ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ლამ კორ-ვანი (ჩინ.: 林過雲; დ. 22 მაისი 1955) — ჰონგ-კონგის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სერიული მკვლელი.

ლამ კორ-ვანი
სერიული მკვლელი
ნამდვილი სახელი ლამ კორ-ვანი
დაბ. თარიღი 1955
დაბ. ადგილი ჩინეთი
დაპატიმრების თარიღი 1982
წაყენებული ბრალდება მკვლელობა
განაჩენი სიკვდილით დასჯა
მსხვერპლის რაოდენობა 4
მკვლელობის მეთოდი მკვლელობა

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ბავშვობა

რედაქტირება

ლამი დაიბადა 1955 წლის 22 მაისს ბრიტანულ ჰონგ-კონგში და დაბადებით ერქვა ლამ კვოკ-იუ. 1957-1962 წლებში მისი მამა მუშაობდა ნავთობის კომპანიაში ბრუნეიში, სადაც ლამი დებთან ერთად ცხოვრობდა დედასთან კომპანიის საერთო საცხოვრებელში, მამის მეორე ცოლსა და მის შვილებთან ერთად.[1] 1962 წლის დეკემბერში ლამი დაბრუნდა ჰონგ-კონგში და გადავიდა საკუთარ სახლში კვუნ ტონგში,[2] სადაც დადიოდა სახელმწიფო დაწყებით სკოლაში, ხშირად იყო სკოლის მოსწავლეთა საუკეთესო ათეულში. 1970 წელს მამამ გახსნა მოტოციკლეტების მაღაზია და სთხოვა შვილს დახმარება სკოლის შემდეგ ყოველდღიურად, რამაც გამოიწვია მისი სწავლის შედეგების გაუარესება და მამასთან ურთიერთობის გაფუჭება, რომელიც ხშირად სჯიდა და სახლიდან აგდებდა. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, ლამმა იმუშავა მამის მოტოციკლეტების მაღაზიაში ჰონ-ნინგში.

ზრდასრული ცხოვრება

რედაქტირება

1973 წლის დასაწყისში, ლამი გააძევეს სახლიდან მამასთან კონფლიქტის გამო. დააპატიმრეს იმის გამო, რომ დაემუქრა ქალს დანით და შეეხო მის ქვედა სხეულს საზოგადოებრივი საპირფარეშოს გვერდით ჰოკ-იუენის ქუჩაზე. კასტლ-პიკის საავადმყოფოში 102 დღიანი მკურნალობის შემდეგ გაწერეს და დროებით დაირქვა ლამ იაუ-კეუნგი. როდესაც ლამმა დაახლოებით 19 წლის ასაკს მიაღწია, მისმა ოჯახმა შენიშნა, რომ იგი იქცეოდა არაადეკვატურად და ინტერესდებოდა ქალის სხეულით. შემდეგ დაიჭირეს, იმის გამო, რომ უყურებდა საკუთარი დის შიშველ სხეულს. 1978 წელს ლამმა მიიღო ტაქსის მართვის მოწმობა და დაირქვა ლამ კორ-ვანი, რაც დაემთხვა ოფიციალურ ტაქსის მძღოლად გახდომას. 1980 წელს მუშაობა დაიწყო ღამის ტაქსის მძღოლად. 1981 წელს მან უეცრად დაიწყო ფოტოგრაფიით დაინტერესება, შეისწავლა ფოტოგრაფიის ტექნიკა და გაწევრიანდა ფოტოკლუბში. ღამის ტაქსის მძღოლად მუშაობის ერთი წლის შემდეგ, მის დედამ შენიშნა, რომ მისი ქცევა მნიშვნელოვნად შეიცვალა: უარს ამბობდა ტანსაცმლის გამოცვლაზე, აბაზანაში სიარულზე, გამოუვლინდა დეპრესიული ქცევაც.

დანაშაულები

რედაქტირება

ლამი, რომელიც მუშაობდა ტაქსის მძღოლად, იჭერდა ქალ მგზავრებს, ახრჩობდა მათ ელექტრო სადენით, მიჰქონდა სახლში და ანაწევრებდა. მისი ინგლისური წოდება „ქილების მკვლელი" წარმოიშვა მაშინ, როდესაც პოლიციამ გაამჟღავნა, რომ ინახავდა სექსუალურ ორგანოებს კონტეინერებში.[3][4] იგი იყო აქტიური ფოტოგრაფი და ხშირად იღებდა ფოტოებსა და ვიდეოს თავის მსხვერპლებზე, მეოთხე მსხვერპლთან კი თავადაც გადაიღო ნეკრფილიის აქტი. ლამი ერთ საძინებელში ცხოვრობდა ძმასთან, რომელმაც არაფერი იცოდა მის საქმიანობაზე; ლამი მუშაობდა ღამის ცვლაში, რის გამოც შეეძლო დაენაწევრებინა მსხვერპლი სახლში დღის განმავლობაში, ოჯახის წევრებისთვის შეუმჩნევლად. ძმა თავდაპირველად საეჭვო იყო გამოძიებისთვის, მაგრამ პოლიციამ შემდეგ დაადგინა, რომ ლამი მოქმედა მარტო.[3]

მსხვერპლი:

  1. ჩან ფუნგ-ლანი, ლამ კორ-ვანის მსხვერპლი.
  2. ჩან ფუნგ-ლანი, ქალი, 22 წლის, ცხედარი ნაპოვნია შვიდ ცალკეულ ნაწილად მდინარე შინგი-მუნში.
  3. ჩან ვან-კიტი, ქალი, 31 წლის, ცხედარი ნაპოვნია ბრინჯის ჩანთაში ტაი-ჰანგის გზის მახლობლად, ჰონგ-კონგის კუნძული.
  4. ლეუნგ საუ-ვანი, ქალი, 29 წლის, ცხედარი ნაპოვნია ბრინჯის ჩანთაში ტაი-ჰანგის გზის მახლობლად, ჰონგ-კონგის კუნძული.
  5. ლეუნგ ვაი-სუმი, ქალი, 17 წლის, ცხედარი ნაპოვნია ბრინჯის ტომარაში ტაი-ჰანგის გზასთან, ჰონგ-კონგის კუნძული.

ჩან ფუნ-ლანი

რედაქტირება

1982 წლის 3 თებერვალს, 22 წლის ღამის კლუბის მოცეკვავე ჩან ფუნ-ლანმა აიყვანა ტაქსი ჩაინიზ პალას ღამის კლუბის გარეთ კიმბერლის გზაზე, ცარჩოუს აღმოსავლეთით, დილის 4 საათზე, მეგობრებთან გართობის შემდეგ. კვუნ-ტონგში მიყვანის შემდეგ, ლამი დაბრუნდა სახლში კვეი-ჩაუს ქუჩაზე, წავიდა სახლში ელექტრო სადენის მოსაძიებლად, შემდეგ კი გაახრჩო იგი მანქანაში და წაიყვანა სახლში, დამალა იგი დივანში. რამდენიმე საათის შემდეგ გამოიყენა ჩანის საფულე ელექტრო ხერხის სასყიდლად ახლო მდებარე მაღაზიაში.

მეორე დღეს, სახლიდან ხალხის წასვლის შემდეგ, ლამმა გააშიშვლა ცხედარი და გადაიღო მისი ფოტოები. ცხედარი დაანაკუწა შვიდ ნაწილად და პროცესი ვიდეოზე ჩაიწერა. სექსუალური ორგანოები მოათავსა პლასტიკის ყუთში და შეინახა ბრინჯის ტომარაში, ხოლო ცხედარი გაახვია გაზეთში და მოათავსა პლასტიკის პარკში.

ჩან ვან-კიტი

რედაქტირება

31 წლის სავაჭრო მოლარე ჩან ვან-კიტმა აიყვანა ტაქსი 1982 წლის 29 მაისს დილის 5:20 საათზე. შებოჭა და გაახრჩო ელექტროსადენით. ამჯერად, ლამმა გამოიყენა ქირურგიული სკალპელი მსხვერპლის დასაშლელად, მოაჭრა ორივე მკერდი და მთლიანი საშოს არე. ცხედრის დანარჩენი ნაწილი გაახვია გაზეთში, შემდეგ მოათავსა ტომარაში, ხოლო ცხედარი მოათავსა ტაქსის საბარგულში, რათა გადაეგდო ღამით თაიჰანგის გზაზე. დანაწევრების პროცესი ჩაწერა ვიდეოში „სერიოზული საიდუმლოება“.[5]

ლეუნგ საუ-ვანი

რედაქტირება

29 წლის ქუჩის დამლაგებელმა ლეუნგ საუ-ვანმა დაამთავრა სამსახური 1982 წლის 17 ივნისს დილის 4 საათზე და აიყვანა ლამის ტაქსი. მალევე მოკლეს არგაილის ქუჩაზე. ლამმა წაიღო ცხედარი სახლში ფოტოებისა და ვიდეოს გადასაღებად. გადაიღო ვიდეო სახელწოდებით „ოპერაცია წვიმიანი ღამე“. სამუშაოს გასაადვილებლად, ლამმა დადო კამერა საწოლზე და გამოიყენა თვით-გადაღების ფუნქცია. ვინაიდან არ იყო საჭირო კამერის მანიპულაცია, ლამის დანაწევრების სამუშაო იყო უფრო ფრთხილი წინა ორ შემთხვევასთან შედარებით. მან გაჭრა ლეუნის მუცელი, ამოიღო ნაწლავები და მოითავსა პირში დასაგემოვნებლად. ლამს ჰქონდა ადამიანის ხორცის დაგემოვნების სურვილი, მაგრამ საბოლოოდ უარი თქვა იმის გამო, რომ გაუჭირდა.

ლეუნგ ვაი-სამი

რედაქტირება

1982 წლის 2 ივლისს, 17 წლის სენტ-ენდრიუსის სკოლის მოსწავლე ლეუნგ ვაი-სამი დაესწრო მადლიერების საღამოს შერატონ-ჰოტელში, რომელიც მდებარეობს სალისბერის გზაზე. საღამოს 11:00 საათზე, მან ტაქსი აიყვანა სასტუმროს წინ, რათა სახლში დაბრუნებულიყო ველეი-როუდის კომპლექსში, ჰუნგ-ჰომში. მისი ოჯახის წევრებმა დაურეკეს ბანკეტზე დამსწრე სხვა სტუდენტებს და დაიწყეს მისი ძებნა, მაგრამ უშედეგოდ. სენტ ენდრიუსის სკოლამ ოჯახს აცნობა, რომ ლეუნგი გამოცდების შედეგების ფურცლის ასაღებად არ გამოცხადდა. პოლიციამ დაკარგული პირის ინფორმაცია გადასცა ყველა საპატრულო ეკიპაჟსა და ჰონგ-კონგის საავადმყოფოებს. 5 აგვისტოს გამოსცა საძიებო განცხადება და ფოტოსურათები, რათა საზოგადოებისთვის მიემართათ ინფორმაციისთვის, მაგრამ შედეგი არ მოჰყოლია.

დაპატიმრება

რედაქტირება

ლამი დააკავეს სამოქალაქო ტანსაცმელში მყოფმა ოფიცრებმა 1982 წლის 17 აგვისტოს. მან სცადა ერთ-ერთი დანაწევრებული მსხვერპლის ფოტოსურათების დამუშავება „კოდაკის“ მაღაზიაში. მაღაზიის მენეჯერმა პოლიციას აცნობა, და როცა ლამი ფოტოების ასაღებად დაბრუნდა, ისინი მას ელოდნენ. პოლიციასთან დაპირისპირებისას, ლამმა განაცხადა, რომ ფოტოსურათები ეკუთვნოდა მის მეგობარს, რომელიც გემზე მუშაობდა და მალე მის ნახვას გეგმავდა. როდესაც აღნიშნული პირი არ გამოჩნდა, პოლიციამ ლამი მისი მშობლების ბინისკენ წაიყვანა, რომელიც მდებარეობდა კვეი-ჩაუს ქუჩაზე, პირველ სართულზე და ბინაში ჩხრეკა განახორციელა. ჩხრეკისას, პოლიციამ აღმოაჩინა ძველი საბრძოლო ყუთი, რომელიც ლამს ძმასთან საერთო საძინებელში ჰქონდა. ყუთში იპოვეს პორნოგრაფიული მასალა, სხეულის ნაწილების დამატებითი ფოტოსურათები, ვიდეოკასეტები და რამდენიმე კონტეინერი, რომელშიც ქალების სასქესო ორგანოები იყო მოთავსებული.

სასამართლო პროცესი

რედაქტირება

1983 წლის 8 აპრილს, სამკვირიანი ხანგრძლივი სასამართლო პროცესის ბოლოს, შვიდკაციანი ნაფიც მსაჯულთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, ლამი დამნაშავედ ცნეს ოთხი მკვლელობის ჩადენაში და სიკვდილით დასჯა ჩამოხრჩობით მიუსაჯეს.[3] 1984 წლის 29 აგვისტოს, სერ ედვარდ იუდმა, ლამის შეწყალების თხოვნა დააკმაყოფილა, როგორც ეს ტრადიცია იყო 1993 წლამდე ჰონგ-კონგში სიკვდილით დასჯის გაუქმებამდე და მისი სასჯელი სამუდამო პატიმრობით შეიცვალა.

ლამი ამჟამად იხდის სამუდამო სასჯელს მაქსიმალური უსაფრთხოების „შეკ-პიკის“ ციხეში, თუმცა თავდაპირველად სტენლის ციხეში იყო მოთავსებული.[3] ფსიქიატრ დოქტორ უილიამ გრინთან საუბრისას, ლამმა განაცხადა, რომ „ერთ-ერთი მსხვერპლის ნაწლავის ნაწილი შეჭამა“. მისი თქმით, ეს დანაშაულები სექსუალური მოტივით არ იყო გამოწვეული, არამედ „ღვთის ბრძანებით“ მოკლა მსხვერპლები.[3]

მსხვერპლების იდენტიფიცირება შეძლეს ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის პრინც ფილიპის სტომატოლოგიური საავადმყოფოს ორმა ლექტორმა, რომლებმაც შეიმუშავეს და დახვეწეს ფოტო-სუპერიმპოზიციის ახალი სისტემა. ეს მეთოდი გულისხმობდა შესაძლო მსხვერპლის სიკვდილამდე გადაღებული ფოტოს რენტგენულ გამოსახულებაზე დამთხვევას და მსგავსებების იდენტიფიცირებას. აღნიშნული მეთოდი განისაზღვრება, როგორც მსგავსი მეთოდი, რომელიც გამოიყენება თითის ანაბეჭდების იდენტიფიკაციაში.

სასამართლო პროცესის შემდეგ, ლამის ყველა ფოტოსურათი და ვიდეო ჩანაწერი განადგურდა, რათა თავიდან აეცილებინათ მსგავსი დანაშაულები ან ამ მასალების გასაყიდად გამოყენება.

პოპულარულ კულტურაში

რედაქტირება

ლამ კორვანის როლი ჰონგ-კონგელმა მსახიობმა საიმონ იამმა განასახიერა 1992 წლის ფილმში „Dr. Lamb“.[6]

ლამის ფიქციური ვერსია მოგვიანებით ითამაშა ლოურენს ნგმა 1994 წლის ფილმში „The Underground Banker“. ამ ფილმში წარმოსახულია ლამი, რომელიც ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ბუდისტი გახდა და მისი მეზობლების მიმართ მეგობრულ და დამხმარე დამოკიდებულებას ავლენს. თუმცა, ფილმი ასახავს, როგორ უბრუნდება ლამი ფსიქოპათურ მდგომარეობას, რათა მეზობლის ოჯახის წევრების ტრაგედიაზე შური იძიოს ტრიადებზე, რომელმაც მათი უმეტესობა გააუპატიურა, მოკლა ან დაასახიჩრა.[7][8]

1999 წლის ფილმი „Trust Me U Die“, რომელიც ალტერნატიულად ცნობილია როგორც „The New Dr. Lamb“, პირდაპირი კავშირი არ აქვს ლამ კორ-ვანთან ან 1992 წლის ფილმთან. ორივე ფილმში საიმონ იამი მონაწილეობს.[9]

  1. „林父講述被告之怪癖 林過雲整日躲房內 吃飯不與家人同食“ (ჩინური). 華僑日報. 1983-03-17. p. 9.
  2. „林父強橫專制 被告自小敬畏“ (ჩინური). 華僑日報. 1983-03-18. p. 7.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 Li, Jessica (13 August 2017). „From our archives: the capture of Hong Kong's Jars Killer“. South China Morning Post.
  4. Whitehead, Kate (15 August 2017). „Inside the mind of Jars Killer, 35 years after he was caught“. South China Morning Post (ინგლისური). ციტირების თარიღი: 5 February 2023.
  5. „雨夜狂屠 林過雲的士殘殺夜總會3女“. 壹週刊. 2016-05-04. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-11. ციტირების თარიღი: 2020-11-17.
  6. Gou yeung yi sang (1992)
  7. Underground Banker. Hkfilm.net. ციტირების თარიღი: 20 October 2010
  8. The Underground Banker (1993). Lovehkfilm.com. ციტირების თარიღი: 20 October 2010
  9. Trust Me U Die. Hkfilm.net. ციტირების თარიღი: 20 October 2010
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლამ_კორ-ვანი“-დან