არაბიკუმი (Arabicum) — გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ავსტრიასა და შვეიცარიაში არაბული ენის ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, რომელიც გაიცემა სახელმწიფო გამოცდის ჩაბარების საფუძველზე.

არაბიკუმის გამოცდაზე ირკვევა გამოსაცდელი პირის უნარი თავი გაართვას არაბულ ენაზე დაწერილ ტექსტს, რომლის წინაპირობაცაა ამ ენის ლექსიკის, მორფოლოგიისა და სინტაქსის დაუფლება გარკვეულ დონეზე.

არაბიკუმი მომდინარეობს ე.წ. "ექსამენ გრეკუმიდან" (examen Arabicum) და ნიშნავს „არაბულ გამოცდას“, ან „გამოცდას არაბულში“. ამ გამოცდის სახელწოდება შეიქმნა ლათინუმის, ჰებრაიკუმისა და გრეკუმის ტერმინთა მიმსგავსების საფუძველზე.

ჩვეულებისამებრ, გერმანულენოვან ქვეყნებში არაბიკუმის ჩაბარების უფლებას მოიპოვებს პირი, რომელმაც გაიარა არაბული ენის ოთხსემესტრიანი კურსი არაბისტიკის, ისლამოლოგიის და სხვა მონათესავე ორიენტალისტიკური დარგების საუნივერსიტეტო კურსის ფარგლებში.

არაბიკუმი ბარდება კლაუზურის სახით.

იხილეთ აგრეთვერედაქტირება