ლადიკო დოლიძე

ქართველი მომღერალი

ლადიკო დოლიძე (დ. 1858, ასკანა — გ. 1921) — ქართველი სახალხო მომღერალი, ლოტბარი, გურული ხალხური სიმღერების შემსრულებელი.

ლადიკო დოლიძე
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ვლადიმერ გიორგის ძე დოლიძე
დაბ. თარიღი 1858
დაბ. ადგილი ასკანა
წარმოშობა გურია
გარდ. თარიღი 30 აპრილი, 1921
ჟანრ(ებ)ი ფოლკლორი
საქმიანობა მომღერალი, ლოტბარი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა შეძლებული გლეხის ოჯახში. მშობლებმა თავიდანვე იზრუნეს მის განათლებაზე, ჯერ სოფლის სკოლა დაამთავრა, შემდეგ კი ოზურგეთში მიაბარეს სწავლის გასაგრძელებლად. სიმღერა მაქსიმელაშვილის ოჯახში ისწავლა, ლამაზი ტემბრის ბანი ჩამოუყალიბდა, შემდეგ კი სამუელ ჩავლეიშვილის გუნდში გაწევრიანდა. ცოლად შეირთო ჭელიძის ქალი ფამფალეთიდან. მონაწილეობდა სამუელ ჩავლეიშვილის გუნდის ყველა ღონისძიებაში, მათ შორის სიმღერების ფირფიტებზე ჩაწერაში.

ლიტერატურა

რედაქტირება