კულუმბურები (ლათ. Coccothraustes) — ფრინველების ჯგუფი ბეღურასნაირთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძეა 18-23 სმ. აქვთ მოკლე, მსხვილი და ძლიერი ნისკარტი. აერთიანებს 4 გვარის 9 სახეობას. საქართველოში ფართოდაა გავრცელებული ჩვეულებრივი კულუმბურები (ლათ. Coccothraustes coccothraustes). ბუდეს იკეთებს ხეზე ტყესა და ბაღში. დებს 4-7 კვერცხს. ბარტყები იჩეკებიან 14 დღეში. იკვებებიან მცენარეულობით (შინდი, ალუბალი, ბალი და სხვა). ბარტყებს პირველად კვებავენ მწერებით, შემდეგ — მცენარეთა თესლებით.

კულუმბურები

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ბეღურასნაირნი
ოჯახი:  მთიულასებრნი
გვარი:  კულუმბურები
ლათინური სახელი
Coccothraustes
ჯიშები

ლიტერატურა

რედაქტირება