კრონშტადტის საზღვაო ჰოსპიტალის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია

კრონშტადტის საზღვაო ჰოსპიტალის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია (რუს. Николаевская церковь в Морском госпитале) — მართლმადიდებლური ეკლესია კრონშტადტში. ეკლესია ააგეს 1905 წელს ნეობიზანტიურ სტილში. მიწერილია ვლადიმირის ტაძარზე.

კრონშტადტის საზღვაო ჰოსპიტალის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია
კრონშტადტის საზღვაო ჰოსპიტალის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია — რუსეთი
კრონშტადტის საზღვაო ჰოსპიტალის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°59′26″ ჩ. გ. 29°47′31″ ა. გ. / 59.99056° ჩ. გ. 29.79194° ა. გ. / 59.99056; 29.79194
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა კრონშტადტი, სანქტ-პეტერბურგი
სასულიერო სტატუსი აღდგენილია
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810264009
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ვასილი კოსიაკოვი
ხუროთმოძღვრული სტილი ნეობიზანტიური
თარიღდება XX საუკუნე

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას.

1905 წელს კრონშტადტის საზღვაო ჰოსპიტალის ანატომიურ თეატრთან შედგა ტაძრის სარძიკვლის საზეიმო ჩაყრა. ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობდა ვაჭარ ა. ი. იურკინის ფინანსებით და მთავარი ექიმის ვ. ი. ისაევის ინიციატივით. პროექტის ავტორი კი იყო არქიტექტორი ვასილ ანტონის ძე კოსიაკოვი.

ეკლესია 1905 წლის 31 დეკემბერს აკურთხა პროტოპრესვიტერმა ალექსანდრე ჟელობოვსკიმ, დიაკვან იოანე კრონშტადტელთან ერთად, ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე[1].

ეკლესია მიაწერეს ჰოსპიტალის ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიას, რომელიც მდებარეობდა ჰოსპიტალის მთავარი შენობის მეორე სართულზე (ეს ეკლესია დახურეს 1924 წელს). ეკლესიაში ასაფლავებდნენ საზღვაო აკადემიის მაღალჩინოსნებს და ჰოსპიტალის პაციენტებს[2].

1924 წლის დასაწყისში ეკლესია დახურეს, სამრეკლოს ზარები კი გადასადნობად გააგზავნეს. ეკლესიის შენობაში განათავსეს პიონერთა კლუბი. დიდი სამამულო ომის შემდეგ შენობაში განათავსეს სარიტუალო დარბაზი.

ამჟამად ტაძარი აღდგენილია. მისი კურთხევა შედგა 2010 წლის 19 დეკემბერს.

არქიტექტურა

რედაქტირება

ტაძარი აგებულია ფსევდობიზანტიურ სტილში. ანატომიური თეატრის შენობაზე ააშენეს სამრეკლო, რომელზეც დაკიდეს შვიდი ზარი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Тимофеевский Ф. А. Краткий исторический очерк двухсотлетия города Кронштадта. — Кронштадт: Тип. изд. «Кронштадтский Вестник», 1913. — С. 53.
  • Исакова Е. В., Шкаровский М. В. Храмы Кронштадта. — СПб.: «Паритет», 2005. — С. 88—194. — ISBN 5-93437-192-4.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Трифонов А. Освящение церкви-часовни при Кронштадтском морском госпитале // Вестник военного духовенства. — 1906. — № 2. — С. 37-42.
  2. Цитович Г. А. Храмы армии и флота. — Пятигорск, 1913. — С. 18–19.