ლავო (ფრანგ. Lavaux) — რეგიონი შვეიცარიის ვოს კანტონში, ლავოს რაიონში. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მონაცემები ამ ტერიტორიაზე მევენახეობის არსებობას ჯერ კიდევ რომაულ ხანაში იუწყება, არსებული თანამედროვე ვენახების ტერასები XI საუკუნიდან იღებს სათავეს, როდესაც ამ არეალს ბენედიქტელთა და ცისტერიანელთა მონასტრები აკონტროლებდნენ. ლავო მოიცავს 830 ჰა დატერასებულ ვენახებს, რომლებიც გადაჭიმულია ჟენევის ტბის ჩრდილოეთ სანაპიროზე, სამხრეთისაკენ მომზირალ კალთებზე, 30 კმ სიგრძეზე. კლიმატი ზომიერია, რაც მევენახეობისთვის საკმაოდ ხელსაყრელია, ასევე, ტერასების სამხრეთული მიმართულება განაპირობებს იმას, რომ ისინი ტბიდან ანარეკლ მზის სხივებსაც იღებენ, რაც რეგიონს ხლემთაშუაზღვიურ ხასიათს ანიჭებს. ყურძნის მთავარი ჯიშია ჩასელა.

ლავოს ვენახის ტერასები*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii, iv, v
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 46°29′31″ ჩ. გ. 06°44′46″ ა. გ. / 46.49194° ჩ. გ. 6.74611° ა. გ. / 46.49194; 6.74611
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2007  (31-ე სესია)
ნომერი 1243
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1243
ინგლ.რუს.ფრ.

კანტონის კანონმდებლობით, ვენახები დაცულია ყოველგვარი თანამედროვე განვითარებისგან. 2007 წლიდან, ისინი ასევე შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ლავო&oldid=4125228“-დან