კუიო
კუიო (ესპ. Cuyo) — მთიანი გეოგრაფიული და ისტორიული რეგიონი ცენტრალურ-დასავლეთ არგენტინაში. ისტორიულად მოიცავდა მენდოსის, სან-ხუანისა და სან-ლუისის პროვინციებს. ამჟამინდელი ტერმინი ახალი კუიო მიუთითებს როგორც საკუთრივ კაიოზე ისე ლა-რიოხას პროვინციაზე. ახალი კუიო წარმოადგენს პოლიტიკურ და ეკონომიკურ მიკრორეგიონს. ჭარბობს მთის რელიეფი. მთავარი მდინარეა დესაგუადერო. დამახასიათებელია მშრალი კლიმატი. ეკონომიკა დაფუძნებულია სოფლის მეურნეობაზე, განსაკუთრებით განვითარებულია მევენახეობა. ბევრია ღირსშესანიშნავი ობიექტი, მათ შორის აღსანიშნავია არგენტინის უმაღლესი მწვერვალი აკონკაგუა (6960 მ). განვითარებულია ტურიზმი.