კრინ ანტონესკუ
კრინ ანტონესკუ (რუმ. Crin Antonescu, 21 სექტემბერი 1959, ტულჩა, რუმინეთი) — რუმინელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, ქვეყნის სენატის თავმჯდომარე 2007 წლიდან, 2012 წლის ივლის-აგვისტოში რუმინეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი.
კრინ ანტონესკუ | |
რუმინეთის პრეზიდენტის მ/შ | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
6 ივლისი – 21 აგვისტო, 2012 | |
წინამორბედი | ტრაიან ბესესკუ |
მემკვიდრე | ტრაიან ბესესკუ |
რუმინეთის სენატის თავმჯდომარე | |
წინამორბედი | ვასილე ბლაგა |
დაბადებული | 21 სექტემბერი 1959 ტულჩა, რუმინეთი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1985 წელს დაამთავრა ბუქარესტის უნივერსიტეტის ისტორიული ფაკულტეტი, რის შემდეგაც მუშაობდა ისტორიის მასწავლებლად. 1989–1990 წლებში ბუქარესტის ისტორიისა და არქეოლოგიის მუზეუმის კურატორია. 1996–2008 წლებში რუმინეთის დეპუტატთა პალატის წევრია. 2008 წელს რუმინეთის სენატორია ბუქარესტიდან. 2008 წლის დეკემბრიდან სენატის ვიცე-თავმჯდომარეა. თანამდებობიდან გადადგა 2009 წლის 30 აგვისტოს. მონაწილეობდა 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში და დაიკავა მესამე ადგილი 20,02 %-ით. 2012 წლის 3 ივლისიდან რუმინეთის სენატის თავმჯდომარეა[1]. 6 ივლისს პარლამენტმა რუმინეთის პრეზიდენტ ტრაიან ბესესკუს იმპიჩმენტი გამოუცხადა[2] და ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობა დაეკისრა კრინ ანტონესკუს[3].