კუ-ბაბა
კუ-ბაბა — ძველი შუმერის ქალაქ ქიშის მმართველი ქალი ძვ. წ. XXIV საუკუნის დასაწყისში.
იგი არის ერთადერთი ქალი მმართველი ქიშის მესამე დინასტიაში, რომელიც მოხსენებულია მეფეთა სიაში. მოგვიანებით მიიჩნიეს როგორც შუმერულ-აქადური მითოლოგიის ნაწილი.
დედოფალი კუ-ბაბა
რედაქტირებატრადიციის თანახმად კუ-ბაბა ითვლება ქიშის მესამე და მეოთხე დინასტიების ფუძემდებლად. ძველი შუმერული ხელნაწერი „მეფეთა სია“ გვამცნობს, რომ თავდაპირველად კუ-ბაბა ტავერნის ან დუქნის მფლობელი. მან შეძლო ხელისუფლებაში მოსვლა დრამატულ მომენტში, როდესაც წინამორბედი ქიშის მეორე დინასტია დაეცა ურუქთან ბრძოლაში.ამ თვალსაზრისით უცნობია სხვა ასეთი დაბალი წარმოშობის ქალი შუმერის ისტორიაში, რომელმაც შელო და მიაღწია მმართველობის მწვერვალებს. „მფეთა სია“ მის შესახებ წერს, რომ მან გააძლიერა ქიში“.
სიის თანახმად კუ-ბაბა ქვეყანას მართავდა 100 წელი. მიაღწია დამოუკიდებლობას ლაგაშის მმართველის ენანთუმ I-ისა და ურუქის მმართველ ენ-შაკუშანისაგან. ესაგილას ქრონიკაში საუბარია, რომ იგი არის სემიტური ქალაქის, აკშაკის მმართველის ფუზურ-სამუკანის თანამედროვე. ღმერთმა მარდუქმა მას ერთგულებისათვის მისცა ძალაუფლება “მთელს მსოფლიოზე“.
მისი მმართველობის სიძლიერეზე შესაძლებელია საუბარი, რადგან იგი მოხსენიებულია ასურბანიფალის ბიბლიოთეკის წარღვნის შემდეგი პერიოდის სიებში. არ არის გამორიცხული, რომ მისი ისტორია საფუძვლად დაედო თქმულებებს ბაბილონეთის დედოფალ სემირამიდას შესახებ.
მითოლოგიაში
რედაქტირებამოგვიანებით კუ-ბაბა მიიჩნიეს, როგორცმესოპოტამიის ქალ-ღმერთი. კერძოდ, იგი იყო ქალღმერთი, რომელიც იცავდა ქალაქ ქარხემიშს. მისი გამოსახულება გავლენას ახდენს მოგვიანო პერიოდის ანატოლიურ ქალღმერთ კიბელეზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- История Древнего Востока. Зарождение древнейших классовых обществ и первые очаги рабовладельческой цивилизации. Часть 1. Месопотамия / Под редакцией И. М. Дьяконова. — М.: Главная редакция восточной литературы издательства «Наука», 1983. — 534 с. — 25 050 экз.
- Белицкий Мариан. Шумеры.Забытый мир / Пер. с польского. — М.: Вече, 2000. — 432 с. — (Тайны древних цивилизаций). — 10 000 экз. — ISBN 5-7838-0774-5.
- Древний Восток и античность. // Правители Мира. Хронологическо-генеалогические таблицы по всемирной истории в 4 тт.] / Автор-составитель В. В. Эрлихман. — Т. 1.
- "The Weidner 'Chronicle' mentioning Kubaba" დაარქივებული 2006-02-28 საიტზე Wayback Machine. . From Grayson, A. K. (1975). Assyrian and Babylonian Chronicles.
- Munn, Mark (2004). "Kybele as Kubaba in a Lydo-Phrygian Context" დაარქივებული 2010-05-16 საიტზე Wayback Machine. : Emory University cross-cultural conference "Hittites, Greeks and Their Neighbors in Central Anatolia" (Abstracts)
- Laroche Emmanuel, "Kubaba déesse anatolienne, et le problème des origines de Cybèle", Eléments orientaux dans la religion grecque ancienne, Paris 1960, p. 113-128.
- Vermaseren, Maarten J., Cybele and Attis; the Myth and the Cult, A.M.H. Lemmers, Trans., Thames and Hudson, London. (1970)