ლიკანკაბური (ესპ. Licancabur) — სიმეტრიული სტრატოვულკანი სამხრეთ ამერიკაში, ჩილესა და ბოლივიის საზღვარზე. მდებარეობს ლაგუნა-ვერდეს ტბის სამხრეთ-დასავლეთით. ვულკანის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილი და ზღვის დონიდან 5400 მ სიმაღლის მწვერვალი ეკუთვნის ბოლივიას, ხოლო დანარჩენი, მისი უდიდესი ნაწილი, 5920 მ სიმაღლის მწვერვალი და ვულკანური კრატერი ჩილეს.[1][2]

ლიკანკაბური
ლიკანკაბური
ლიკანკაბური
კოორდინატები: 22°50′00″ ს. გ. 67°53′00″ დ. გ. / 22.83333° ს. გ. 67.88333° დ. გ. / -22.83333; -67.88333
ქვეყანა ბოლივიის დროშა ბოლივია
ჩილეს დროშა ჩილე
სიმაღლე 5920 
ლიკანკაბური — ბოლივია
ლიკანკაბური

ასევე ჩილეს საზღვრებშია ვულკანთან მდებარე კრატერის ტბა ლიკანკაბური, რომელიც წელიწადის უმეტეს დროს ყინულითაა დაფარული. მისი ტემპერატურა ხშირად -30 °C-მდე ეცემა. შეიცავს პლანქტონურ ფაუნას.

მწვერვალზე მდებარეობს ინკების მიერ აშენებული ძეგლების ნანგრევები, რომლებიც ამტკიცებს, რომ მისი ამოფრქვევა მინიმუმ ბოლო 500-1000 წლის მანძილზე არ მომხდარა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება