ლარისა ცერიჩი

(გადამისამართდა გვერდიდან ლარისა ჩერიჩი)

ლარისი ცერიჩი (დ. 26 იანვარი, 1991, ტრავნიკი, იუგოსლავია) — ბოსნიელი ძიუდოისტი[2] 2014 წლის ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც მონპელიეში ჩატარდა, მოიპოვა ვერცხლის მედალი. ფინალში დამარცხდა ფრანგ ემილი ანდეოლთან. 2009 წელს მოიგო ახალგაზრდული ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი. მას დამარცხებული ჰყავს მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი იუ სონგი და ოლიმპიური ჩემპიონი, ემილი ადეოლი. ამჟამად 78+ კგ წონითი კატეგორიის მსოფლიო რეიტინგში იკავებს მეთორმეტე ადგილს, 4147 ქულით. [3] 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, +78კგ წონით კატეგორიაში მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში დაამარცხა სარა ადლინგტონი. [4] ამავე წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა ფრანგ რომანა დიკოსთან. ერთი წლით ადრე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი მსოფლიო ჩემპიონატზე. 2017 წელს, თელ-ავივში გამართულ ჩემპიონატზე, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში დაამარცხა თურქი ძიუდოისტი, ქაირა საითი. [5] 2009 წელს პესკარაში გამართულ ხმელთაშუა ზღვის თამაშებში მოიპოვა ვერცხლის მედალი, ფინალში დამარცხდა სლოვენიელ ლუცია პოლავდერთან. [6] 4 წლის შემდეგ, 2013 წელს თამაშები მერსინში ჩატარდა, მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. 2016 და 2017 წლებში ცერიჩმა ზედიზედ ორჯერ მოიგო ზაგრების გრან-პრი. 2017 და 2018 წლებში ზედიზედ ორჯერ მოახერხა გასულიყო ანტალიის გრან-პრის ფინალში, მაგრამ ორივეჯერ დამარცხდა. 2019 წელს მოიპოვა ვერცხლის მედალი ზაგრების გრან-პრი. 2013 წელს რიეკას გრან-პრიეზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. 2014 წელს ბუდაპეშტის გრან-პრიზე მოიპოვა ბრინაჯოს მედალი. 2016 წელს აგრეთვე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ალმა-ატას გრან-პრიე. 2017 წელს დიუსელდორფის გრან-პრიზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. ერთი წლის შემდეგ, 2018 წელს მოიპოვა ბრინჯაოს მედალი ჰააგის გრან-პრიზე. 2018 წელს +78კგ წონით კატეგორიაში მოიგო ეკატერინბურგის გრანდ-სლემი. 2019 წელს დამარცხდა ბაქოს გრანდ-სლემის ფინალში. 2016 წელს მოიპოვა ბრინჯაოს მედალი ტიუმენის გრანდ-სლემზე, ერთი წლით ადრე, 2015 წელს აგრეთვე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა პარიზის გრანდ-სლემზე. 2016, 2017 და 2018 წლებში ზედიზედ სამჯერ მოიპოვა ბრინაჯოს მედალი მსოფლიოს მასტერსზე.

ლარისა ცერიჩი
პირადი ინფორმაცია
დაბ. სახელი Larisa Cerić
დაბ. თარიღი 26 იანვარი, 1991(1991-01-26) (33 წლის)
დაბ. ადგილი Travnik
სიმაღლე 176[1] სმ
წონა 110[1] კგ
ქვეყანა ბოსნია და ჰერცეგოვინა

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Larisa Cerić Bio, Stats, and Results en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 აპრილი 2020. ციტირების თარიღი: 25 November 2017.
  2. IJF profile
  3. Judo Inside. (26 October 2014) LARISA CERIC – JUDOKAHome » Judoka » Larisa Ceric » Judo career. ციტირების თარიღი: 26 October 2014.
  4. Draw
  5. Judo - Women's +78 kg
  6. 2009 წლის შედეგები