ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ლაგომი (წარმოითქმის [ˈlɑ̂ːɡɔm]) — შვედური წარმოშობის სიტყვა, რომელიც ნიშნავს „ზომიერებას“, „ზუსტ რაოდენობას“.

სიტყვა შესაძლოა ვთარგმნოთ, როგორც დაბალანსება, შესაფერისად მოქმედება. მაშინ როდესაც სიტყვები „საკმაო“ და „საშუალო“ ზომიერების კონკრეტულ ხარისხს გამოხატავენ, ლაგომი გულისხმობს მიზანშეწონილობას. ტერმინის პირველსახე არის შვედური ანდაზა: „ზომიერება საუკეთესო რამაა“ („Lagom är bäst“). ასევე ითარგმნება როგორც „ზომიერებაში არის მადლი“.[1]

ეტიმოლოგია

რედაქტირება

ტერმინის წარმოშობა უკავშირდება არქაულ მიცემითი ბრუნვის ფორმას სიტყვისა lag (კანონი). ამ შემთხვევაში საუბარია არა სამართლებრივ კანონზე, არამედ საღი აზრის გამომხატველი ნორმების ერთობლიობაზე. ყველაზე ადრე ტერმინი გვხვდება მე-17 საუკუნის ჩანაწერებში.

გავრცელებული ფსევდო-ეტიმოლოგია, ანუ ხალხური ეტიმოლოგია ტერმინისა გვაუწყებს, რომ ის წარმოიქმნა სიტყვის „laget om“ (გუნდში, გუნდის წევრებს შორის) კუმშვის შედეგად. მითის მიხედვით, ამ ფრაზას იყენებდნენ ვიკინგები, რომ დაეზუსტებინათ რა რაოდენობის სასმელი ერგებოდა თითოეულს, რომ გადანაწილება თანაბარი, სამართლიანი ყოფილიყო.[2]

გამოყენება

რედაქტირება

ლაგომი ყველაზე ხშირად გამოიყენება როგორც ზმნიზედა, როგორც წინადადებაში " Han är lagom lång " (სიტყვასიტყვით „ის ზუსწორი სიმაღლეა“). ლაგომი ასევე შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც ზედსართავი სახელი: " Klänningen var lagom för henne " (სიტყვასიტყვით „კაბა სწორედ მისთვის იყო შესაფერისი“), რაც „კაბა ჯდება მას“ ექვივალენტური იქნება. ზედსართავი ფორმა არასოდეს ირეკლება .

ლაგომი გამოხატავს უმნიშვნელოვანეს ბალანსს ცხოვრებისა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ზომიერების ფარგლებში. ლაგომი მატერიალიზმისა და კონსუმერიზმის საპირისპირო ცნებაა. ტერმინი მოიცავს რესურსების ეკონომიურად, ზომიერად გამოყენებას, საქმესა და გართობას შორის ბალანსის დაცვას, გარემოსდაცვით საკითხებზე ზრუნვას.

კულტურული მნიშვნელობა

რედაქტირება

ტერმინი ასახავს ძირითად შვედურ ნაციონალურ ცნობიერებას, ფსიქოლოგიას, კონსენსუსისა და თანასწორობის მიღწევის პათოსს.

ლაგომი არის შვედური ცხოვრებისეული ფილოსოფია, ეროვნული მსოფლმხედველობის გამოხატულება. შვედებისთვის ლაგომი არის ცხოვრების წესი, თანდაყოლილი ჩვეულება, რომელიც გამოხატავს იდეას, რომ ყველაფერი უნდა იყოს ზომიერად, არც ძალიან ბევრი და არც ძალიან ცოტა. ის გულისხმობს უკიდურესობათაგან თავის დაღწევას, ოქროს საშუალის პოვნას.

ბოლო პერიოდში შვედეთში გამოჩნდა რისკის ტოლერანტობა (ინვესტიციის შედეგად მიღებული მოგების არამდგრადობა, ცვალებადობა), მწვავე კრიზისმა გამოიწვია წარუმატებლობა ადრეულ 1990-იან წლებში. მიუხედავად ამისა, მიიჩნევა, რომ მოქალაქისათვის იდეალი არის მოკრძალებულობა, უკიდურესობებისაგან თავის დაღწევა.

მსგავსი ტერმინები სხვა ენებიდან

რედაქტირება

სიტყვა ლაგომი არსებობს ნორვეგიულ ენაშიც. ნორვეგიულში ამ სიტყვის სინონიმია მორგებული, შესაფერისი, კომფორტული, სასიამოვნო, რიგიანი. ნორვეგიული სიტყვა „passelig“ და მისი გავრცელებული ფორმა „passe“ ითარგმნება, როგორც შესაფერისი, ადეკვატური. „passe“ გამოიყენება ყველა იმ კონტექსტში, რომელშიც გამოვიყენებთ შვედურ სიტყვას „lagom“. მაგალითად: „passe varm“ (ზუსტი, დაბალანსებული ტემპერატურა).

ფინურ ენაში არსებობს სიტყვა „Sopivasti“, რომელიც ითარგმნება, როგორც „ზუსტი ზომის“.

შვედური ტერმინის ძირითადი აზრი დაახლოებით იგივეა, რაც რუსული სიტყვა „нормально“, რომელიც გამოხატავს მტკიცე, ნორმალურ მდგომარეობას. მაგალითად, ეს ტერმინი გამოიყენება „როგორ ხარ“ კითხვაზე პასუხის გასაცემად.

ალბანურ ენაში არსებობს სიტყვა „taman“, რომელიც წარმოდგება თურქული სიტყვისგან „tamam“ (ზუსტად). ალბანურ ენაში ამ სიტყვას იგივე გამოყენება აქვს, რაც „lagom“-ს.

ტაილანდურ ენაში სიტყვა พอ เพียง (phor phiang) მსგავსი მნიშვნელობის მატარებელია.[3]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Prisma’s Stora Engelska Ordbok, 1995.
  2. Karlsson Anna-Malin. (7 June 2015) Se upp för retoriken om ursprung. Svenska Dagbladet. ციტირების თარიღი: 5 December 2019.
  3. SIRICHANTHANUN, WASSACHOL. (2 November 2017) ปรัชญา 'ลากอม' : แง่งามของสวีดิชหรือวิกฤติแห่งความกลาง?. ციტირების თარიღი: 3 January 2018.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლაგომი“-დან