ლალი ავალიანი
ლალი ავალიანი (დ.20 ივლისი, 1939, თბილისი, საქართველო) — ქართველი ფილოლოგი.
ლალი ავალიანი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 20 ივლისი, 1939[1] (85 წლის) |
დაბ. ადგილი | სსრკ[1] |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | ფილოლოგი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1962 წელს. ამავე ფაკულტეტის უახლესი ქართული ლიტერატურის კათედრის ასპირანტურა კი 1965 წელს. 1963 წლიდან იყო „ვაჟა ფშაველას კაბინეტის“ მუდმივმოქმედი სემინარის წევრი და თუშ-ფშავ-ხევსურეთში ექსპედიციათა ("ვაჟა ფშაველას ნაკვალევზე,") უცვლელი მონაწილე. 1966-1990 წლებში "ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის" სამეცნიერო რედაქციის დაარსებიდან მუშაობდა ენისა და ლიტერატურის განყოფილებაში უმცროსი, შემდეგ უფროსი სამეცნიერო რედაქტორის თანამდებობაზე (კურირებდა ქართულ ლიტერატურას). 1970-1973 წლებში უახლესი ქართული ლიტერატურის კათედრის მიწვეული ლექტორის რანგში კითხულობდა სპეციალურ კურსს - „XX საუკუნის 10-20-იანი წლების ქართული ლიტერატურული დაჯგუფებანი“. 1990 წლიდან იგი შოთა რუსთაველის ლიტერატურის ინსტიტუტის ქართული ლიტერატურის სამეცნიერო განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელია. 1966 წლიდან მისი გამოკვლევები, კრიტიკული წერილები და პუბლიცისტური ესეები იბეჭდება ქართულ პერიოდიკაში. გამოქვეყნებული აქვს სამასამდე სტატია. დღესაც სისტემატურად თანამშრომლობს სამეცნიერო გამოცემებსა თუ ლიტერატურულ ჟურნა-გაზეთებში. პირველი „ქართული საბჭოთა 11-ტომიანი უნივერსალური ენციკლოპედიის“ გამოცემაში დიდი წვლილისათვის 1987 წელს დაჯილდოვდა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით . ლიტერატურის ისტორიკოსი, ესეისტი, კრიტიკოსი, ფილოლოგიის დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პაოლო იაშვილის ცხოვრება და შემოქმედება", დაიცვა 1969 წელს.[2]