ლარი უაიტი
ლარი მიშელ უაიტ ქენონი (ინგლ. Lari Michele White Cannon; დ. 13 მაისი, 1965, დუნედინი, ფლორიდა, აშშ — გ. 23 იანვარი, 2018, ნეშვილი, ტენესი, აშშ) — ამერიკელი ქანთრი მუსიკოსი, მომღერალი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი და მსახიობი. 1988 წელს გაიმარჯვა სატელევიზიო კონკურსში You Can Be a Star, რითაც მალევე მოიპოვა პოპულარობა. კარიერის დასაწყისში ხელი მოაწერა კონტრაქტს ლეიბლთან Capitol Records Nashville, თუმცა მალევე წამოვიდა კომპანიიდან. 1993 წელს კონტრაქტი გააფორმა RCA Records Nashville-თან.
ლარი უაიტი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ლარი მიშელ უაიტ ქენონი |
დაბ. თარიღი | 13 მაისი, 1965 |
დაბ. ადგილი | Dunedin |
წარმოშობა | დუნედინი, ფლორიდა, აშშ |
გარდ. თარიღი | 23 იანვარი, 2018 (52 წლის) |
გარდ. ადგილი | ნეშვილი, ტენესი, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | ქანთრი |
საქმიანობა | მომღერალი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი, მსახიობი |
აქტიური | 1988–2017 |
ლეიბლ(ებ)ი |
|
საიტი | lariwhite.com |
ლარი უაიტი ვიკისაწყობში |
უაიტმა გამოუშვა ოთხი ალბომი RCA-ის ეგიდით: Wishes, Lead Me Not, Wishes, Don't Fence Me In და კომპილაციური ალბომი The Best of Lari White. აქედან ალბომმა, Wishes მიიღო ოქროს სერტიფიკატი ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციისგან. ნამუშევრის სამი სინგლი მოხვდა Billboard Hot Country Songs-ის ჩარტების ტოპ-ათეული: „That's My Baby", „Now I Know" და „That's How You Know (When You're Love)". 1998 წელს ხელი მოაწერა კონტრაქტს Lyric Street Records-თან. მან გამოუშვა ალბომი Stepping Stone და მალევე დატოვა ლეიბლი.
უაიტის დისკოგრაფია მოიცავს ქანთრის, ბლუზსა და თანამედროვე რიტმ-ენდ-ბლუზს. მან შექმნა ალბომები ტობი კიტისა და ბილი დინისთვის, ასევე დაწერა სიმღერები ტემი უაინეტისთვის, ტრევის ტრიტისთვის, დენი გოკისა და სარა ბაქსტონისთვის. ასევე ითამაშა სატელევიზიო სერიალებში XXX's და OOO's. მალევე გამოჩნდა 2000 წლის ფილმში Cast Away. უაიტი შეუღლებული იყო სიმღერების ავტორ ჩაკ ქენონთან. მუსიკოსი გარდაიცვალა პერიტონეალური სიმსივნის დიაგნოზით 2018 წელს.
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებალარი მიშელ უაიტი დაიბადა დუნედინში, ფლორიდაში, 1965 წლის 13 მაისს. მისი მშობლები, ლარი და ივონ უაიტები მასწავლებლები იყვნენ. ლარი ბავშვობაში ოჯახთან ერთად მღეროდა ჯგუფში, სახელად The White Family Singers. მან ფორტეპიანოზე დაკვრა ოთხი წლის ასაკში დაიწყო.
1983 წელს სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა დაიწყო მაიამის უნივერსიტეტის ფროსტის მუსიკალურ სკოლაში. 1988 წელს გამოჩნდა სატელევიზიო კონკურსში You Can Be a Star და პირველი ადგილი დაიკავა. მალევე ხელი მოაწერა კონტრაქტს Capitol Records Nashville-თან და გამოუშვა კომპოზიცია „Flying Above the Rain". მიუხედავად ამისა, მუსიკოსმა ლეიბლი დატოვა.
კარიერა
რედაქტირება1990-იანი წლების დასაწყისში ლარი უაიტი მუშაობდა რონი მილსაპის გამომცემლობაში. მან კონტრაქტი გააფორმა RCA Records Nashville-თან 1992 წელს.[1] 1993 წელს მუსიკოსმა გამოუშვა თავისი პირველი ალბომი Lead Me Not.[2] ალბომიდან გამოვიდა სამი სინგლი: „What a Woman Wants", „Lead Me Not“ და „Lay Around and Love on You". ამ სამი სინგლიდან ვერცერთი მოხვდა Billboard Hot Country Songs-ის ტოპ 40-ში. უაიტმა გამოუშვა „What a Woman Wants"-ისა და „Lead Me Not“-ის მუსიკალური ვიდეოები.[3]
1994 წელს გამოვიდა უაიტის მეორე ალბომი Wishes. ალბომიდან გამოქვეყნდა სამი სინგლი: „That's My Baby", „Now I Know" და „That's How You Know (When You're Love)".[4] „Now I Know" მეხუთე ადგილზე გავიდა Billboard Hot Country Songs-ის ჩარტში. მუსიკოსმა დაწერა ალბომის რამდენიმე სიმღერა მეუღლესთან ჩაკ ქენონთან ერთად. ნამუშევარმა მიიღო ოქროს სერტიფიკატი ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციისგან და აშშ-ში გაიყიდა მისი 500 ათასზე მეტი ასლი.[5] უაიტი ნომინირებული იყო ქანთრის მუსიკის აკადემიის ჯილდოზე საუკეთესო ახალი ქალი შემსრულებლის ნომინაციაში.[6]
1996 წელს ლარიმ გამოუშვა მესამე ალბომი Don't Fence Me In.[7] წამყვანი სინგლი, „Ready, Willing and Able" მოხვდა Billboard Hot Country Songs-ის ტოპ 20-ში.[8][9] ის ასევე მუშაობდა სხვა შემსრულებლებთან, როგორებიცაა ტობი კიტი და ტრევის ტრიტი.[10] მისი ბოლო ნამუშევარი RCA-სთან იყო კომპილაციური ალბომი „The Best of Lari White". ამის შემდეგ მან დატოვა ლეიბლი RCA.[11][12]
1998 წელს უაიტმა ხელი მოაწერა კონტრაქტს Lyric Street Records-თან.[13] მალევე გამოუშვა კომპოზიცია „Stepping Stone", რომელიც მოხვდა Billboard Hot Country Songs-ის ტოპ 20-ში.[14] მუსიკოსის ამავე სახელწოდების ალბომი გამოვიდა იმავე წელს.[15] მან გამოუშვა კიდევ ორი სინგლი ალბომიდან, „Take Me" და „John Wayne Walking Away". უაიტმა დატოვა Lyric Street 2000 წელს. მალევე ითამაშა ფილმში „Cast Away" ტომ ჰენქსთან ერთად. ამის შემდეგ 2004 წელს გამოუშვა ალბომი სახელწოდებით Green Eyed Soul. ამავე დროს გამოვიდა ბროდვეის შოუში Ring of Fire.[16] ასევე დაწერა სიმღერები სხვა შემსრულებლებისთვის, როგორიცაა სარა ბაქსტონი და დენი გოკი.[17]
2014 წელს დაწერა წიგნი „The Shoe Burnin“. 2017 წელს მან გამოუშვა ორი EP, New Loves და Old Friends. 2017 წლის სექტემბერში უაიტს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ის გარდაიცვალა 2018 წლის 23 იანვარს, 52 წლის ასაკში ნეშვილში.[18]
დისკოგრაფია
რედაქტირება- Lead Me Not (1993)
- Wishes (1994)
- Don't Fence Me In (1996)
- The Best of Lari White (1997)
- Stepping Stone (1998)
- Green Eyed Soul (2004)
- My First Affair (2007)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Dave Scheiber (January 7, 1994). „The dream that talent built“. Tampa Bay Times. pp. 16–17. ციტირების თარიღი: April 21, 2022.
- ↑ Erlewine, Stephen Thomas. Lari White biography. AllMusic. ციტირების თარიღი: November 26, 2008
- ↑ Annmarie Sarsfield (April 11, 1993). „From Dunedin to Nashville“. The Tampa Tribune. pp. 1, 2. ციტირების თარიღი: April 23, 2022.
- ↑ Whitburn, Joel (2017). Hot Country Songs 1944 to 2017. Record Research, Inc, გვ. 392. ISBN 978-0-89820-229-8.
- ↑ Search results for Lari White. RIAA. ციტირების თარიღი: April 21, 2022.
- ↑ Richard McVey (June 11, 1994). „Country's 'most likely to succeed'“ (PDF). Cash Box: 7.
- ↑ Fenity, Joseph (January 25, 2018). „Lari White Talks Radio Discrimination, Defying Genres in Rare Interview“. Rolling Stone. ციტირების თარიღი: January 25, 2018.
- ↑ Ready, Willing, and Able. AllMusic. ციტირების თარიღი: April 21, 2022.
- ↑ Whitburn, Joel (2017). Hot Country Songs 1944 to 2017. Record Research, Inc, გვ. 392. ISBN 978-0-89820-229-8.
- ↑ Blue Moon review. Country Standard Time. ციტირების თარიღი: 21 April 2022.
- ↑ „New label a breath of fresh air for career of Dunedin native“. Tampa Bay Times. June 16, 1998. pp. 2B. ციტირების თარიღი: April 21, 2022.
- ↑ „Lari White is stepping up again“. Tampa Bay Times. July 26, 1998. pp. 2B. ციტირების თარიღი: April 21, 2022.
- ↑ Juli, Thanki (January 24, 2018). „Singer, songwriter Lari White dead at 52“. The Tennessean. ციტირების თარიღი: January 24, 2018.
- ↑ Whitburn, Joel (2017). Hot Country Songs 1944 to 2017. Record Research, Inc, გვ. 392. ISBN 978-0-89820-229-8.
- ↑ Fenity, Joseph (January 25, 2018). „Lari White Talks Radio Discrimination, Defying Genres in Rare Interview“. Rolling Stone. ციტირების თარიღი: January 25, 2018.
- ↑ Lari White Takes Johnny Cash Songs to Broadway. ციტირების თარიღი: January 23, 2018
- ↑ Sarah Buxton offers new single. Country Standard Time. ციტირების თარიღი: April 21, 2022.
- ↑ Betts, Stephen L. (January 23, 2018). „Lari White, 'Now I Know' Country Singer and Actress, Dead at 52“. Rolling Stone. ISSN 0035-791X.