სტენლი კუბრიკი
სტენლი კუბრიკი (ინგლ. Stanley Kubrick; დ. 26 ივლისი, 1928, მანჰეტენი, ნიუ-იორკი, აშშ — გ. 7 მარტი, 1999, ჰერპენდენი, ჰერტფორდშირი, ინგლისი) — ამერიკელი კინორეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი, ცნობილი როგორც XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ნოვატორი კინემატოგრაფისტი.
სტენლი კუბრიკი | |
---|---|
სტენლი კუბრიკი | |
დაბადების თარიღი |
26 ივლისი, 1928 მანჰეტენი, ნიუ იორკი, აშშ |
გარდაცვალების თარიღი |
7 მარტი, 1999 ჰერპენდენი, ინგლისი |
საქმიანობა | კინორეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი |
აქტიური | 1951-1999 |
მეუღლე(ები) | კრისტიანა ჰარლანი 1958-1999 |
ოსკარი | 1968 — 2001: კოსმოსური ოდისეა |
BAFTA |
საუკეთესო სცენარი |
საიტი | ოფიციალური საიტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაკუბრიკი სკოლაში ცუდად სწავლობდა, განსაკუთრებული ინტერესი მხოლოდ ჭადრაკის მიმართ ჰქონდა. 13 წლის ასაკში დაბადების დღეზე ნაჩუქარმა ფოტოაპარატმა მთლიანად შეცვალა მისი ცხოვრება, სერიოზულად დაინტერესდა ფოტოგრაფიით და 17 წლისამ დაიწყო მუშაობა ფოტოგრაფად. ფოტოგრაფიამ კუბრიკი სამუშაომ ხელოვნებით დააინტერესა, ის ჩაირიცხა კოლუმბიის უნივერსიტეტში თავისუფალ მსმენელად, საარსებო თანხას ფულზე ჭადრაკის თამაშით შოულობდა.
კუბრიკი სრულწლოვანი გახდა მეორე მსოფლიო ომის დასრულებისას და მას, ისევე როგორც მის თაობას, აღელვებდა ბირთვული ომის საშიშროება. მას სურდა ამ თემაზე ფილმის გადაღება და ურჩიეს რომანი „წითელი საფრთხე“. კუბრიკმა დაიწყო ეკრანიზაციაზე მუშაობა ჯეიმზ ბ. ჰარისთან ერთად, რმომელიც მისი ბოლო სამი ფილმის პროდიუსერი იყო. კუბრიკმა ორმოცამდე პოლიტიკური და სამხედრო შინაარსის წიგნი შეისწავლა. მან გადაწყვიტა სერიოზული წიგნის სატირულ ფილმად ქცევა. ფილმს „დოქტორი სტრეინჯლავი: ანუ როგორ გადავეჩვიე შიშს და შევიყვარე ბომბი“ ეწოდა. ფილმის გადაღება ტექნიკური და პოლიტიკური მიზეზების გამო შეუძლებელი იყო აშშ-ში, ამიტომ კუბრიკი ინგლისში გადავიდა სამუშაოდ. კუბრიკმა მიიწვია პიტერ სელერსი, რომელთან თანამშრომლობა „ლოლიტაში“ წარმატებული გამოდგა ამ ფილმშიც და მას სამი სხვადასხვა როლი შეასრულებინა.
კუბრიკმა თავდაპირველად დოკუმენტური ფილმების გადაღება დაიწყო. შემდეგ კი საკუთარი ხარჯებით მხატვრული ფილმების გადაღებას მიჰყო ხელი. ის თავად იყო საკუთარი ადრეული ფილმების რეჟისორი, პროდიუსერი, ოპერატორი, მემონტაჟე და ხმის რეჟისორი. ჰოლივუდისკენ გზა მას პროდიუსერმა ჯეიმზ ჰარისმა გაუკვალა. კუბრიკის მხოლოდ პირველი ორი ფილმის იყო ორიგინალური სცენარით გადაღებული, ყველა სხვა ცნობილი ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანიზაციას წარმოადგენს. კუბრიკის მიერ ეკრანიზებულია ენტონი ბერჯესის, ვლადიმერ ნაბოკოვის, სტივენ კინგის, უილიამ თეკერეისა და სხვათა ნაწარმოებები. მას ასევე უმბერტო ეკოს რომანების ეკრანიზაციაც სურდა, თუმცა ავტორისგან თანხმობა ვერ მიიღო. რეჟისორი თავის ფილმებში დიდ ყურადღებას აქცევდა სპეციფიკურ მსხვილ ხედებს, იყენებდა პოპულარულ და კლასიკურ მუსიკას.
ფილმოგრაფია
რედაქტირებაწელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1951 | დფ | ბრძოლის დღე | Day of the Fight | რეჟისორი, პროდიუსერი, ოპერატორი |
1951 | დფ | მფრინავი პადრე | Flying Padre | რეჟისორი, სცენარისტი, ოპერატორი |
1953 | დფ | მეზღვაურები | The Seafarers | რეჟისორი, ოპერატორი |
1953 | ფ | შიში და გატაცება | Fear and Desire | რეჟისორი, პროდიუსერი, ოპერატორი |
1955 | ფ | მკვლელის კოცნა | Killer’s Kiss | რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი, ოპერატორი |
1956 | ფ | მკვლელობა | The Killing | რეჟისორი, სცენარისტი |
1957 | ფ | დიდების ბილიკები | Paths of Glory | რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი |
1960 | ფ | სპარტაკი | Spartacus | რეჟისორი |
1962 | ფ | ლოლიტა | Lolita | რეჟისორი, სცენარისტი |
1964 | ფ | დოქტორი სტრეინჯლავი | Dr. Strangelove or: How I Learned to Stop Worrying and Love the Bomb | რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი |
1968 | ფ | 2001: კოსმოსური ოდისეა | 2001: A Space Odyssey | რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი |
1971 | ფ | მექანიკური ფორთოხალი | A Clockwork Orange | რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი |
1975 | ფ | ბარი ლინდონი | Barry Lyndon | რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი |
1980 | ფ | ნათება | The Shining | რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი |
1987 | ფ | სრულმეტალიკური გარსი | Full Metal Jacket | რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი |
1999 | ფ | ფართოდ დახუჭული თვალებით | Eyes Wide Shut | რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი |
ჯილდოები და ნომინაციები
რედაქტირებაჯილდოები
რედაქტირება- 1972 - ბაფტა საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის ფილმისთვის „მექანიკური ფორთოხალი“
- 1975 - ბაფტა საუკეთესო რეჟისურისთვის ფილმისთვის „ბარი ლინდონი“
ნომინაციები
რედაქტირება- 1964 - ოსკარი საუკეთესო რეჟისორისთვის ფილმისთვის „დოქტორი სტრეინჯლავი“
- 1971 - ოსკარი საუკეთესო რეჟისორისთვის ფილმისთვის „მექანიკური ფორთოხალი“
- 1971 - ოსკარი საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის ფილმისთვის „მექანიკური ფორთოხალი“
- 1971 - ოქროს გლობუსი საუკეთესო რეჟისორისთვის ფილმისთვის „მექანიკური ფორთოხალი“
- 1972 - BAFTA საუკეთესო რეჟისურისთვის ფილმისთვის „მექანიკური ფორთოხალი“
- 1975 - ოსკარი საუკეთესო რეჟისორისთვის ფილმისთვის „ბარი ლინდონი“
- 1975 - ოსკარი საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის ფილმისთვის „ბარი ლინდონი“
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაპორტალი „კინო“ | |
სტენლი კუბრიკი ვიკიციტატებში | |
სტენლი კუბრიკი ვიკისაწყობში |