კუჩინგი
კუჩინგი (ოფიციალურად ქალაქი კუჩინგი) ― სარავაკის შტატის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი მალაიზიაში. კუჩინგის დანაყოფის დედაქალაქი. ქალაქი მდინარე სარავაკზეა განლაგებული, კუნძულ ბორნეოზე, სარავაკის შტატის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ქალაქის ფართობი 431 კმ²-ია. კუნჩინგის ჩრდილოეთ ადმინისტრაციული რეგიონის მოსახლეობა 165 642 ადამიანს, ხოლო სამხრეთ ადმინისტრაციული რეგიონის მოსახლეობა 159 490 ადამიანს შეადგენს.
ადმინისტრაციული ერთეული | ||
---|---|---|
კუჩინგი | ||
ქვეყანა | მალაიზია | |
კოორდინატები | 1°33′27″ ჩ. გ. 110°20′38″ ა. გ. / 1.55750° ჩ. გ. 110.34389° ა. გ. | |
დაარსდა | 1827 | |
ფართობი | 431020000 კვადრატული მეტრი | |
მოსახლეობა | 325 132 (2010) | |
სასაათო სარტყელი | Time in Malaysia | |
საფოსტო ინდექსი | 93000–93999 | |
ოფიციალური საიტი | http://www.dbku.gov.my/ | |
| ||
კუჩინგი სარავაკის მესამე დედაქლაქი იყო 1827 წელს, ბრუნეის იმპერიის დროს. 1841 წელს სარავაკის სამეფოს დედაქალაქი გახდა. მეორე მსოფლიო ომის დროს, 1942-1945 წლებში კუჩინგი იაპონელებს ჰქონდათ დაკავებული. იაპონელებმა კუჩინგის მახლობლად ბატუ-ლინტანგის ბანაკი მოაწყვეს, სადაც ომის ტყვეები და სამოქალაქო პირები ჰყავდათ დატყვევებული. ქალაქი ომს ხელუხლებლად გადაურჩა. 1946-1963 წლებში კუჩინგი სარავაკის სამეფო კოლონიაში შედიოდა. 1963 წელს მალაიზიის შექმნის შემდეგ კუჩინგმა შტატის დედაქალაქის სტატუსი შეინარჩუნა, ხოლო ქალაქის სტატუსი 1988 წელს მიიღო. მას შემდეგ ქალაქი ორ ადმინისტრაციულ რეგიონად იყოფა.
კუჩინგი იუნესკოს გასტრონომიის ქალაქია.[1] ქალაქი მთავარი გასასვლელია სარავაკისა და ბორნეოს ვიზიტორებისთვის.[2] კუჩინგის ჭარბტენიანი ტერიტორიების ეროვნული პარკი ქალაქიდან 30 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. ქალაქის სხვა ტურისტული ღირსშესანიშნაობებია: ბაკოს ეროვნული პარკი, სემენგოჰის ველური ბუნების ცენტრი, წვიმის ტყეების მსოფლიო მუსიკალური ფესტივალი, ახალი სარავაკის სახელმწიფო საკანონმდებლო ასამბლეის შენობა, სარავაკის სახელმწიფო მუზეუმი და სხვ. ქალაქი აღმოსავლეთ მალაიზიის მთავარი სამრეწველო და კომერციული ცენტრია.[3][4]
გეოგრაფია
რედაქტირებაკუჩინგი მდინარე სარავაკის სანაპიროებზე, კუნძულ ბორნეოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ქალაქის საერთო ფართობი 431 კმ²-ია. ქალაქი სამხრეთით კუჩინგის საერთაშორისო აეროპორტიდან სანტუბონგისა და ბაკოს ნახევარკუნძულების ჩრდილოეთ სანაპირომდეა გადაჭიმული, დასავლეთით კუჩინგის ჭარბტენიანი ტერიტორიების ეროვნული პარკიდან აღმოსავლეთით მდინარე კუაპის ესტუარამდე. მდინარე სარავაკი ქალაქს ორ, ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად ჰყოფს. ქალაქის უმაღლესი მწვერვალია სანტუბონგის მთა, რომელიც ამავე სახელწოდების ნახევარკუნძულზე მდებარეობს. მწვერვალი ზღვის დონიდან 810.2 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, ქალაქის ცენტრიდან 35 კმ-ით ჩრდილოეთით.
კლიმატი
რედაქტირებაკიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით კუჩინგი ეკვატორულ კლიმატურ სარტყელშია, ზომიერად ცხელი, თუმცა ტენიანი და საკმაო რაოდენობით წვიმითაც ხასიათდება. საშუალო წლიური ნალექიანობა 4 200 მმ-ია. კუჩინგი ყველაზე სველი დასახლებული ტერიტორიაა მალაიზიაში. საშუალო წვიმიანი დღეების რაოდენობა 247 დღეს უტოლდება. ქალაქი საშუალოდ დრეში 5 სთ-ის მანძილზე იღებს მზის სინათლეს, ხოლო იანვარში (წლის ყველაზე ნალექიანი თვე) მზიანი პერიოდი დღეში 3.7 სთ-მდე მცირდება. ყველაზე ნალექიანი პერიოდი ჩრდილო-აღმოსავლეთის მუსონების დროსაა, ნოემბრიდან თებერვლამდე პერიოდში. ყველაზე მშრალი თვეები ივნისიდან აგვისტომდეა. კუჩინგის ტემპერატურა 19 °C-დან (66 °F) 36 °C-მდეა (97 °F). დილის საშუალო ტემპერატურა 23 °C-ია (73 °F), ხოლო შუადღის შემდეგ 33 °C-მდე (91 °F) იზრდება. ტემპერატურა თითქმის მუდმივია მთელი წლის მანძილზე და ძლიერი წვიმები და ქარები დიდ გავლენას ვერ ახდენს. იშვიათად, ქარებისა და წვიმების გავლენით ადრეული დილით ტემპერატურა უჩვეულოდ შეიძლება დაეცეს.
დემოგრაფია
რედაქტირებაკუჩინგის მკვიდრებს კუჩინგიტეს სახელწოდებით მოიხსენიებენ ხოლმე, თუმცა არაოფიციალურად. უფრო მარტივად, კუჩინგის მკვიდრებს „ორანჟ კუჩინგს“ უწოდებენ, რაც „კუჩინგის ხალხს“ ნიშნავს.
ეთნოსი
რედაქტირება2022 წლის მალაიზიის სტატისტიკის დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით კუჩინგის მოსახლება 402 738 ადამიანს უტოლდება. ქალაქის მოსახლეობა (ჩრდილოეთი კუჩინგი, სამხრეთი კუჩინგი და პადავანი) მალაიებისგან (146 067), ჩინელებისგან (138 620), იბანებისგან (82 743), ბიდაიუჰებმა (20 065), არამალაიზიელი მოქალაქეების (5 048), სხვა სარავაკელი ბუმიპუტრებისგან (4 076), მელანაუებისგან (1 840), ინდოელებიდგან (3 257) და სხვ. ეთნოსების წარმომადგენლებისგან (1 022) შედგება.
იბანები, ბიდაიუჰები, დაიაქები და ბუმიპუტრები ძირითადად ქრისტიანები არიან. ზოგიერთი ანიმიზმს მისდევს, ხოლო ჩინელები ბუდიზმის, ტაოიზმისა და ქრისტიანობის მიმდევრები არიან. მალაიელები და მელანაუები ისლამის მიმდევრები არიან. ქალაქში მცირე რაოდენობით ინდუისტები, სიქჰები და სეკულარისტებიც ცხოვრობენ.
ქალაქში მნიშვნელოვანი რაოდენობით მოქალაქეობის არმქონე პირები ცხოვრობენ, რომლებიც ძირითადად მეზობელი ინდონეზიის კალიმანტანის რეგიონიდან ჩასული მიგრანტები არიან. ბრიტანელთა მმართველობის პერიოდიდან მოყოლებული ქალაქში მცირე რაოდენობით სამხრეთაზიელები, განსაკუთრებით პაკისტანელები სახლობენ, რომლებიც მეტწილად ტანსაცმლითა და სანელებლებით ვაჭრობენ. სხვა მიგრანტებს მიეკუთვნებიან ბუგისები ნიდერლანდების ოსტინდოეთიდან და სხვა რასები ნიდერლანდების ბორნეოდან.[5] კუჩინგში გავრცელებულია სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლებს შორის ქორწინება. ქალაქში 30-მდე ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს.[6][7]
-
წმ. იოსების საკათედრო ტაძარი
-
კუჩინგის მეჩეთი
-
ჰონგ-სან-სის ტაძარი
საერთაშორისო ურთიერთობები
რედაქტირებაკუჩინგში მრავალი ქვეყნის საკონსულო მდებარეობს, მათ შორის: ავსტრალიის,[8] ჩინეთის,[9] ბრუნეის,[10] დანიის,[11] საფრანგეთის,[12] ინდონეზიის,[13] პოლონეთისა[14] და გაერთიანებული სამეფოს.[15]
დაძმობილებული ქალაქები
რედაქტირებაკუჩუნგი 10 ქალაქთანაა დაძმობილებული:
- დალი-ბაის ავტონომიური პრეფექტურა, ჩინეთი.[16]
- კუნმინგი, ჩინეთი.[17]
- სიამენი, ჩინეთი.[18]
- ჩჟენცზიანი, ჩინეთი.[19]
- ბანდუნგი, ინდონეზია.[20][21]
- პონტიანაკი, ინდონეზია.[22]
- სინგკავანგი, ინდონეზია.[23]
- ჯოჰორ-ბაჰრუ, მალაიზია.[22]
- ჯიდა, საუდის არაბეთი.[22]
- კუროგუ, სამხრეთი კორეა.[24]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Kuching | Creative Cities Network. ციტირების თარიღი: 2022-09-23
- ↑ John Brunton (21 January 2017). „Kuching, Malaysia: what to see plus the best restaurants, hotels and bars“. The Guardian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 December 2017. ციტირების თარიღი: 31 December 2017.
- ↑ (1997) Asia-Pacific: New Geographies of the Pacific Rim. Hurst & Company, გვ. 311–. ISBN 978-1-85065-321-9.
- ↑ Oxford Business Group (2008). The Report: Sarawak 2008. Oxford Business Group, გვ. 30, 56, 69 & 136. ISBN 978-1-902339-95-5.
- ↑ Peter Sibon (8 December 2017). „Bugis in Sarawak also Malaysians — SBA chief“. The Borneo Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 December 2017. ციტირების თარიღი: 31 December 2017.
- ↑ Damian Harper (2007). Malaysia, Singapore & Brunei. Ediz. Inglese. Lonely Planet, გვ. 339–. ISBN 978-1-74059-708-1.
- ↑ Justin Calderon. (14 April 2013) Tourism through the eyes of Sarawak's 'big village'. Investvine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 მაისი 2023. ციტირების თარიღი: 20 July 2013
- ↑ Australian Consulate in Kuching, Sarawak, Malaysia. Department of Foreign Affairs and Trade, Australia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 ივნისი 2014. ციტირების თარიღი: 3 June 2014
- ↑ Chinese Consulate-General in Kuching (Malaysia). Ministry of Foreign Affairs, China. ციტირების თარიღი: 3 June 2014
- ↑ Consulate General of Brunei Darussalam in Kuching, Sarawak Malaysia. Ministry of Foreign Affairs and Trade, Brunei. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ივნისი 2014. ციტირების თარიღი: 3 June 2014
- ↑ Danish Consulates. Ministry of Foreign Affairs, Denmark. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ივნისი 2014. ციტირების თარიღი: 3 June 2014
- ↑ Consulate. Embassy of France in Kuala Lumpur. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ივნისი 2014. ციტირების თარიღი: 3 June 2014
- ↑ Consulate General of the Republic of Indonesia, Kuching. Consulate General of Indonesia, Kuching, Sarawak, Malaysia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ივნისი 2014. ციტირების თარიღი: 4 June 2014
- ↑ Honorary Consulates in Malaysia. European External Action Service. ციტირების თარიღი: 2 June 2013
- ↑ Supporting British nationals in Malaysia. Government of the United Kingdom. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ივლისი 2014. ციტატა: „Working with local partners and honorary representatives in Penang, Langkawi, Kota Kinabalu and Kuching to assist British nationals“ ციტირების თარიღი: 4 June 2014
- ↑ „DBKU and Bai ethnic group sign letter of intent“. The Borneo Post. 7 May 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 May 2015. ციტირების თარიღი: 8 May 2015.
- ↑ InKunming. (20 April 2012) Kunming and Kuching build sister city relations. en.kunming.cn. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 ივნისი 2014. ციტირების თარიღი: 9 August 2012
- ↑ Matthew Hoekstra. (26 April 2012) Richmond to become 16th sister of Xiamen. Richmond Review. ციტატა: „Richmond will be Xiamen's first Canadian sister city and fourth in North America, where Xiamen's other friends are Baltimore, Md., Sarasota, Fla. and Guadalajara, Mexico. Its other sister cities are Cardiff, Wales; Sasebo, Japan; Cebu, Philippines; Wellington, New Zealand; Penang, Malaysia; Marathon, Greece; Sunshine Coast, Australia; Kaunas, Lithuania; Zoetermeer, Netherlands; Kuching, Malaysia; Surabaya, Indonesia; and Mokpo, South Korea.“ ციტირების თარიღი: 4 June 2014
- ↑ „Cities abroad keen to forge ties with Kuching“. New Straits Times. 2 August 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 June 2014. ციტირების თარიღი: 4 June 2014.
- ↑ M Zezen Zainal M. (21 September 2019) Sarawak Malaysia Jajaki Kerjasama Sister City dengan Kota Bandung id. Bandung Kita. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 სექტემბერი 2019. ციტირების თარიღი: 26 September 2019
- ↑ Brilliant Awal. (21 September 2019) Sarawak Malaysia Ajak Kota Bandung Jadi Sister City id. Gala Media News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 სექტემბერი 2019. ციტირების თარიღი: 26 September 2019
- ↑ 22.0 22.1 22.2 Yu Ji. (27 August 2011) Kuching bags one of only two coveted 'Tourist City Award' in Asia. The Star. ციტირების თარიღი: 1 July 2015
- ↑ Aria Cindyara; Fardah Assegaf. Sarawak Chambers explore cooperation with Singkawang. Antara (9 July 2019). ციტირების თარიღი: 26 September 2019
- ↑ Eve Sonary Heng (30 August 2012). „MBKS establishes relationship with Korean city“. The Borneo Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 June 2014. ციტირების თარიღი: 4 June 2014.