კურტ ზუმა (ფრანგ. Kurt Zouma; დ. 27 ოქტომბერი, 1994, ლიონი) — ფრანგი ფეხბურთელი, ლონდონის „ჩელსისა“ და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მცველი. მან თავისი კარიერა დაიწყო სენტ-ეტიენში და მისი პროფესიონალური დებიუტი შედგა 16 წლის ასაკში. ზუმამ მოიგო საფრანგეთის საფეხბურთო ლიგის თასი კლუბთან ერთად 2013 წელს, და იგი შეუერთდა ჩელსის £12 მილიონად 2014 წლის იანვარს. გუნდმა ის უკანვე გაანათხოვრა და დარჩენილი სეზონი საფრანგეთში გაატარა, ახალი სეზონიდან კი იგი ჩელსის დაეხმარა პრემიერ ლიგის და ინგლისის ლიგის თასის მოგებაში. ზუმამ საფრანგეთი ყველა ახალგაზრდულ დონეზე წარადგინა და მისი დებიუტი საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებში შედგა 2015 წლის 29 მარტს, დანიასთან.

კურტ ზუმა
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
კურტ ჰეპი ზუმა
დაბადების
თარიღი
27 ოქტომბერი, 1994 (1994-10-27) (29 წლის)
დაბადების
ადგილი
ლიონი, საფრანგეთი
სიმაღლე 190 სმ
სათამაშო
პოზიცია
ცენტრალური მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ჩელსი
ნომერი 15
ახალგაზრდული კარიერა
2003-2009 Vaulx-en-Velin
2003-2009 სენტ-ეტიენი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2011-2014 სენტ-ეტიენი 64 (4)
2014 ჩელსი 38 (1)
ეროვნული ნაკრები
2015- საფრანგეთი 8 (1)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 7 თებერვალი, 2016
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 9 ივლისი, 2021

ტიტულები რედაქტირება

  ჩელსი:(4)


რესურსები ინტერნეტში რედაქტირება