კრის რი
კრისტოფერ ანტონ „კრის“ რი[1] (დ. 4 მარტი, 1951) — ბრიტანელი როკ და ბლუზური გიტარისტი მიდლზბროდან (ინგლისი). გამორჩეულია ბოხი ხმით და სლაიდ გიტარაზე შესრულების ტექნიკით[2][3]. „გინესის როკოპედიაში“ აღწერილია როგორც „ხრეშიანი ვოკალის მქონე უშიშარი გიტარისტი“.[4] British Hit Singles & Albums აღნიშნავს, რომ იგი 1980-იანების მიწურულის ერთ-ერთი პოპულარული მომღერალი და სიმღერების ავტორი იყო. ბრიტანეთის ათეულში „The Road to Hell (Part 2)“-ის მოხვედრის დროისთვის მას უკვე ჰქონდა წამყვანი ევროპელი შემსრულებლის სახელი.[5] მისი ორი სტუდიური ალბომი, The Road to Hell და Auberge ლიდერობდა ბრიტანეთის ალბომების ჩარტში.[5] შემსრულებელი სამჯერ იყო ნომირებული ბრიტანული მუსიკის ჯილდოზე (1988, 1989, 1990).[6][7][8] 2009 წლისთვის მსოფლიოში გაიყიდა მისი 30 მილიონზე მეტი ალბომი.[9]
კრის რი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | კრისტოფერ ანტონ რი |
დაბ. თარიღი | 4 მარტი, 1951 |
დაბ. ადგილი | მიდლზბრო, ინგლისი |
ჟანრ(ებ)ი | |
საქმიანობა |
|
ინსტრუმენტ(ებ)ი |
|
აქტიური | 1978–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | |
აღსანიშნავი ინსტრუმენტები | |
Fender Stratocaster | |
საიტი | chrisrea.com |
კრის რი ვიკისაწყობში |
ამერიკაში რი უფრო მეტად ცნობილია 1978 წლის ჰიტით „Fool (If You Think It's Over)“, რომელიც „ბილბორდის“ ცხელ ასეულში #12 პოზიციას იკავებდა და ზრდასრულთა თანამედროვე ჩარტში #1 იყო. ამ წარმატებამ კრისს მოუპოვა ნომინაცია გრემიზე საუკეთესო ახალი შემსრულებლის კატეგორიაში, 1979 წელს.[10] მისი სხვა ცნობილი სიმღერებია „I Can Hear Your Heartbeat“, „Stainsby Girls“, „Josephine“, „On the Beach“ (ზრდასრულთა თანამედროვე ჩარტში #9), „Let's Dance“, „Driving Home for Christmas“, „Working on It“ (მეინსტრიმული როკის ჩარტში #1), „Tell Me There's a Heaven“, „Auberge“, „Looking for the Summer“, „Winter Song“, „Nothing To Fear“, „Julia“ და „If You Were Me“, დუეტი ელტონ ჯონთან.[11]
დისკოგრაფია
რედაქტირება- სტუდიური ალბომები
- Whatever Happened To Benny Santini? (1978)
- Deltics (1979)
- Tennis (1980)
- Chris Rea (1982)
- Water Sign (1983)
- Wired to the Moon (1984)
- Shamrock Diaries (1985)
- On the Beach (1986)
- Dancing with Strangers (1987)
- The Road to Hell (1989)
- Auberge (1991)
- God's Great Banana Skin (1992)
- Espresso Logic (1993)
- The Blue Cafe (1998)
- The Road to Hell: Part 2 (1999)
- King of the Beach (2000)
- Dancing Down the Stony Road / Stony Road (2002)
- Blue Street (Five Guitars) (2003)
- Hofner Blue Notes (2003)
- The Blue Jukebox (2004)
- Blue Guitars (2005)
- The Return Of The Fabulous Hofner Blue Notes (2008)
- Santo Spirito Blues (2011)
- Road Songs for Lovers (2017)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ სტრონგი, მარტინ ჩ. (2000). The Great Rock Discography, 5th, ედინბურგი: Mojo Books, გვ. 800–801. ISBN 1-84195-017-3.
- ↑ David Sinclair. (27 April 2006) Chris Rea. The Times. ციტირების თარიღი: 13 December 2017.
- ↑ Danny Scott. (3 December 2017) Me and My Motor: singer Chris Rea. The Sunday Times. ციტირების თარიღი: 10 December 2017.
- ↑ Roberts, David (1998). Guinness Rockopedia, 1st, London: Guinness Publishing Ltd., გვ. 354–355. ISBN 0-85112-072-5.
- ↑ 5.0 5.1 Roberts, David (2005). British Hit Singles & Albums. London: Guinness World Records Limited, გვ. 60. ISBN 1-904994-00-8.
- ↑ 1988 Brit Awards. Awards & Winners. ციტირების თარიღი: 5 August 2015.
- ↑ 1989 Brit Awards. Awards & Winners. ციტირების თარიღი: 5 August 2015.
- ↑ 1990 Brit Awards. Awards & Winners. ციტირების თარიღი: 5 August 2015.
- ↑ „Programmes | 'Still so far to go'“. BBC News. 5 October 2009. ციტირების თარიღი: 19 April 2014.
- ↑ Bee Gees Head Lists For 6 Grammy Awards. Daytona Beach Morning Journal. The News-Journal Corporation (9 January 1979). ციტირების თარიღი: 23 April 2010.
- ↑ (2002) The International Who's Who in Popular Music 2002. Psychology Press, გვ. 424. ISBN 978-1857431612.