივერსიტეტებში ანონიმური წესით ტარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოცდის მონაწილეს სახელმწიფო საგამოცდო სამსახურის მიერ მიკუთვნებული აქვს სპეციალური საიდუმლო ნომერი, ხოლო თვითონ ლატინუმის გამოცდა ტარდება საგნის მასწავლებლის გარეშე. ლათინუმის ცნობა არის დამოუკიდებელი ღირებულების დამადასტურებელი საბუთი და იმ შემთხვევაშიც კი, თუ სტუდენტი აღარ დაასრულებს სწავლას უნივერსიტეტში, მას ეს ცნობა მაინც დარჩება ცალკე საბუთად. ხსენებული წესი მოქმედებს ენის სერტიფიკატების მისაღებ ყველა (გრეკუმი, ჰებრაიკუმი, არაბიკუმი) გამოცდაზე.