ლაპერუზის სრუტე
ლაპერუზის სრუტე — სრუტე კუნძულებს სახალინსა (რუსეთი) და ჰოკაიდოს (იაპონია) შორის. აკავშირებს იაპონიისა და ოხოტის ზღვებს. უმცირესი სიგანე 43 კილომეტრი, სიღრმე 51-118 მეტრი. ახასიათებს ძლიერი მიმოქცევითი დინება. ზამთრობით დაფარულია ყინულით. ვლადივოსტოკს აკავშირებს ოხოტის, ბერინგის ზღვებისა და წყნარი ოკეანის ნავსადგურებთან. სახელი ეწოდა ფრანგი ზღვაოსნის ჟან ფრანსუა ლაპერუზის პატივსაცემად.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 127.