ლაბადა — მოკლე, წელში გამოყვანილი სამოსელი ქალისა (კახეთი). იგივეა, რაც ყაბაჩა ანუ ყაბარჩა, რომელსაც რუსთაველის ეპოქაში საქართველოში მამაკაციც ხმარობდა და ქალიც. ლაბადა ფერადი ქსოვილისაგან იკერებოდა, ზოგს სარჩულად თახვის ბეწვი ჰქონდა დადებული და ზამთარშიც ეცვათ. ქალის ლაბადა საინგილოში XX საუკუნის დასაწყისამდე იხმარებოდა. მას ყოშებთან ახალუხზე იცვამდნენ. კერავდნენ სხვადასხვა ქსოვილისაგან. გვერდებზე ჩაქები ჰქონდა, ირგვლივ კი ფერადი არშია და ქობა, გულისპირებზე ღილი. აგრეთვე ლაბადა ეწოდება წვიმის დროს წამოსასხამს, საწვიმარს.

ლიტერატურა

რედაქტირება