კუკუნორის ქედი
კუკუნორის ქედი — ქედი ჩინეთში, ნანშანის მთათა სისტემის ნაწილი. სამხრეთ-დასავლეთიდან შემოსაზღვრავს კუკუნორის ვაკეს. სიგრძე 300 კმ, სიმაღლე 4120 მ. უმეტესწილად აგებულია გრანიტებით, აგრეთვე კრისტალური ქანებით. ცენტრალურ ნაწილში წარმოქმნის ვიწრო, მაღალ მთათა ჯაჭვს თოვლნარებითა და მცირე მყინვარებით. დასავლეთით და აღმოსავლეთით მკვეთრად დაბლდება და ღებულობს საშუალომთიან უვალებიან იერს. ჭარბობს მშრალი სტეპის ლანდშაფტები და უძრახელას ლაქები.
კუკუნორის ქედი | |
---|---|
კოორდინატები: 37°00′ ჩ. გ. 99°10′ ა. გ. / 37.000° ჩ. გ. 99.167° ა. გ. | |
ქვეყანა | ჩინეთი |
სიმაღლე | 4120 მ |
სიგრძე | 300 კმ |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კუკუნორის ქედი — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)