ლაგუნა-ვერდე
ლაგუნა-ვერდე (ესპ. მწვანე ტბა) — მინერალების მაღალი შემცველობის ტბა ბოლივიის მაღალმთიანეთში, პოტოსის დეპარტამენტში. მდებარეობს ჩილეს საზღვართან, ვულკან ლიკანკაბურის ძირში, ზღვის დონიდან 4 300 მეტრზე. ფართობი შეადგენს 5,2 კმ²-ს. ვიწრო კორიდორით გამოყოფილია ტბა ლაგუნა-ბლანკასგან.
ლაგუნა-ვერდე | |
---|---|
Laguna Verde | |
კოორდინატები: 22°47′38″ ს. გ. 67°48′44″ დ. გ. / 22.79389° ს. გ. 67.81222° დ. გ. | |
მდებარეობა | ბოლივია, პოტოსის დეპარტამენტი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 4 300 მ |
ფართობი | 5.2 კმ² |
სანაპირო ზოლის სიგრძე | 10 კმ |
მედიაფაილები ვიკისაწყობში |
წყლის მწვანე შეფერილობა განპირობებულია მასში სპილენძის შემცველი მინერალების მაღალი კონცენტრაციით. ტბა გამოირჩევა თბილი წყლით.
არის შემთხვევები, როდესაც მნახველები ტბაზე საოცარ სანახაობას აწყდებიან — ფლამინგოების ცეკვას.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირება