ლაზარევის შელფური მყინვარი
ლაზარევის შელფური მყინვარი — შელფური მყინვარი აღმოსავლეთ ანტარქტიდაში. მდებარეობს პრინცესა ასტრიდის ნაპირთან, ლენინგრადსკისა და ვერბლიუდის კუნძულებს შორის. სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ გადაჭიმულია 80 კმ-ზე, მაქსიმალური სიგანე დაახლოებით 100 კმ, ფართობი 7.8 ათ. კმ². ვეებერთელა ენის სახით შეჭრილია სამხრეთის ოკეანის ატლანტიკურ სექტორში.[1]
ლაზარევის შელფური მყინვარი
| |
---|---|
კოორდინატები: 69°37′ ს. გ. 14°45′ ა. გ. / 69.617° ს. გ. 14.750° ა. გ. | |
ფართობი | 7.8 ათ. კმ² |
სიგრძე | 80 კმ |
სიგანე | 100 კმ |
აღმოსავლეთი კიდე იერით დასავლეთ კიდესთან შედარებით არსებითად განსხვავდება. დანაწევრებულია მრავალრიცხოვანი მცირე ზომის ნაპრალებითა და ღარებით.[2]
ლაზარევის შელფური მყინვარის პირველი აეროფოტოსურათები გადაიღო მესამე გერმანულმა ანტარქტიდულმა ექსპედიციამ ალფრედ რიჩერის ხელმძღვანელობით 1938–39 წლებში.[3]
1959–61 წლებში მყინვარზე მოქმედებდა ლაზარევის საბჭოთა სამეცნიერო სადგური.[4] ლაზარევის შელფური მყინვარი აღმოაჩინა ფადეი ბელინსგაუზენისა და მიხეილ ლაზარევის პირველმა რუსულმა ანტარქტიდულმა ექსპედიციამ 1820 წლის თებერვალში. სახელი ეწოდა რუსეთის ფლოტის სარდლის, ადმირალ მიხეილ ლაზარევის პატივსაცემად 1960 წელს.[1]