ლაზარევის სადგური

ლაზარევის სადგური (რუს. Станция Лазарев) — სსრკ-ის ანდარქტიდული სამეცნიერო-კვლევითი სადგური, რომელიც მოქმედებდა აღმოსავლეთ ანტარქტიდაში, ლაზარევის შელფური მყინვარის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში 1959 წლის 10 მარტიდან 1961 წლის 26 თებერვლამდე.[1]

ლაზარევის სადგური
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
მდებარეობა ანტარქტიდის დროშა ანტარქტიდა
დაარსების თარიღი 10 მარტი, 1959
დაკეტვის თარიღი 26 თებერვალი 1961
კოორდინატები 69°58′ ს. გ. 12°55′ ა. გ. / 69.967° ს. გ. 12.917° ა. გ. / -69.967; 12.917
ლაზარევის სადგური — ანტარქტიდა
ლაზარევის სადგური
ლაზარევის სადგური

ატარებდნენ მეტეოროლოგიურ, გლაციოლოგიურ, გეომორფოლოგიურ, ოკეანოლოგიურ, აეროლოგიურ და აქტინომეტრიულ კვლევებს, ამას გარდა, სწავლობდნენ დედამიწის მაგნეტიზმსა და პოლარულ ციალს. სადგური დედოფალ მოდის მიწის სამარშრუტო (საავიაციო და მიწისზედა) გეოლოგიური და გეოგრაფიული კვლევების და აგრეთვე ამ რაიონში აეროფოტოგადაღებითი სამუშაოების ბაზას წარმოადგენდა. 1961 წლის 18 თებერვლიდან სამეცნიერო დაკვირვებები გაგრძელდა სადგურ ნოვოლაზარევსკაიაზე, რომელიც განლაგებულია ლაზარევის სადგურიდან სამხრეთით 18 კმ-ში. დაიკეტა საბჭოთა ანტარქტიდული ექსპედიციის დასრულებისთანავე.[2]

ფუნქციონირების ერთ-ერთ მთავარ სირთულეს ქარბუქი წარმოადგენდა, რომლის გამო მოკლე დროის განმავლობაში პატარა ნაგებობები თოვლით იფარებოდა. სხვა პრობლემას ქმნიდა შელფური მყინვარის შესაძლო დაშლის ალბათობა.[3] სახელი ეწოდა ადმირალ მიხეილ ლაზარევის პატივსაცემად.[2]