კრუშევოს რესპუბლიკა
კრუშევოს რესპუბლიკა (მაკედ. Крушевска република) — ერთ-ერთი პირველი რესპუბლიკა ბალკანეთში. დაარსდა ილინდენის აჯანყების დროს და იარსება მხოლოდ 10 დღე — 1903 წლის 3 აგვისტოდან 13 აგვისტომდე.
კრუშევოს რესპუბლიკა Крушевска република რესპუბლიკა | |||||||
| |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||
დედაქალაქი | კრუშევო | ||||||
მმართველობის ფორმა | რესპუბლიკა | ||||||
პრეზიდენტი | |||||||
- 1903 | ნიკოლა კარევი | ||||||
პრემიერ-მინისტრი | |||||||
- 1903 | ვანგელ დინუ | ||||||
ამჟამად ნაწილია | მაკედონია | ||||||
ისტორია | |||||||
- დაარსდა | 3 აგვისტო, 1903 | ||||||
- გაუქმდა | 13 აგვისტო, 1903 | ||||||
ისტორია
რედაქტირებააჯანყების დროს, 750 მეამბოხემ ნიკოლა კარევის მეთაურობით, მოახერხა ქალაქ კრუშევოდან თურქების განდევნა. ქალაქში მაშინვე ჩამოყალიბდა თვითმმართველობა და მოიწვიეს რესპუბლიკის საბჭო, რომელიც შედგებოდა 60 წევრისაგან, მათგან 20 იყო ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი. რესპუბლიკის დროებითი 6 კაციანი რევოლუციური მთავრობის ხელმძღვანელი გახდა სოციალ-დემოკრატი ნიკოლა კარევი.
ყველაზე ცნობილი დოკუმენტი, რომელიც რესპუბლიკის არსებობის პერიოდში მიიღეს არის კრუშევოს მანიფესტი. 6 აგვისტოს მანიფესტმა მაკედონიის მთელ მოსახლეობას მოუწოდა გაერთიანებულიყვნენ ოსმალეთის იმპერიის ბატონობის წინააღმდეგ.
13 აგვისტოს კრუშევო დაიკავა ოსმალეთის შეიარაღებულმა ძალებმა, ქალაქი დაწვეს, ხოლო აჯანყებულები იძულებული გახდნენ გაქცეულიყვნენ.