კუნკული

(გადამისამართდა გვერდიდან კუნკულ-ბარტყული)

კუნკული, ბარტყულა, ბარტყული,[1] კუნკულ-ბარტყული — მართლმადიდებელ ქრისტიანულ ეკლესიაში მცირე სქემის მიმღები ბერის თავსაბურავი. წარმოადგენს მართკუთხა ფორმის შავ მატერიას, რომელსაც სიგრძეში ორად გადაკეცილს თავი და ბოლო გადაკერილი აქვთ, ხოლო შუაში დატანილი აქვს ორი ლენტი.

რუსულ კამილავკაზე დაფარებული შავი ფერის კუნკული

მიტროპოლიტები (რუსული ტრადიციით) ატარებენ თეთრი ფერის კუნკულს გამშვენებული ჯვრით, მთავარეპისკოპოსები — შავს ასევე გამშვენებული ჯვრით, ხოლო ეპისკოპოსები — ჯვრის გარეშე. პატრიარქის კუნკული შავი ან თეთრი ფერისაა, ზედა ნაწილში ჯვარით. მასზე გამოსახულია სერაბიმები ან ჯვარი.

საბრძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ბერები კუნკულს ბერძნულ, რუსეთის ბერები კი რუსულ კამილავკაზე დამაგრებულს ატარებენ. დღესდღეობით საქართელოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ბერები რუსულის მსგავსად იფარავენ კუნკულს, თუმცა ძველად მიღებული იყო მისი პირდაპირ თავზე დაფარება. აღნიშნული ტრადიცია პირველად საქართველოში მამა გაბრიელმა (ურგებაძემ) აღადგინა.

დედები საქართველოში თავზე კუნკულის მაგივრად მანდილს ატარებენ, თუმცა მრავალ ქვეყანაში (განსაკუთრებით რუსეთში) მიღებულია მამების მსგავსად თავზე კამილავკისა და კუნკულის ტარება.

კუნკული ეწოდებოდა ნათლიის მიერ მოტანილ ქსოვილის ნაჭერსაც, რომელშიც ნათლობის ქრისტიანული რიტუალის შესრულების დროს ახვევდნენ ემბაზიდან ამოყვანილ ახლადმონათლულ ბავშვს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება